CNN International-ის I-List–ის მესამე გამოშვების ყურადღების ცენტრში საქართველო ექცევა. თბილისიდან პროგრამების პირდაპირი ტრანსლაციის კვირა 12 აპრილიდან დაიწყება.
I-List-ი აცნობს მაყურებელს ქყვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საზღვრებს მიღმა, ასევე მათ ფარგლებში. აქამდე მათ ობიექტივში საფრანგეთი და ბაჰრეინი იყვნენ.
12 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის დროით 00:30 საათზე თბილისიდან პირდაპირი ტრანსლაციით CNN-ის წამყვანი ჯიმ ქლანსი წარმოადგენს საღამოს შოუს ”W1”-ს.
შოუს ფარგლებში ეთერში გავა ინტერვიუები საქართველოში წამყვან ფიგურებთან, რომელთაც გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ინოვაციებზე. CNN-ის ეთერში ნაჩვენები იქნება ინტერვიუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარეს ილია II-სთან, NBA-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან და ბალეტის საერთაშორისო ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან.
ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ რეპორტაჟებში გაშუქდება ქართული რეალობის სხვადასხვა ასპექტი, რომელებიც მოამზადა CNN-ის თანამშრომელმა აივან ვატსონმა, 2010 წლის მარტში საქართველოში ერთკვირიანი მოგზაურობის შედეგად.
CNN ასევე მაყურებლებს შესაძლებლობას აძლევს, ატვირთოს ვიდეო ან ფოტო საქართველოს შესახებ iReport-ზე.
1 წყარომე-2 წყარო
მოგხვდათ გულზე, ოპოებო?