საუნდ რეპორტინგი
ტრენერი: ანა სიდამონიძე, ლევან ქათამაძე
კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა, კვირაში სამჯერ, სამი აკადემიური საათი შესვენებით
კურსის აღწერა: საუნდ რეპორტინგი არის კურსი დამწყები რადიო რეპორტიორებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა საუნდ რეპორტინგში და შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები
კურსი მიზნად ისახავს მიაწოდოს მონაწილეებს აპრობირებული თეორიული მასალა, რომელიც დაეხმარება ჟურნალისტებს მუშაობის დროს და შეასწავლოს ის უნარ-შვევები, რომელიც გაუადვილებს სწრაფად და ხარისხიანად მუშაობას.
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან
პრაქტიკულ ნაწილში ჟურნალისტები შეისწავლიან რადიო ტექნიკასთან მუშაობის უნერ-ჩვევებს, მონტაჟს, მიკროფონთან მუშაობას და დიქტოფონით სარგებლობას
თეორიულ ნაწილში ჟურნალისტები გაეცნობიან რეპორტიორის მუშაობის ტექნიკას და ჟურნალისტიკის პრინციპებს, რაც ტექნიკურ უნარებთან ერთად დაეხმარება, სწრაფად შექმნას ხარისხიანი პროდუქტი
კურსის განმავლობაში ჟურნალისტები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ პროექტებზე. საბოლოო პროექტი იქნება რადიო გადაცემა, რომელსაც ყველა სამუშო ჯგუფი ინდივიდუალურად წარადგენს და განახორციელებს მითითებულ ვადებში.
კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში ჟურნალისტი გაივლის 2 თვიან პრაქტიკას რადიოში
• ჟურნალისტიკის პრინციპები
• დიქტოფონთან და მიკროფონთან მუშაობა
• მონტაჟი
• ხმები და ამბები
• წერა რადიო მაუწყებლისთვის
• რეპორტინგი
• რეპორტიორი, როგორც პროდიუსერი
• ამბის რედაქტირება
• ეთერში კითხვა
• ინტერვიუ და კითხვა პასუხი (Q&A)
• ახალი ამბების პროდიუსინგი
• მარკეტინგი
• სოციალური მედია და რადიო
• პროგრამების პროდიუსინგი
• ფიჩინგი
კურსის ღირებულება 180 ლარი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 15 აპრილი
მსურველებს შეუძლიათ გამოგზავნენ მოკლე რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
anne.sidamonidze@gmail.com
პ.ს. ესეც საჭირო ადგილას დადებული პოსტის ლინკი
ტრეინინგები (post #18823015)
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.