monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1321
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09
|
#19834641 · 27 May 2010, 15:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნეორეალიზმი - მიმართულება თანამედროვე ფილოსოფიაში - იდეალიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა; ნეორეალიზმი, ლიტერატურული და კინემატოგრაფიული მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა იტალიის კინოსა და ლიტერატურაში 1940-1950-იან წლებში.
ამ მიმართულების მიზანია ასახოს რეალობა ისეთად, როგორიცაა, ყველანაირი შელამაზების, პრობლემათა მიჩქმალვის გარეშე. ეს მიმდინარეობა გამოჩენას იწყებს 1930-იანი წლებიდან ერთის მხრივ ფაშისტური კულტურის, მეორეს მხრივ კი დეკადენტური თემების წინააღმდეგ. ეს რეალიზმის ახალი ფორმაა, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიფაშისტური და დემოკრატიული ეროვნული ხელოვნებისათვის ბრძოლაში.
ნეორეალისტები მიიჩნევენ, რომ მათი ვალია შეულამაზებლად გადმოსცენ ისტორიული ვითარება, ხალხის მგდომარეობა და ცხოვრება. ისინი ირჩევენ უბრალო, პირდაპირ, ყოველდღიურ სალამაპარკო ენას.
ტერმინი ნეორეალიზმი პირველად ამ ეპოქის კინემატოგრაფიას უკავშირდებოდა. ეს იყო ფილმები, რომლებიც იტალიაში არსებულ რეალობასა და სოციალურ პრობლემებს გამოხატავდა. ნეორეალისტური კინოს ყველაზე ცნობილი რეჟისორები არიან: რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი. მოგვიანებით ტერმინი გავრცელდა ლიტერატურაშიც.
საინტერესოა იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.
მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ღარიბ და მუშა კლასის გარემოში დადგმული ისტორიები, არაპროფესიონალი მსახიობების გამოყენებით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც. იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ძირითადი თემა ომისშემდგომი იტალიის მძიმე ეკონომიკური და მორალური ვითარება იყო, რომელიც გამოიხატა იტალიური ფსიქოლოგიის ცვლილებაში ყოველიდღიური ცხოვრების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, განპირობებული დამარცხებით, სიღარიბითა და უკიდურესი გაჭირვებით. ვინაიდან ჩინეჩიტა (კინოსტუდიათა კომპლექსი რომში - იტალიის კომერციული კინოს ცენტრი 1936 წლიდან) ლტოლვითა მიერ იყო დაკავებული, კინოფილმების გადაღება მის გარეთ მიმდინარეობდა, განადგურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად.
მიმდინარეობა განვითარდა კინოკრიტიკოსთა წრეში, რომელიც ჟურნალ "სინემას" ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის იყვნენ მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, ჯანი პუჩინი, ჯუზეპე დე-სანტისი და პეტრო ინგრაო. ვინაიდან პოლიტიკაზე წერა აკრძალული იყო (ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავად ვიტორიო მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ვაჟი იყო), კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ ე.წ. "ტელეფონო ბიანკო" ფილმებს, რაც იმ დროინდელ კინოინდუსტრიაში დომინირებდა. პოპულარული ფილმების მდარე ხარისხის დასაპირისპირებლად ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ იტალიური კინო საუკუნის დასაწყისის რეალისტ ავტორებს უნდა მიბრუნებოდა.
ნეორეალიზმის მხატვრულ მანიფესტად იქცა რეჟისორ რ. როსელინის ფილმი «რომი ღია ქალაქია» (1945 წ.). საუკეთესო ნეორეალისტური ფილმებია: «რომი 11 საათზე», «ველოსიპედისტების გამტაცებლები» და სხვ. ძირითადად იღებდნენ შავ-თეთრ ფილმებს.
ნეორეალისტები ფრანგი პოეტური რეალისტების ძლიერ გავლენას განიცდიან. მართლაც, მიქელანჯელო ანტონიონი და ლუკინო ვისკონტი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჟან რენუართან. ამასთან, მრავალი ნეორეალისტი კინორეჟისორი საკუთარ ხელწერას ავითარებს კალიგრაფისტურ ფილმებზე მუშაობისას (ეს ხანმოკლე მიმდინარეობა აღმოჩნდა, თუმცა ნეორეალიზმისგან საკმაოდ განსხვავდებოდა). ნეორეალიზმის ელემენტები შეინიშნება ალესანდრო ბლასეტის ფილმებში და ფრანჩესკო დე რობერტისის დოკუმენტურ ფილმებში. ნეორეალიზმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედები იყო "ტონი" (რენუარი, 1935) და "1860" (ბლასეტი, 1934).
ლიტერატურაში ნეორეალიზმის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ საუკეთესო ტრადიციების აღდგენას - უბრალო ადამიანების, ხალხის ცხოვრების წარმოჩენას, ძირითად ჟანრად იქცა ნოველა, აგრეთვე ისტორიულ-მემუარული ნაწარმოებები. ახასიათებდა დოკუმენტურობა, ავტობიოგრაფიზმი, სადა ენა, ლირიკული ინტონაცია. მიმართულებამ თავი იჩინა მთელი რიგი ქვეყნების ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ნეორეალიზმმა გარკვეული გავლენა იქონია ხელოვნების სხვა დარგებზეც.
ნეორეალისტი მწერლები • ელიო ვიტორინი • ჩეზარე პავეზე • ბეპე ფონოლიო • იტალო კალვინო • ალბერტო მორავია • ვასკო პრატოლინი • ფრანჩესკო ჯოვინე • დომენიკო რეა • კარლო ლევი • მარიო ტობინო • კარლო კასოლა
იტალიური ნეორეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევრები წინამორბედები და გავლენა: • ჯოვანი ვერგას ნამუშევრები • "1860" (ალესანდრო ბლასეტი, 1934) • "ტონი" (ჟან რენუარი, 1935) • "თეთრი გემი" (ფრანჩესკო დე რობერტისი, 1941) მთავარი ნამუშევრები: • შეპყრობილობა (ლუკინო ვისკონტი, 1943) • რომი ღია ქალაქია (რობერტო როსელინი, 1945) • ფეხსაცმლის მწმენდავი (ვიტორიო დე სიკა, 1946) • თანამემამულე (რობერტო როსელინი, 1946) • გერმანია, ნულოვანი წელი (როსელინი, 1948) • ველოსიპედების გამტაცებლები (დე სიკა, 1948) • მიწის ცახცახი (ლუკინო ვისკონტი, 1948) • სტრომბოლი (რობერტო როსელინი, 1950) • უმბერტო დ. (ვიტორიო დე სიკა, 1952)
მასალები ამოკრეფილია ვიკიპედიიდან
-------------------------------------------------------------------- ვფიქრობ ქართულ კინეამტოგრაფიაში ნეორეალისტური მიმდინარების მკაფიო გამოვლინებაა აბულაძის ფილმი ..სხვისი შვილები..
საინტერესო თქვენი მოსაზრება ამ ნეორიალისტური ლიტერატურისა და ფიულმების მიმართ, ასევე იქნებ პარალელი გავავლოთ ქართულ კინომატოგრაფიასთანაც..
This post has been edited by monte cristo2009 on 27 May 2010, 15:54
--------------------
თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული - ეს ეროვნულია!!!
სოჭი, საინგილო-ჰერეთი, ლორე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, შიდა ქართლი ქართული მიწებია და ოკუპირებულია მტრის მიერ!
XXI საუკუნეში ეს მიწები დედა სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ!!!!!!
|