მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაახლოვებით ასეთი რამ ხდება გვერდის გახსნისას:
1) როდესაც სერვერიდან მოდის HTML კოდი ბრაუზერი მას უკეთებს ანალიზს. ეს პროცესი წრფივია ანუ ბრაუზერი არ ელოდება სრული HTML კოდის ჩამოთვირთვას გზადაგზა აანალიზებს;
2) იმ შემთხვევაში თუ ანალიზისას წააწყდება გრაფიკულ ელემენტებს(img, png, jpg, jpeg) ან/და CSS ფაილებს ასეთ შემთხვევაში ბრაუზერი აგზავნის სერვერზე დამატებით მოთხოვნებს მათ ჩამოსათვირთად და ეს ხდება პარალელურ რეჟიმში;
3) იმ შემთხვევაში თუ ანალიზის დროს წააწყდება სკრიპტ ტეგს(არ არის აუცილებელი ფაილი ჰქონდეს მითითებული src ატრიბუტის მეშვეობით) ამ დროს ბრაუზერი ახდენს ყველაფრის ბლოკირებას და ა) თუ კოდია შესასრულებელი უკეთებს ამ კოდს ანალიზს, შემდგომ ინტერპრეტაციას და შემდეგ უკვე ასრულებს; და ბ) თუ JS ფაილია გადმოსაწერი ამ დროსაც ხდება ყველაფრის ბლოკირება ბრაუზერი იწერს ფაილს, უკეთებს ანალიზს, ინტერპრეტაციას და ბოლოს უკვე ასრულებს.
სკრიპტების დამუშავების მაგ მოდელის გამო შესაძლებელია გვერდი ჩაიტვირთოს შეფერხებებით, გააჩნია რამხელაა ჩამოსატვირთი სკრიპტის ფაილი და ასევე გასაანალიზებელი/შესასრულებელი JS კოდი.
ამის გამო სკრიპტ ტეგებს ათავსებენ ბოლოში body ტეგის დახურვამდე რის ხარჯზეც გვერდის ჩატვირთვა და დახატვა(render) ესწრება იქამდე სანამ ბრაუზერი დაიწყებს სკრიპტების დამუშავებას. ეს საბოლოო ჯამში მომხმარებელზე ახდენს ისეთ შთაბეჭდილებას რომ გვერდი გაცილებით სწრაფად იტვირთება და რენდერდება.
lekvaხო არ დამაცადო დაწერა
This post has been edited by იოსები on 31 Mar 2010, 14:57