რისი თქმა მინდა..

მე დიდი ხანია უკვე გავითავისე რომ ამ ცხოვრებაში ყველა გადარჩენისათვის ბრძოლობს და არც ვამტყუნებ არავის. და ის თუ როგორები ვართ ჩვენ ეხლა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რაც არის ჩვენს ირგვლივ. ზოგ რაიმეს ცხოვრება გვასწავლის თვითონ (ანუ ჩვენით ვსწავლობთ) და ზოგ რაიმეს ჩვენს გარშემო მყოფი ხალხი გვასწვლის. რაღაცას კიდევ წიგნებიდანაც ვსწავლობთ.. მე გამიგია ეს ფრაზა, როდესაც ვიღაც ვიღაცეებს მიმართავდნენ: "მე მასეთი არ გამიზრდიხარ და რატომ ხარ მასეთი?!"... ის ხალხი რომლებიც ამას ამბობს, იმას არ უფიქრდება რომ კიდევ სხვა ბევრი მასწავლებელი ჰყავდა მათ მოსწავლეს. ცხოვრება. ცხოვრება ანუ სხვა ხალხი. სხვა ხალხი იმიტომ, რომ სხვა ხალხი ქმნის ცხოვრებას.. ბავშვს რომელსაც არ აქვს პატარობაში კომპიუტერი. არ აქვს ის ყველაფერი რაც აქვს სხვა ბავშვებს. იმ ბავშვს უნვითარდება ეგოიზმი. რატომ იმას აქვს და მე არ მაქვს. იმ ბავშვს გაუნვითარდება ეგოიზმი. წავა და მოიპარავს, მაგრამ იმ ბავშვს რომელსაც აქვს და დედიკომ უყიდა, იმას გაუკვირდება რატომ მომპარა. მანაც იყიდოს, მისი ხომ არ არის. მანაც იყიდოსო.. ესეთი აზრები მხოლოდ ბავშვებს არ აქვთ, ესეთი ლოგიკა ზრდასრულ ხალხსაც აქვს. ყველა უყურებს საკითხს მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან. უნდა შევხედოთ ობიექტურად ყველაფერს..
მე, მე, მე, მე, მე ის გავაკეთი, რატომ ისე გამიკეთა, მე ასე ვფიქრობ, მე, მე.. კაი რა... თავადი და გლეხი.. რით განსხვავდება?! თავადიც ადმიანია და გლეხიც. განსხვავება არავითარი, მაგრამ განსხვავება არის..
ბევრი უყურებს სხვას და ამბობს, იმას ცოლი გაუბოზდა, იმას ბანძი მანქანა ყავს, ის დებილია, ის გაუნათლებელია, ის დებილია, სკოლაში არ სწავლობდა, ის წამალზე იჯდა და ეკუთნის რომ ციხეშია, ის ყაჩაღია.. გადახედე საკუთარ ცხოვრებას. გაგიმართლა თავადის შვილი რომ ხარ და ვერ ხვდები მაგას არა.. მიხვდი მაგი.. ეს ცხოვრება ტყეა და არავინ არ ირჩევს იმას, დათვი იქნები შენ თუ ზებრა, არავინ არ ირჩევს. შეიძლება გგონია შენ რომ შენით ირჩევ ამას, მაგრამ ეს ასე არ არის. ვიღაცა გამძვრალია, ვიღაცა ალალი, ვიღაცა მშიშარა, ვიღაცა ძლიერი და ა.შ. ყველა თავისებურად ცდილობს გადაირჩინოს თავი და ეს მათით არ აურჩევიათ.. ზებრა გაქცევით ცდილობს თავი გადაირჩინოს და ეშინია, ბალახს ჭამს. ლომი ეცდება დაიჭიროს ზებრა და შეჭამოს ან გადაირჩინოს თავი.. ასევე ცხოვრებაშიც არის უხილავი კანონები. ეს არ ჩანს, მაგრამ ამის დანახვა შეიძლება..
დავუშვათ გავიდა დიდი დრო. შენ დაბერდი და მოკვდი. გადახედე შენს ცხოვრებას და იმსჯელე ობიექტურად. ვიზე გაქვს გაკეთებული ცუდი და ვიზე კარგი? ეს შენი ბრალი იყო რომ ასე აკეთებდი თუ არა? სხვა დამნაშავეა რომ შენ ბოროტება გაგიკეთა რომ ადანაშაულებდი. ვიზე საუბრობდი ზურგს უკან.. რავი გადახედე შენს ცხოვრებას. მკვდარი ხარ შენ და ფიქრობ ამ ყველაფერზე. შენთან მოდის ანგელოზი და გეკითხება: შენ რისი ღირსი ხარ, ჯოჯოხეთის თუ სამოთხესი? შენით მიპასუხეო..
და რისი ღირსი ხარ შენ?

დიდი ხანია არ გამიხსნია თემა და მონატრებული ვიყავი..
ბოდიშს ვიხდი, თემა არეულია, რადგან არ ვუკვირდებოდი რას ვწერდი, ბოლოს კონკრეტული კითხვა დავსვი..
giorgivachadze
გიო, რავა ხარ??
დაწერე აბა რამე ამ თემაში..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.