ოდესმე გიგრძვნიათ შინაგანი სიცარიელე? საშინელი განცდაა..
მენატრები.. აზზე არ ვარ რატო, მენაგლე, მესწერვე, დამიკიდე.. მარა მაინც. არა, თავიდან კი ყველაფერი ჩემი ბრალი იყო მარა მაინც.. ალბათ მაინც არ მოველოდი მაგას..
უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა.. რა მალე მომიძებნე შემცვლელი..
მინდა რომ ბედნიერი იყო, ვიცი რომ არ მიყვარხარ, შენც იცი ალბათ.. მაგრამ მაინც, სიყვარული და მონატრება ხომ სხვადასხვაა..
საშინლად ვეჭვიანობ! იმასთან ერთად რომ გხედავ ყველაფრის დალეწვა მინდება, არა, იმიტომ კიარა რომ მინდა ჩემთან იყო.. უბრალოდ ეგოისტი ვარ...
ეხლა ვკითხულობდი რაღაც წიგნს და იმიტომ გამახსენდი, ვიცი მოგეწონებოდა და შენც წაიკითხვადი რომ მეთქვა..
ჰეჰ

რა ცუდი ყოფილხარ და რა კარგი ხარ ამავდროულად
არაფერს აღარ აქვს ახლა აზრი, ყველაფერი დამთავრდა. არა, რომ მინდოდეს შევცვლიდი, დამიჯერე.. ვიცი რომ ეგ შენც კარგად იცი.. მაგრამ არ მინდა.. არ ღირს
უბრალოდ ამწუთას ძალიან მომინდა ის ძველი დრო გამეხსენებინა და კიდევ ერთხელ დამეძახებინა "მატყუარა მატყუარა".. შენ ხო მართლა მომატყუე.. სხვა იპოვე და ჩამანაცვლე
მე მაინც ვერ მომატყუებ, ვიცი რომ არ გიყვარს. ძალიან სტაბილური და ზედმეტად მშვიდი ურთიერთობა გაქვთ, შენ კიდე ეგეთები არ გიყვარს, მარტო თავს იტყუებ, მე კიდე ვერ მომატყუებ!
არ გიყვარს არაააა!!!
მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.. უბრალოდ მომენატრე
This post has been edited by iHeartMe on 5 Apr 2010, 10:04