Courrier International - საქართველოს სახელმწიფოს გაკოტრება ელის
[foreignpress.ge]
„საქართველო ეკონომიკური გაკოტრების (დეფოლტის) ზღვარზეა, რაც 2013 წლისთვის შეიძლება რეალობად იქცეს (ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება)“, ამტკიცებს რუსული გაზეთი „ვზგლიადი“.
ქართველი ეკონომისტი დავით ნარმანია აზუსტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 80.3%-ს, ანუ 8.6 მილიარდ დოლარს (6.35 მილიარდი ევრო)“ მიაღწია და პროცენტულად ვალების გადახდას წელიწადში 800 მილიონი დოლარი (590 მილიონი ევრო) სჭირდება. მისი თქმით, „საქართველოს ასეთი ფული არა აქვს და მას ასეთ თანხას არც არავინ მისცემს“.
მართლაც, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების არ არსებობის პირობებში, თბილისმა როგორც სჩანს სესხის აღების უნარი ამოწურა. საქართველოს სახელმწიფოს ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ასე გამოიყურება:
მსოფლიო ბანკის ვალი – 1.2 მილიარდი დოლარი, მსოფლიო სავალუტო ფონდი – 848 მილიონი, აზიის რეკონსტრუქციის ბანკი – 184 მილიონი, ევროკავშირი – 50 მილიონი, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ კრედიტორებზე, როგორებიც არიან გერმანია (196 მილიონი), რუსეთი (118 მილიონი), იაპონია (55 მილიონი) და აშშ (36.7 მილიონი), კონსალტინგური კომპანია Georgian Investment Group-ის შეფასებით „ასეთი პატარა ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე 2 000 დოლარი ვალი – სახიფათო ტვირთია“.
http://presa.ge/index.php?text=news&i=10088ალბათ დიდი სიბრძნე არ უნდა იმის შეფასებას, რომ წინაასაარჩევნოდ დარეკეტებული ბიზნესის შედეგები არჩევნების შემდეგ გამოჩნდება! ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანა ფაქტიურად სესხს ვეღარ აიღებს თუ განსაკუთრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოების მხრიდან!
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მოსახლეობის უკმაყოფილებაც ალბათ სახიფოთო რევოლუციურ ზღვარს მიაღწევს!
ბევრი თემაა არჩევნებზე, მაგრამ არავინ ლაპარაკობს თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ