
ომის ვეტერანი ალექსანდრე, ნოდარი, გერასიმე, ბიძინა, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესის მშენებლობაზე.
ჩვეულებრივი საბჭოთა თემაა, მსგავს თემაზე ფილმი ბევრი ყოფილა. მაგრამ ეს განსაკუთრებულია. უბრალო, მაგრამ ძალიან კარგი და კეთილი. განსაკუთრებით გრიგოლ წიტაიშვილის გმირი - გერასიმე. ამ პერსონაჟის ყველა სიტყვა თუ რანაირია, გულწრფელი, ალალი, კეთილი, გულუბრყვილოც. ბრწყინვალედ არის წარნოჩენილი ასეთი ტიპის ადამიანი და ის სიტყვა,რომელიც ისმის ფილმის შუაშიც და ბოლოშიც გერასესი - ძალიან მაგარია.
http://zozo.ucoz.ru/load/kartuli_pilmebi/s...bshi/17-1-0-426სამწუხაროდ მეტი ლინკი მე ვერ ვიპოვე ამ ფილმის, ამ ფილმის გადმოწერა მინდა, მაგრამ ვერ ვნახე ვერსად. რუსულ საიტებზეა მხოლოდ ქართული ფილმი რუსულად. საქართველოში საავტორო უფლებას თუ რაღაც ასეთს იცავენ, 69 წლის ფილმისას.
არადა დიდი ხანია მინდა ამ ფილმის გადმოწერა, მაგრამ ის ვერსია რომელიც მინდოდა ვერ ვნახე.

ვრცელი ოფიციალური ინფორმაცია ამ ფილმზე აქ:
http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=224მაგრამ მხოლოდ ინფო, ნახვის ან გადმოწერის შესაძლებლობა არ არის.
ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ფილმია, რომელიც რატომღაც მივიწყევული და ნაკლებად დაფასებულია. სიკეთე, სითბო ძალიან კარგად ჩანს ამ ფილმში, მთავარი რომ გულკეთილობაა, სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ვინმე თუ ატვირთავთ რომელიმე აფლოუდერზე, რომ ჩამოვწერო და მომაწოდებთ ლინკს ძალიან მადლობელი ვიქნები. დიდი ხანია ამ ფილმს ვეძებ.