#19409206 · 4 May 2010, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხანდახან მგონია რომ საქართველოში შმორის სუნი დგას, ამ პოლიტიკური იწილო ბიწილოს მიღმა მიდის ცხოვრება ჩვენგან არ დანახული. მე მარტო წლებს არ ვგულისხმობ, დრო თავისთავად არც არსებობს, ის ცხოვრების "ივენთებისაგან" შედგება მხოლოდ. ჰოდა დრო არც მიდის ამ ქვეყანაში იმიტომ რომ არაფერიც არ ხდება...... ეს ერთის მხრივ უკვდავობას ნიშნავს ხოლო მეორეს მხრივ უკვე სიკვდილს....გააჩნია როგორ შეხედავ დროის გაჩერებას.... მაგრამ ეს არ არის თემა....საქართველოს პრობლემა მრავალ ისტორიულ ეტაპზე ის იყო, რომ მისი განვლილი გზა სინამდვილეში შინაგანად არ იყო განვლილი, და შესაბამისად მომავალიც გვსჯის ხოლმე. ეს დაახლოებით იმას გავს, საჭმელს თუ არ შეჭამ დროზე დალპება და აყროლდება. ასეა ისტორიაც, თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გაიაზრე შენი თავი თუ სადა ხარ და რა გინდა სინამდვილეში, შენი საზოგადოებაც დალპება, ჩვენ ათეისტებიც მოჩვენებითად ვიყავით 20 საუკუნეში და ასეთივე მორწმუნეები ვართ დღესაც....ის რასაც დღეს ვუყურებთ ამ ლპობის გაგრძელებაა. ეს აზრი დამეუფლა მე როდესაც გუშინდელი კადრები ვნახე ილიას უნივერსიტეტთან გამართული მიტინგისა. იმ მიტინგზე სამღვდელოება და "მორწმუნე" სტუდენტობა ანათემაზე გადასცემდნენ ვიღაც უნიჭო თუ ნიჭიერ მწერალს, რომელსაც როგორც ამბობენ უხამსი რამეები დაუწერია. არ არის ეს სტუდენტობის და არც სამღვდელოების საქმე. ამიტომაც დგას შმორის სუნი ამ ქალაქში. ................
This post has been edited by armagedonidze on 4 May 2010, 17:22
|