Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჭეშმარიტი და ცრუ ეკუმენიზმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ირბახი
Roman-Catholic
ჯგუფი: Registered
ირბახი
Roman-Catholic
ჯგუფი: Registered
წერილები: 791
წევრი No.: 95839
რეგისტრ.: 15-July 09
#19271222
· 27 Apr 2010, 03:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დეკანოზი იოანე მეიენდორფი
ჭეშმარიტი და ცრუ ეკუმენიზმი
დღეს ეკლესიაში საგრძნობლად მძაფრდება რეაქცია ეკუმენიზმის წინააღმდეგ. ეკუმენიზმი ხშირად მოიაზრება როგორც სანახაობა, ფუჭი სიტყვები, ამაო კონფერენციებზე სიარული და საეკლესიათაშორისო წესების კრებულთა ბიუროკრატიული მიმოხილვა. შეშინებული უმცირესობა ხმამაღლა ახდენს იმ კანონების ციტირებას, რომელიც კრძალავს მწვალებლებთან ერთად ლოცვას და აცხადებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ნელ-ნელა სუსტდება ყოველ ეკუმენურ ღონისძიებასთან ერთად.
მსგავსი იმედგაცრუება, მხოლოდ განსხვავებულ თეოლოგიურ კონტექსტში, შეიმჩნევა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის წრეებშიც. რადიკალურად მოაზროვნენი მიიჩნევენ, რომ ეკუმენიზმი არ არის საჭირო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანები უკვე 'ერთნი'არიან და მათ მხოლოდ ეკლესიის ამქვეყნიური "სტრუქტურები" და "დაწესებულებები" ანაწევრებენ. აქედან გამომდინარე, ისინი მხარს უჭერენ ამგვარი ინსტიტუტების აღმოფხვრის იდეას. მათი აზრით საეკლესიათაშორისო საბჭოების, კონფერენციებისა თუ სხვა მსგავსი ღონისძიებების არსებობა მხოლოდ სოლიდარობას უცხადებს "ეკლესიების" არსებობას იმის ნაცვლად, რომ ბოლო მოეღოს ეკლესიის დანაწევრებულობას. განადგურება, რასაკვირველია, რადიკალთა აღთქმული მიზანია. ამასობაში, კონსერვატორი კათოლიკეები და პროტესტანტები კარგავენ ინტერესს ზერელე ეკუმენური მოძრაობის მიმართ და ეკუმენიზმისაგან რელატივიზმისა და დოგმატური ინდიფერენტულობის საფრთხის შექმნას შიშობენ.
ორმხრივი შემოტევების ფონზე ეკუმენური ორგანიზაციები და საბჭოები ცდილობენ გაამართლონ თავიანთი არსებობა ქრისტიანული ღონისძიებების გააქტიურებით და ქრისტიანული აღმსარებლობის სახელით განცხადებების კეთებით სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე. ისინი იშვიათად რჩებიან ჭეშმარიტ შესაბამისაობაში ან უკომპრომისოდ ქრისტიანული, რადგან ამ განცხადებების უკან ძალიან მცირედი შეთანხმებაა მიღწეული ქრისტიანობის ბუნებაზე, მის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.
სიტუაცია აშკარად ძალზე არაკეთილგანწყობილი და კრიტიკულია. ის მოითხოვს პოზიტიურ და გააზრებულ მიდგომას. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მართლმადიდებლებმა შეიძლება დაუშვან, არის სწორედ იმის ფიქრი, რომ ისინი თავს აარიდებენ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობასა და პასუხისმგებლობას. ჩემი აზრით, ეკუმენური მოძრაობის ისტორიამ 1968 წელს მიაღწია იმ ზღვარს, სადაც ის ან სერიოზული და ჭეშმარიტი უნდა გახდეს, ან სხვა შემთხვევაში თანამედროვე ქრისტიანობა გალღვება უცნაურ პოლარიზებაში მცირე ფანატიურ ფუნდამენტალისტთა სექტებსა და რელატივისტთა ფსევდო რელიგიურ ჰუმანიზმს შორის. მართლმადიდებელთა განსაკუთრებული მისია ის არის, რომ აღმოაჩინონ ეკუმენიზმის განსაზღვრება, როგორც ჭეშმარიტების სიყვარულის გზით ძიება. თუმცა, იმგვარი ძიება, რომელსაც მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებები და ცარიელი ცერემონიები ახასიათებს, ერთობის მხოლოდ ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის და სასიამოვნოდ ერგება პოპულარულ ამერიკულ საუბრებს პლურალიზმზე, მაგრამ რეალურად არ გააჩნია ქრისტიანული შინაარსი.
ეკუმენური ლოცვის იდეა კი ამგვარ შემთხვევად ვერ მიიჩნევა. ლიტურგიული თანაზიარება სხვა კონფესიებთან, მანამ, სანამ ჭეშმარიტი ერთობა მიიღწეოდეს, რასაკვირველია, გამორიცხულია მართლმადიდებელთათვის. მათთან ერთად ლოცვა კი სავსებით დასაშვებია, რადგან სჯულისკანონის აკრძალვა `მწვალებლებთან ერთად ლოცვის~ შესახებ გულისხმობს (შორეულ წარსულში, თ. გ.) ეკლესიიდან განდგომილებს და არა იმ მხურვალე თანამედროვე ქრისტიანებს, რომელთაც ეკლესია პირადად არ დაუტოვებიათ.
გულწრფელი ლოცვა განუყოფელია ჭეშმარიტების ძიებისაგან. ლოცვა ქრისტესადმი ერთგულებაზეა დაფუძნებული და იმ ერთობას უნდა გამოხატავდეს, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ არის მიღწეული. სხვა შემთხვევაში თანალოცვა შეიძლება მხოლოდ მოჩვენებითად ბაძავდეს ჭეშმარიტ ერთობას. არაფერია მიმბაძველობაზე უფრო სახიფათო. შუა საუკუნეებში, როდესაც მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო მეცნიერება, ექიმები მშვენიერი სამოსებით იმოსებოდნენ და შთამბეჭდავ ქუდებს იხურავდნენ, რათა ამ გზით კლიენტები მიეზიდათ. თანამედროვე პაციენტებს კი, არ ჭირდებათ შემოსილი ექიმების ხილვა, რადგან ისინი მათ ენდობიან. მათ ჯერათ მედიცინის, და მისაზიდად არ ესაჭიროებათ რაიმე გარეგნული საცდური.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკუმენური მოძრაობა ამერიკაში მხოლოდ მაშინ გახდება ჭეშმარიტი, როდესაც თვითონ მართლმადიდებელი ეკლესია გახდება (ეროვნული) ამერიკული და ამგვარად ამერიკელებს ამოცანის წინაშე დააყენებს იმის ნაცვლად, რომ წარმოუდგეს მათ როგორც ეგზოტიკური, ეთნიკური და წარსულის დეკორატიული გადმონაშთი. ეს ამ ეტაპზე მხოლოდ მრევლის დონეზეა მიღწეული. მართლმადიდებელთა ეკუმენური მოძრაობისადმი დამოკიდებულების დადებითი ასპექტების გამოვლენა სასწრაფოდ ჭირდებათ ჩვენს მღვდლებს, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ძმებს, რომლებიც არ არიან ჩვენი ეკლესიის წევრები და ეძებენ მის ნამდვილ სახეს, და ყველაზე მეტად კი, ეს ჩვენ გვჭირდება ქრისტეს გულისათვის.
წიგნიდან: J. Meyendorff. Witness to the World. New York, St. Vladimir’s Seminary Press, 1987
თარგმანი თამარ გოგუაძისა
აღებულია "აღმოსავლურ დასავლური ქრისტიანობა, სტატიათა კრებული"-დან.
--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან!
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 807
წევრი No.: 92673
რეგისტრ.: 1-June 09
#19272849
· 27 Apr 2010, 11:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მათთან ერთად ლოცვა კი სავსებით დასაშვებია, რადგან სჯულისკანონის აკრძალვა `მწვალებლებთან ერთად ლოცვის~ შესახებ გულისხმობს (შორეულ წარსულში, თ. გ.) ეკლესიიდან განდგომილებს და არა იმ მხურვალე თანამედროვე ქრისტიანებს, რომელთაც ეკლესია პირადად არ დაუტოვებიათ.
რემონსტრანტ-არმანიელები არიან ოფიც.. ორგანული წევრები ემს-ის. მათთან ლოცვა შეიძლება? იცით მათი სარწმუნოება?
ხოლო, კანბერაში და ვანკუვერში, ემს-ის მსოფლიო შეკრებების დროს, საერთოდ წმინდა წყლის წარმართული რიტუალები და მსახურებები აღესრულა . ასე, რომ მეინდორფი ცდება...........................
ისე, დავით თუ მეინდორფით დაინტერესდი ცუდი არ არის.
შესანიშნავი გამოკვლევანი აქვს. პაპის ინსტიტუზე და საერთოდ კათოლოციზმზე.
აბა, გადახედე. გაიზიარებ მის აზრს და დამოკიდებულებას კათოლიციზმზე და პაპზე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#19273653
· 27 Apr 2010, 12:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჭეშმარიტი და ცრუ ეკუმენიზმი
QUOTE
ჭეშმარიტი
QUOTE
ცრუ
QUOTE
დეკანოზი იოანე მეიენდორფი
იცის ამან რომელი რომელია?
--------------------
მონღოლებს ევნუხები არ უყვარდათ და სწორედ ამიტომაც ჩამოიშალა მათი შიდა სტრუქტურა ჩინეთში
(c) mepar
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი (c) Net
შეეშვი რა, ვის ეკამათები, ერთ დროს ისეთ ბუმბერაზებთან (ნაფტა) გიკამათია (c) ვინმე პეპერ ქროული კოდექსს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2866
წევრი No.: 56876
რეგისტრ.: 27-March 08
#19273675
· 27 Apr 2010, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემის აზრით არასასურველია დიალოგისა და ერთობის მიზნით დაახლოების ის ფორუმლა, რომელიც დღეს წარმოდგენილია ეკუმენისტურ ორგანიზაციებში. მე ვთვლი, რომ საჭიროა და აუცილებელია სამოციქულო ტრადიციის ქრისტიანთა შორის დიალოგი კონკრეტული მიზნის მისაღწევად: სამოციქულო კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის აღდგენა. ეს შეიძლება 100 წელიწადში მოხეს, შეიძლება - 200-ში, მაგრამ ამის არსურვილი არის სექტანტობა. მე, მართლმადიდებლი, ვლოცულობ კათოლიკე, ნესტორიანელ და მონოფიზიტ (აქ ვგულისხმობ ეგვიპტელ კოპტებს და ასურელ იაკობიტებს) ქრისტიანებთან ერთად იმ ლოცვებს, რომლებიც გვაქვს საერთო. ეს განსაკუთრებით კათოლიკეებს ეხებათ, რომელთა ლოცვებშიც არცერთი სიტყვა არაა მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო (გარდა მრწამსისა, რომელსაც მათთან ერთად არ ვამბობ - მიუხედავად იმისა, რომ ფილიოკვე არ მიმაჩნია ღვთის გმობად, მისი შემოღების პროცესი არაა, ჩემის აზრით კანონიკური ). რაც შეეხება ნესტორიანელებს და მონოფიზიტებს, მათთან ერთად ვკითხულობ მამაო ჩვენოს, დავლოცავთ ვახშამს (როცა სახლში მყავს მოპატიჟებული
), სიამოვნებით ვუსმენ მათ გალობას და პირჯვარს ვიწერ მათ ლოცვაზე. ასევე დავსწრებივარ მათ ლიტურგიებს, საიდუმლობებეს და ლოცვებს. აი ესაა ჩემი, როგორც ქრისტიანის და როგორც მართლმადიდებლის იღუმენისტობა.
ისე კი, ტერმინი ეკუმენიზმი ისეა ნათრევი და იმდენ რაღაცას ყრიან შიგნით, რომ თავს ვარიდებ ცოტა. არ მიმაჩნია, რომ ლათინურ ამერიკაში და აშუშუში შექმნილი 676484599 ფსევდო რელიგიური მიმდინარეობა, თავის ენებზე მოლაპარაკე ანაბაპტისტებით, მორმონებით და ა.შ. იმსახურებენ იმ პატივს, რომელსაც იმსახურებს სამოციქულო ტრადიცია. მე მათ უმრავლესობას რელიგიებად არ მივიჩნევ.
--------------------
Uchi mata = ამოსმული შუაკაური = 内股
Georgian Judo Forever !!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#19274099
· 27 Apr 2010, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცრუ ეკუმენიზმი არის ყველაფრის დიდებით ერთიანობის ძიება. მაგალითად, ზოგიერთი კათოლიკეს ფოფხვა მართლმადიდებლების წინაშე: ოღონდ დამელაპარაკე და ყველაფერს ვიზავო და ა. შ. ჯერ ერთი, ტყუილია ყველაფერზე მზადყოფნა :
1. ფილიოქვეს, რომელსაც სრულულუფლებიან ტრადიცია აქვს მამებთან, არ დაითმობა და ეს ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესია ორივე ფორმულას დაიტოვებს.
2. პაპის პრიმატი პირდაპირ ბიბლიაზე და ცოცხალ ტრადიციაზეა დაყრდნობილი და ამის დათმობა ნიშნავს, ერთარდერთი ხილულად უნივერსალური ეკლესია დაშალო და სახლი გაუშვა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ეკუმენიზმის დრო დასასრულს უახლოვდება და ეს კარგიც არის. ძმაკაცთან ერთად ქრისტესადმი ერთად ლოცვას კონფესია ხელს არასდროს უშლიდა და არც მერე შეუშლის. ხოლო ცოცხალ ქრისტესთან ურთიერთობას მაგალითად ბიბლიაზე მუშაობით არა ერთ ევანგელიკალთან არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, შეძლებს დაინტერესებულ კათოლიკე, ვიდრე ზოგიერთ მართლმადიდებელთან ევქარისტიული ერთიანობის მიუხედავად.
საქართველოს კიდევ თავისი მომენტები აქვს, განსაკუთრებით წარსულის გამო, რომელიც ძირითადად უნიებში გაატარა. მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი პრაქტიკულად ბევრს არაფერს მოიტანს. რეალობა ეყრდნობა გაყალბებულ ისტორიას, რადგან რეალობას ასე უნდა.
ამიტომ ვფიქრობ საქართველოში (და ქართველთა შორის ზოგადად) კიდევ უფრო უპრიანი იქნებოდა უაზრო ეკუმენიზმის შეწყვეტა და ურთიერთობების ადამიანურ და ბუნებრივ სიბრტყეზე გაგრძელება. ეს მით უფრო იოლია საქართველოში, რადგან უმრავლესობას ისედაც არანაირი ინტერესი არ აქვს ეკუმენიზმზე. და ქართველი კათოლიკეებისთვისაც უკეთესი იქნებოდა: კონცენტრირებას გააკეთებდნენ საკუთარი რწმენისა სულიერი მემკვიდრეობის უკეთეს შესწავლასა და ევანგელიზაციაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#19274128
· 27 Apr 2010, 12:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზოგიერთი კათოლიკეს ფოფხვა მართლმადიდებლების წინაშე: ოღონდ დამელაპარაკე და ყველაფერს ვიზავო
ნწ, ნწ, ნწ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2866
წევრი No.: 56876
რეგისტრ.: 27-March 08
#19274201
· 27 Apr 2010, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(onavara @ 27 Apr 2010, 12:54 )
ზოგიერთი კათოლიკეს ფოფხვა მართლმადიდებლების წინაშე: ოღონდ დამელაპარაკე და ყველაფერს ვიზავო
მუხლებზე მფოფხავი კათოლიკე ბევრი არ მინახავს. არც ჭიპლაროცენტრისტული პოზიციაა კარგი. უფრო მეტიც - არა ქრისტიანულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიურ ტრადიციას. პირველის საუკუნეების ქრისტიანობაც ჰორიზონტალურ სიბრტყეში იკითხება, რამდენიც არ უნდა ატრიალონ ჭიპლაროცენტრისტებმა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#19274281
· 27 Apr 2010, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჰორიზონტალურ სიბრტყეში
ვერ წაიკითხება ეგ ამბავი ასე ვერანაირად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#19274477
· 27 Apr 2010, 13:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მუხლებზე მფოფხავი კათოლიკე ბევრი არ მინახავს.
ბევრი რომ არ გინახავთ, ვერაფერი ნუგეშია. ცოტა ხომ გინახავთ ;-)
QUOTE
პირველის საუკუნეების ქრისტიანობაც ჰორიზონტალურ სიბრტყეში იკითხება
კი ასეა. რასაკვირველია, გარდა რომის ეპისკოპოსებისა, რომლებმაც უკვე პეტრედან იცოდნენ, თუ რა ევალებოდათ.
გადახედეთ კლემენტე პაპის წერილებს უკვე პირველი საუკუნის ბოლოს ანდა პაპ სტეფანეს მესამეს დასაწყისში. ყველგან ერთი სურათია. გაეცანით კარგად და მერე მომწერეთ.
This post has been edited by
onavara
on 27 Apr 2010, 13:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2866
წევრი No.: 56876
რეგისტრ.: 27-March 08
#19274829
· 27 Apr 2010, 13:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(onavara @ 27 Apr 2010, 13:18 )
გადახედეთ კლემენტე პაპის წერილებს უკვე პირველი საუკუნის ბოლოს ანდა პაპ სტეფანეს მესამეს დასაწყისში. ყველგან ერთი სურათია. გაეცანით კარგად და მერე მომწერეთ.
მე შეიძლება იმაზე მეტ ისტორიულ წყაროს ვიცნობ, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ, კომპადრე; და არა მხოლოდ პაპის წერილებით (მთელი ჩემი პატივისცემით პაპის მიმართ, ევიდენტემენტე). მე არც პაპის "პრიმუს ენტერ პარესს უარვჰყოფ" და საერთოდ, ტრადიციის არცეთ მტკაველს, გარდა ცალმხრივი გადაჭარბებებისა, როგორც ერთი, ისე მეროე მხრიდან. თქვენგან განსხვავებით, რომელიც მარტო ერთ მხარეს ჰხედავთ და აკი არაერთხელ, თვალის დაუხამხამებლადაც, უარგიყვიათ ამა ფორუმზე რამდენიმე ისტორიული ევიდენსია, როგორიცაა ფილიოკვეს ჟენერალიზასიონი კათოლიკურ სამყაროში კაროლინგების ზეგავლენით (არა გაჩენა, არამედ ტრადიციაში სრული დანრეგვა) - ამას კათოლიკეთა უმრავლესობაც აღიარებს, ანუ შუბლზენამუსძარღვგაუწყვეტელნი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nk44
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nk44
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6238
წევრი No.: 91738
რეგისტრ.: 18-May 09
#19274843
· 27 Apr 2010, 13:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"დიალოგი და კამათი ყველაზე სუსტი იარაღია ერეტიკოსთა მოსაქცევად, ეს იარაღი უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო, ამპარტავანი ერესი ვერ იტანს მხილებას და უფრო მძვინვარდება ეს ეკლესიის ისტორიამ დაადასტურა, აბბა ესაია გვაფრთხილებს "გაექეცი საუბარს მწვალებლებთან სარწმუნოების შესახებ რათა შხამი მათი მკრეხელური სიტყვებიდან მომწამლავი არ გამოდგეს შენთვის" (წმინდა ეგნატე ბრიანჩანოვი)
EKUMENIZM
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 807
წევრი No.: 92673
რეგისტრ.: 1-June 09
#19274934
· 27 Apr 2010, 13:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
onavara
Uchimata
მოკლედ დღევანდელი სახით ეკუმენიზმი არ ვარგა?
არ გამოვა არაფერი?
შედეგებიც არ ჩანს, არადა თითქმის 100 წელი ხდება, არა?
ხოდა, მეც მაგას ვამბობ, რომ ასეთი სახით და ხერხებით გამაერთიანებელი მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო დასაღუპად.
უფრო მეტიც ამ მოძრაობამ უფრო მეტადა დაშალა ქრისტიანებად წოდებულები. მარტო ეკუემინზმის გამო ოფიც. საპატრიარქოდან გასულ ანტიეკუმენისტთა რიცხვი უკვე რამდენიმე მილიონია მთელს მსოფლიოში (ძირითადათ - საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, ამერიკა).
ისმის კითხვა - რატომ არ გაამართლა ასეთმა დიდმა და კარგად დაფინასებულმა ემს-მა და კეც-მა?
მე, მოგვიანებით დავწერ ჩემს აზრს. ჯერ თქვენი და სხვების აზრი მაინტერესებს..............................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2866
წევრი No.: 56876
რეგისტრ.: 27-March 08
#19275076
· 27 Apr 2010, 13:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამაო ზურაბ, მე როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სამოციქულო ტრადიციის და ათასი ჯურის სექტის აღრევა. ქალკედონის და ეფესოს შემდეგ განვითარებული პôლიტიკური მოვლენების ორუმტრიალში ჩათრეული უძველესი ქრისტიანები აგერ უკვე 2000 წელია ქრისტეს სჯულს მისდევენ და უკვე უხერხულია, ჩვენს დროში მათთვის ძნძგლიანი მწვალებლის წიდება. დროა მოხდეს ის, რისთვისაც ისინი მზად არიან - გაიფანტოს გაუგებრობა და მართლმადიდებლობის საფუძველზე მოხდეს გაერთიანება. ამათ ფონზე მორმონებისნაირ სექტასთან საუბარი უაზრობად მიმაჩნია. ეს უბრალოდ ორი სხვადასხვა მოვლენაა.
This post has been edited by
Uchimata
on 27 Apr 2010, 13:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#19275093
· 27 Apr 2010, 13:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე შეიძლება იმაზე მეტ ისტორიულ წყაროს ვიცნობ, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ
მგონი არ მიკადრებია თქვენთვის ნაცნობი წყაროების ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, თქვენ არც უნდა იცოდეთ, მგონი, თუ რა მგონია მე სინამდვილეში ;-)
QUOTE
მე არც პაპის "პრიმუს ენტერ პარესს უარვჰყოფ"
ეგ არ მიგულისხმია არც მე არც ჩემგან ნახსენებ პაპ კლემენტეს და პაპ სტეფანეს
QUOTE
ფილიოკვეს ჟენერალიზასიონი კათოლიკურ სამყაროში კაროლინგების ზეგავლენით (არა გაჩენა, არამედ ტრადიციაში სრული დანრეგვა) - ამას კათოლიკეთა უმრავლესობაც აღიარებს, ანუ შუბლზენამუსძარღვგაუწყვეტელნი.
მე არ ვიცი, თქვენ რომელ კათოლიკურ უმრავლესობებთან გაქვთ საქმე. თქვენს მონა-მორჩილს თავისი მდაბალი წვლილი შეაქვს ასეთი უმრავლესობების შექმნა/არშექმნაში თეოლოგიური დისკურსიდან, რომლითავ კათოლიკური სამყარო დღემდე ცხოვრობს.
რაც შეეხება კაროლინგებს. ტყუილია ეგ მერწმუნეთ და კონფესიური ქედმაღლობით არ გეუბნებით ამას, არაფერში მჭირდება თქვენთან.
უამრავ წყაროსთან თავად მიწევს ხოლმე ხშირად ჯდომა და მინდა გავიმეორე მეათასეჯერ მგონი:
1. ფილიოქვე უკვე მამებთან მოიპოვება ..... (აგ ვერ გავავრცობ სამწუხაროდ) - ყველა პირდაპირ და გამორჩეულად ავგუსტინესთან ...
2. ლეო დიდი (!) უკვე (მერე უკვე გრეგორ დიოლოგოსი) პირდაპირ ქადაგებენ ფილიოქვეს - ეს მხოლოდ მართლმადიდებელთან გამორჩეულ მამებს და წმინდანებს ვახსენებ.
ასე რომ, ისტორია, ვითომდა კაროლინგებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს არის უზომოდ გადაჭერბებული და იდეოლოგიზირებული არგუმენტი, რომელიც ისტორიული წყაროების კრიტიკას ვერ უძლებს.
სწორედ ასეთი პროპაგანდისტული ისტორიების შემთითხვნელებთან შეგიძლიათ მოიძიოთ შუბლძარღგაწყვეტილნი. თუმცა ვაღიარებ, რომ შეიძლება რამე არაობიექტური მიზეზების გამო ნებისმიერს უჭირდეს ობიექტური სიტუაციას აღიარება. გადამოწმებას კი ბევრი დრო და ჯაფა სჭირდება.
This post has been edited by
onavara
on 27 Apr 2010, 13:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
Uchimata
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2866
წევრი No.: 56876
რეგისტრ.: 27-March 08
#19275382
· 27 Apr 2010, 14:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(onavara @ 27 Apr 2010, 13:54 )
უამრავ წყაროსთან თავად მიწევს ხოლმე ხშირად ჯდომა და მინდა გავიმეორე მეათასეჯერ მგონი:
1. ფილიოქვე უკვე მამებთან მოიპოვება ..... (აგ ვერ გავავრცობ სამწუხაროდ) - ყველა პირდაპირ და გამორჩეულად ავგუსტინესთან ...
2. ლეო დიდი (!) უკვე (მერე უკვე გრეგორ დიოლოგოსი) პირდაპირ ქადაგებენ ფილიოქვეს - ეს მხოლოდ მართლმადიდებელთან გამორჩეულ მამებს და წმინდანებს ვახსენებ.
კეთილი, მაგრამ ეს არ არის ჩემს მიერ ნახსენები ფენომენის კონტრარგუმენტი, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არა ფილიოკვეს დასაბამზე, არამედ მისი გამოყენების ვულღარიზაციაზედ მქონდა საუბარი. რაც შეეხება ამ უკანასკნლეის დამადასტრურებელ წყაროებს, მერწმუნეთ, ჰალლე, რომ მაღაზია "მართლმადიდებელში" ნაყიდი ბატუშკა კარელინის ანაფორიდან ამომძვრალი მანუელებით არ ვხელმძღვანელობ და როცა შუა საუკუნეების და გვიანი იმპერიის საუკეთესო ისტროიკოსები ადასტურებენ ფილიოკვეს განვრცობას სწორედ ექს-ლა-შაპელის ზემოქმედებით, მათი უფრო მჯერა, ვიდრე ვატიკანის კარის ისტორიკოსების (ამ უკანასკნელთ არც ცოდნას ვუკნინებ და არც ამაგს - როცა საკამათო საკითხს არ ეხება საქმე, მათი ობიექტურობა და ცოდნა არაა ეჭვქვე დასაყენებელი).
1 - ფილიოკვეს მთელს დასავლურ სსამყაროში გამოყენება ემთხვევა კაროლინგების ზეობას და რომის მათი კონტროლის ქვეშ ყოფნას (იხ., entre autres, ჰენრი III-ის მიერ დანიშნული პაპები).
2 - ფოტიუსის მიერ ამ საკითხის ამოქექვამ და დავის გამწვავებამ გამოიწვია ის, რომ რომს მთლად გადაეკეტა (მომიტევეთ, მიყვარს არღოტიკული ლექსიკა
) და უნიის ერთ-ერთ კონდიციად აქცია ფილიოკვე, რაც სრული აბსურდია, რადგან გამოდის რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრედო ყოფილა არასრული, რომის ცალმხრივი ინიციატივით დამატებული დანართის გარეშე.
მე არ ვთვლი ამ საკითხს არც ღვთის გმობად არც რაღაც წვალებად. უბრალოდ რომის სერიოზულ სიჯიუტესთან გვაქვს საქმე და ჭიპლაროცენტრიზმის ერთ-ერთ მწვავე გამოვლინებასთან (ამასთან არც ბერძენთა ამპარტავნებას ვივიწებ, დარდი არ გქონდეთ).
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0371 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.