ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ქუთაისში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
26 მაისის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა.
ორი მუშა კედლის ქვეშ მოჰყვა; ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახლი, რომლის დემონტაჟსაც მუშები ახორციელებდნენ, ერთი თვის წინ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. მაშინ ოჯახის უფროსი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო სამსახურები. მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.
ფოთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ფოთის პორტის საწარმოო რაიონის მე-6 ნავმისადგომზე დღეს აფეთქება მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
დაიღუპა ფოთის პორტის მოიჯარე კომპანია "ჯე ეს კოს" თანამშრომელი ტარიელ ზარანდია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრაგედია ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს უახლოეს ხანში გააკეთებს.
ბათუმში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე სამაშველო სამსახურის მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამსახურის უფროსი დიმტრი კორძაძე დაიღუპა.
მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი, გვარად ლამპარაძე კი, ბათუმის N1 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას თვალი აქვს დაზიანებული, თუმცა დაზიანება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა მთლიანად დაიშალა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის გაუმართაობა იყო.