წეღან შევედი პოპულში და ვეძებდი ლუდს ბუდვაიზერი, ალბათ ყველამ იცით ეს შესანიშნავი გემო, ხოდა ვერ მივაგენი სამწუხაროდ. კაი მეთქი ჯანდაბას ან ფრანცისკანელს ავიღებ ან ლოვენბრაუსთქო. ამას ვარკვევდი და მოვკარი თვალი ასეთ ლუდს: HOLLANDIA, რაც ნამდვილად პირველად ვნახე. ჩვეულებრივი ლუდებისგან განსხვავებით მას არა 0.5 ლიტრიანი ბოთლი არამედ 0.75 ლიტრიანი ქონდა, მეც დავინტერესდი და შევიძინე ფასი არ ვიცი ზუსტად, ბევრი რამე ვიყიდე და ჩეკი სადღაც მიმეკარგა ამიტომ აღარ მახსოვს 2-3 ლარის ფარგლებში სადღაც! ამ წუთას ამას ვწერ და თან ლუდს მივირთმევ მინდა გითხრათ რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ

არის ძალიან არომატული და თან არც ისე დაბალ გრადუსიანი (ნუ ექსტრასთან ვერ მივა

) აქვს 5% ალკოჰოლი და 12% სიმკვრივე!