#23275333 · 4 Jan 2011, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმ თემას ნაღდი ვერ წავიკითხავ,რადგან სამოცდაათი გვერდის წაკითხვას აზრი არა აქვს,მაგრამ სჩანს,რომ უმეტესობა მაგარი შეწუხებულები ვართ რაც დღეს სამართალდამცავებმა გააკეთეს იმ საქციელით.ეს საპროტესტო აქციაც კარგია,რომელიც ხვალისთვის გინდათ რომ ჩაატაროთ,მაგრამ ამით ვერაფერს ვერ შეცვლით.საზოგადოების აზროვნება თუ არ შეიცვალა,ასი და ორასი კაცი ვერაფერს ვერ გახდებით.
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ამას მოჰყვება მაქსიმუმ იმ თანამშრომელის „დასჯა“,რომელმაც ქალს ხელი გაარტყა სახეში და დანარჩენებს არც არაფერი არ დაემართებათ,რადგანა ეს ხალხი ზემოდან მიცემულ დავალებას ასრულებდნენ.
გირგვლიანის საქმე(არ ვაჭრობ ამ სახელით)კარგად გვახსოვს და დღევანდელი სიტუაცია იმ სიტუაციასთან მოსატანიც არ არის.
მოდერ,ეს თემა იგივე არ არის.მე უბრალოდ შედეგებზე ვამბობ,თუ რა მოხდება მომავალში და თუ არ მიმიკეტავთ მადლობას გეტყვით.იყოს და როცა ვინმეს სერიოზულად დასჯიან,მაშინ მიკეტეთ.
|