#24743760 · 1 Apr 2011, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ემოციური ნაწილი, რომელიც გრძნობს, ინეტელექტუარული ნაწილი, რომელმაც "იცის" და ფიზიკური სხეული. ასეთ სამნაწილიან სისტემად განიხილავს ადამიანს ერერთი ცნობილი ეზოთერიკული სკოლა, რომელზეც საუბარს არ დავიწყებ, რომ თემას არ გავცდე.
ადამიანი საბოლოოდ არის ამ სამი ნაწილის გამოცდილებათა ჯამი. აქ თავს იყრის ადამიანის ცოდნა, მისი ემოციური ბირთვი და მისი განვითარებული, განუვითარებელი თუ დეგრადირებული სხეული. იმისთვის, რომ სრულყოფილ ადამიანად შედგე, საჭიროა ამ სამივე კომპონენტის განვითარება. ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს მისი აღზრდა სამივე მიმართულებით და ამის ხელმძღვანელობა სახელმწიფომ უნდა ითავოს. დღევანდელ საზოგადოებაში კი რა ხდება: სკოლებში მიმდინარეობს ბავშვის აღზრდა მხოლოდ გონებრივად, პირდაპირ ყურადღებას არავინ აქცევს მორალურ აღზრდას, ფიზიკური მომზადება კი ერთ გაკვეთილშია მოკრძალებულად ჩაკვეხებული. შედეგად კი ვიღებთ ცივსისხლიან, მსუქან ადამიანს, ვისშიც გონება გამოცხადებულია უპირატესად ემოციაზე და სხეულზე. დღევანდელ საზოგადოებაში ბავშვების მორალური აღზრდა მთლიანად მიკერებულია ოჯახზე და მშობლებზე. ისინი არიან მისი მორალური მასწავლებლები. როდესაც ბავშვი მიაღწევს მშობლის მორალურ დონეს, მის ქვეცნობიერებაში აქტიურდება სიგნალი "საკმარისია!", და ის წყვეტს მორალურ სწავლას. ამის შემდეგ ის დამოუკიდებლად ითვისებს ცხოვრების ემოციურ გაკვეთილებს. მაგრამ რა ხდება თუ მშობელი ამორალურია? ვის დაემსგავსება შვილი?
ბავშვის ემოციურ განვითარებას პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ხელს უწყობს წიგნებიც. გეშინოდეთ უწიგნური თაობის, რომელიც მოდის. გეშინოდეთ ეპოქის, როდესაც ძალაუფლება უწიგნური თაობის ხელში იქნება.
უმაღლესმა არსებამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა და გადმოგვეცა ათი მცნება, როგორც მორალური სახელმძღვანელო. იესომ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, და გახდა კიდევაც მორალური მასწავლებელი. რელიგიამ მოახდინა დანაკლისის კომპენსირება. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, სწავლებები დროთა განმავლობაში მახინჯდება ხოლმე. "რელიგიამ" ადამიანის სული გამოაცხადა უპირატესად და უკუაგდო სხეული და ინტელექტუალური განათლება. რა თქმა უნდა, მორალური განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ემოციური და ფიზიკური აღზრდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავუკეთოთ იგნორირება ფიზიკურ სხეულს. იესო თვითონ ხურო იყო და უნდა ჰქონოდა კარგად განვითარებული ფიზიკური სხეული.
დაუპირისპირეთ "ქრისტიანობას" ქრისტიანობა.
--------------------
I dreamt all my future and relived my past
|