დღეს ვიყავი და ლამის ვიტირე . . . ყველაფერი შეცვლილია. აღარ დგას ჩემი საქანელები: ცხენები, ბასეინის ნავები, პარაოზი, მანქანები . . .
სარეველა ბალახს აქვს დაფარული ჩემი ბავშვობა . . .
ვუყურებდი პივით შეზარხოშებული, ცრემლმომდგარი და თვალწინ მირბენდა მოგონებებიდან აღმდგარი პეიზაჟები . . .
ყველაფერი გამახსენდა, აბსოლუტურად ყველაფერი . . .
გამახსენდა როგორ ვიჯექი ნავში და თავი დიდი გემის კაპიტანი მეგონა, გამახსენდა როგორ დავრბოდი მწვანე მობიბინე მინდორში, დედაჩემი კი იქვე ახლოს იჯდა და წიგნს კითხულობდა, ის დიდი ბიჭებიც გამახსენდნენ "სემიჩკაზე" რო მაგზავნიდნენ და დედისგან შეგონებული - "უცხოებთან ახლოს არ მიხვიდე თორემ წაგიყვანენ" - შეშინებული გამოვიქეცი უკან . . .
თითქოს მთელ ბაღზე ჩემი ბავშვობა იყო გადაფარებული, სუნიც კი ვიგრძენი მაშინდელი, ბალახის, წითელი აგურის ნაფხვენის და ფიჭვების . . .
რატომ მომინდა აღდგომა დღეს ბავშვობის გახსენება და მარტო ბოდიალი პივის ბოთლით ხელში?
არ ვიცი . . .
ალბათ ქვეცნობიერად მინდა ისევ ბავშვი ვიყო . . .
მინდა ყველაფერი ისევ ისე მწამდეს და მიყვარდეს, როგორც მაშინ . . .
მინდა არასდროს მოვკვდე . . .
რა ცუდი ვიღაცაა ცხოვრება
It is the evening of the day
I sit and watch the children play
Doin' things I used to do
They think are new
I sit and watch
As tears go by . . .

მენატრება . . .