საქართველოს სახელმწიფოს გაკოტრება ელის
[Courrier. Foreignpress.ge]
საქართველოს სახელმწიფოს გაკოტრება ელის „საქართველო ეკონომიკური გაკოტრების (დეფოლტის) ზღვარზეა, რაც 2013 წლისთვის შეიძლება რეალობად იქცეს (ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება)“, ამტკიცებს რუსული გაზეთი „ვზგლიადი“. ქართველი ეკონომისტი დავით ნარმანია აზუსტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 80.3%-ს, ანუ 8.6 მილიარდ დოლარს (6.35 მილიარდი ევრო)“ მიაღწია და პროცენტულად ვალების გადახდას წელიწადში 800 მილიონი დოლარი (590 მილიონი ევრო) სჭირდება. მისი თქმით, „საქართველოს ასეთი ფული არა აქვს და მას ასეთ თანხას არც არავინ მისცემს“.
მართლაც, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების არ არსებობის პირობებში, თბილისმა როგორც სჩანს სესხის აღების უნარი ამოწურა. საქართველოს სახელმწიფოს ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ასე გამოიყურება: მსოფლიო ბანკის ვალი – 1.2 მილიარდი დოლარი, მსოფლიო სავალუტო ფონდი – 848 მილიონი, აზიის რეკონსტრუქციის ბანკი – 184 მილიონი, ევროკავშირი – 50 მილიონი, რომ აღრაფერი ვთქვათ ისეთ კრედიტორებზე, როგორებიც არიან გერმანია (196 მილიონი), რუსეთი (118 მილიონი), იაპონია (55 მილიონი) და აშშ (36.7 მილიონი), კონსალტინგური კომპანია Georgian Investment Group-ის შეფასებით „ასეთი პატარა ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე 20 000 დოლარი ვალი – ძალიან სახიფათო ტვირთია“.
http://presa.ge/index.php?text=news&i=10062იხარე ერო მოკვდი მტერო....
კუვშები ჩამოვწეროთ მოგება წაგება ფრეზე...
დედა რუსეტი კოტრდება ....
ცხინვალ ხო დაგვიბრნბენ ვლადიკავკაზსაც მოაყოლებენ...
ცხოვრებაში მოსკვიჩიც არ მყოლია და ზოგიერთი მუქთა ხორა თბილისში ტანკებივით მანქანებით დადის ...
ვინ მიიყვანა ეს ქვეყანა აქამდე ..
რამდენი ვალი დაგვიტოვა ბაბუმ და რამდენი ივალა დამატებით სააკაშვილმა ?
პ.ს
თუ სააკაშვილი არ უნდა წავიდეს სანამ მას ფულზე უარს არ ეტყვიან, დაე გაკოტრდეს ქვეყანა , გაკოტრების მერე
მართლა არ ვიცი რა დაემართება ქვეყანას მაგრამ ხელისუფლება რო შეიცვლება ეს ნაღდად ვიცი .
მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები დღეს როცა ხელისუფლებას ფული არარ ეყოფა ხალხის მისაჩმორებლად ,
პოლიციას ფულს როცა ვეღარ გადაუხდის და მისი მსხვერპლი თვითონვე როცა შეიქმნება ... ცოტაც და ....
ასე ....