გაუმარჯოს,
დავიწყებ თავიდანვე თხოვნით, რომ თემა არ წამიშალოთ/არ დამიხუროთ/არ გამიერთიანოთ, რადგან ერთიან თემაში რო დავპოსტო არამგონია ნორმალურად წაიკითხოს ხალხმა ის რასაც მე ვგულისხმობ.
როგორც შეატყობთ ამ განყოფილებაში ახალი სტუმარი ვარ, დადგა ის ნანატრი დრო, რომ ჩემი დიდი ოცნება, ანუ მანქანის ყიდვა ავისრულო, მართალია ჯერ მართვის მოწმობა არ ამიღია, მაგრამ ავიღებ მალე, ტარება კი ვისწავლე გამოცდის ჩაბარების ამბავში და თეორიას ჩავუჯდები რამოდენიმე დღე და ეგაა

მოკლედ დავიწყებ იმით, რომ პირველად შევხვდი ამ პრობლემას, ყოველთვის მეგონა, რომ მთავარი იყო ფულის ხელში ჩაგდება და მანქანას easy ავარჩევდი და ალბათ უკვე მიხვდით, რომ არც თუ ისე იოლი ამოცანის წინაშე დავდექი.
ჯერ მოგიყვებით ჩემი სიტუაციის შესახებ, ნუ მანქანა რომ მჭირდება და ტაქსმა და ზოგადად ტაქსისტებმა სისხლი რო გააშვრეს მაგაზე არ მინდა ლაპარაკი.
ტარების სტაჟი რამოდენიმე საათი (ანუ საგამოცდო პროგრამა ძირითადად ), როგორც ესეთი მანქანაში გარკვევის ამბავში ძალიან დაბალ და დამწყებ დონეზე. მოკლედ მჭირდება ისეთი მანქანა, რომელზეც პირველად დავჯდები და ნელ-ნელა დავიწყებ მანქანის მართვის სწავლას და ზოგადად მანქანაში გავერკვევი და დიდად გული რო არ დამწყდეს გასმა-გამოსმაზე (რასაც ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ზემოთჩამოთვლილი ფაქტის გამო (იგულისხმება სტაჟი)).
დავიარე ბაზრობა, myauto.ge და auto.ge-და ათასი უბედურება, ნუ ეხლა ერთი შეხედვით ვერაფერი ვერ ამოვარჩიე. ძირითადად რაც ბაზრობაზე ფასი ვნახე, არ მემეტება უბრალოდ ის ფული, იმ მდგომარეობაში მყოფი მანქანისთვის, ის კი არა, რომ ნორმალური მანქანა ვნახე და ძვირი ღირდა ბაზრობაზე, ნორმალური მანქანა (კონკრეტულად კი იმ დროისთვის 2004 წლის ჯეტას ვეძებდი) ვერცვნახე, რომ ფასზე დავლაპარაკებოდი, არის 2000 წლის ჯეტები 6-ად მაგალითად, ნუ მე პრინციპში ესეთი კრიტერიუმები მაქვს, უნდა იყოს ავტომატიკა (ეს კრიტერიუმი უეჭველია და მოლაპარაკების საგანი არ არის

), ტყავის სალონი, არ იყოს სერიოზული ნაავარიები, ძრავში და გადაცემათა კოლოფში პრობლემები არ ქონდეს და მუშაობდეს 5-იანზე.
მე რამდენადაც მივხვდი რამოდენიმე მანქანის მექანიკოსთან აყვანის შემდეგ, უმეტესობა ბაზრობის მანქანების არის ჩამოყვანილი კოპარტიდან, ანუ მანქანას დედა ყავდა მოტყნული და მოხდა მათი თავიდან აწყობა რობოტზე, მაიმუნზე თუ სხვა ცხოველზე... ასეთ მანქანაზე ვერ დავჯდები ნამდვილად და რომელიმე თქვენგანი ამაზე ოცნებობდეს...
ეხლა რაც შეეხება მანქანის მარკებს, ჯეტა 2.0 მირჩია ბევრმა, რადგან მისი ნაწილები ღირს იაფი (ანუ არ არის ძვირი მოსავლელად), არც თუ ისე ადვილად ფუჭდება და არ არის პრობლემური (როგორც მაგალითად აუდი).
რამოდენიმე ჯეტას ნახვის შემდეგ გადავწყვიტე მივდმგარიყავი BMW-ს, ნუ თუკი იქნება BMW მინდა ე.წ. "ტროიკა", რადგან ჯერ ერთი, რომ "პიტსოტი" ძვირია, თუკი ნორმალურ მდგომარეობაში გინდა და + დიდია რაღაც პირველი მანქანისთვის IMHO.
რაც შეეხება ეხლა ფულად სახსრებს, მანქანისთვის განსაზღვრული მაქვს 5K-დან (რამეთუ უფრო დაბალ ფასიანზე ჩემი ეგო დაჯდომის უფლებას არ მაძლევს

ვხუმრობ რათქმაუნდა) და მაქსიმუმ 8K (რამეთუ ჩემი ჯიბე მეტს ვეღარ ქაჩავს

ნუ ეს უკვე სერიოზულად

)
მირჩიოთ იქნებ რა მანქანის ყიდვა ღირს, რა მანქანის არა და თუ არ დაგეზარებათ მიზეზი, რატომ კი და რატომ არა...
წინასწარ დიდი მადლობა ყველას
You either die a hero or you live long enough to see yourself become the villain.