რუსულ გამოცემა “კომერსანტში” ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“ინტერვიუ, ძირითადად, სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილები, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას, კონტექსტიდან არის ამოგდებული”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შს სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ინტერვიუს მიხედვით, საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ ევროპის რჩევები საქართველომ არ უნდა გაითვალისწინოს.
ამასთან, საქართველოს შს მინისტრი აცხადებს, რომ “დასავლეთის გონიერ ნაწილს” საქართველო უყვარს.
“ჩვენ, უბრალოდ, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. იყავით ჩვენს ბაზაზე კარალეთში? იქ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგას. ჩვენი სპეცრაზმისთვის ბრონირებული მანქანა “კობრები” შევიძინეთ, თუმცა ევროპელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ არ სურდათ, რუსების პროვოცირება მოგვეხდინა, თუმცა ჩვენ ევროპელებს არ დავუჯერეთ და ამ ზონაში მსხვერპლი აღარ გვაქვს”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
შს მინისტრი ასკვნის, რომ “ევროპლების დაჯერება თითქმის არასდროს არის მომგებიანი”.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1