ყველა თავის ფესვებს უბრუნდება ... თბილისში კი მხოლოდ თბილისელები რჩებიან ისინი ვისაც ფესვები აქ აქვს ... აქ ასაფლავია მათი მამა პაპა და არ უხდებათ ქალაქის დატოვება ...
ქრება საცობები(სასაფლაოსთან შექმნილ საცობებს თუ არ ჩავთვლით ორშაბატობით ... არადა სასტიკად არ მომწონს ას ადათი ... რატომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები წელიწადში მხოლოდ ერთი დღე?

) ... ქუჩაში სიწყნარეა ... და ყველა სხვა ქალაქი და სოფელი ხალხით ივსება ...
გაჭირვებას რა ვუთხარი და არაშესაბამის ინფრასტრუქტურას რაიონებში თორემ მეეჭვება ადამიანს ადვილად ეთმობოდეს ის არემარე სადაც გაიზარდა და მათი წინაპრები ასაფლავია ...
კარგი იქნება რაიონების ასაღორძინებლად რაიმე ქმედითი ღონისძიებები ... რომ მარტო დიდ ქალაქებში არ იყოს პერსპექტიული ცხოვრება და მოღვაწეობა (თუ საერთოდ პერსპექტიულობა შეიძლება ამას დაერქვას ...)
რატომღაც მომწონს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა ... და ასევე რომელიმე რაიონში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ... ასევე სათამაშო ბიზნესის მხოლოდ ზღვისპირა დასახლებებში გადატანას (საკურორტო ბიზნესის განივთარებასაც შეუწყობს ხელს) ...
ეს და კიდევ სხვა მსგავსი იდეები მემგონი ხელს შეუწყობს:
1. ადგილობრივების დასაქმებას.
2. ქალაქებიდან რაიონებისკენ ხალხის მიგრაციას. (არამარტო იმ რაიონის მცხოვრების არამდე თბილისელების გარკვეული ნაწილისასაც. ტიპა სტუდენტი, პარლამენტის წევრი, პროფესორ-მასწავლებელი)
3. იმ რაიონების მკვიდრების საკუთარივე რაიონში პერსპექტიულ წინსვლას.
4. ნაწილობრივ ტურიზმის განვითარებასაც.
5. შესაბამისად ეს მიგრაცია გააჩენს მოთხოვნას იქ გადასული ამ ხალხისთვის ტიპა გაჩნდება მაღაზიების, პარკების, გასართობი ცენტრების (ინფრასტრუქტურის )... განვითარების მოთხოვნილება და შესაბამისად ამ დარგის მცოდნეებიც ან წავლენ ამ სექტორის ასათვისებლად რაიონში ან იქაურები აითვისებენ მას რაც ორივე ვარიანტში კარგია ...
მესმის რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ფანტაზიის სფეროა ... მაგრამ ისიც ცუდია რომ კაცს რომელსაც მეურნეობა აქვს თავისი და ვერ ყიდის მოჭარბებულ პროდუქციას იქვე რაიონში იძულებულია მიანებოს იმ საქმეს თავი რაც კარგად ესმის და თბილისში ან ბათუმში ჩავიდეს და იტაქსაოს (შემოსავლის დიდი ნაწილი კი ქირასა და საჭმელში დახარჯოს) ...
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs