ჟურნალ ლიბერალში დაიბეჭდა სტატია, ბლონისის მეხუთე არხზე.
აი ამონარიდები ამ სტატიიდან :
"რა საქმიანობა ექნება ტელევიზიას, ეს მისი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მაგრამ არხი ზოგად პრინციპს უნდა ემსახურებოდეს - მოსახლეობამდე მიიტანოს ყველა ის მოვლენა, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც გამგეობა ფულს ხარჯავს", - ამბობს მუნიციპალიტეტის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ხომასურიძე.
და მეორე :
აკაკი უგრეხელიძე, უკვე ოთხი წელია, არხის პროდიუსერად მუშაობს და გამგეობასთან უკმაყოფილების ვერც ერთ ფაქტს ვერ იხსენებს. აკაკი გამგეობას მუშაობას უწონებს და ამბობს, რომ მისი დაკვირვებით სწორედ მათი კარგი მუშაობის გამო მოსახლეობა მათკენ "იხრება" და არა ოპოზიციური პარტიებისკენ, რომლებიც არც აქტიურობენ და რაიონში დიდად წარმოდგენილნი არც არიან.
აქციები თუ იმართება-მეთქი, - რომ ვიკითხე, - მიპასუხა, - "აქციები აქ არ იმართება. რისი აქცია, ხალხი რომ გამოვიდეს? რატომ უნდა გამოვიდეს? უბრალოდ? უმუშევარია? ძალიან ნაკლებია ბოლნისში უმუშევრობის პრობლემა. მადნეულის დიდი კომბინატი გვაქვს და 2 500 ადამიანია დასაქმებული".
ესეც სტატიის ლინკი
http://liberali.ge/node/1492ვისაუბროთ ამ თემაზე. ძალიან მაინტერესებთ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და თვლით თU არა რომ ჩვეულებრივია ასეთი ტელეკომპანიების არსებობა.
კიდევ ერთი ტელეკომპანია არსებობს კახეთში, როგორც ვიცი ახმეტაში რომელსაც მუნიციპალიტეტი 100%-ით ფლობს.