თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან უამრავი ადამიანი მიდის
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
10 / 04, 2010 18:35
Print
Font size:
თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან უამრავი ადამიანი მიდის, რომლებიც დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და საელჩოს წარმომადგენლებს უსამძიმრებენ.
პოლონეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ ინტერნეტსაიტ ფორუმ.გე-ს წევრები, რომლებმაც 3 პლაკატი მიიტანეს პოლონური წარწერებით - “ქართველი ხალხი იზიარებს და გვერდით უდგას პოლონელ ხალხს”. მათვე საელჩოს სამძიმრის წერილი გადასცეს.
პოლონეთის საელჩოსთან იმყოფებოდა ანტისაოკუპაციო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი, რომელმაც გააკეთა მკვეთრი განცხადება რუსეთის მისამართით.
მან აღშფოთება გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და ბრალი დასდო რუსეთის ხელისუფლებას პოლონეთის პრეზიდენტის და მისი მთავრობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში.
მისივე თქმით, ლეხ კაჩენსკი იყო ერთ-ერთი ღირსეული მეგობარი საქართველოსი და მსგავსი მეგობარი საქართველოს არ ჰყოლია.
ირაკლი წერეთელმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული აქტი უწოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1რა მეტიჩრები ვართ, გვინდა ეხლა ეს ჩვენ? ისედაც ხომ ყველა ვხვდებით რომ მათი საქმეა? რატომღა ვაქეზებთ რომ დაგვცხონ?

არ მესმის ამ ხალხის, რამის &რაკი მაინც ქონდეთ?
ვინ არის ჩვენი დამხმარე? ეგ ერთნი იყვნენ აღშფოტებას მაინც რომ გამოხატავდენ ხმამაღლა და ეგენიც მოაყუჩეს, აწი, ხმასაც არავინ ამოიღებს რომც გადაგვიარონ. ამ სირებს კი მეტი ტვინი არ აქვთ და გამოდიან და ასეთ განცხადებენბს აკეტებენ, რამე რომ იყოს ეგ გასიებული წერეტელი პირველი შეძვრება საწოლის ქვეშ და სხვანიც მიუწვებიან აქ რომ ძაან გულზე მჟიღს იცემენ.
* * *
რუსული მედიის მტკიცებით, ტუ-154-ის ეკიპაჟმა მითითებები არ შეასრულა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
10 / 04, 2010 19:15
Print
Font size:
რუსული მედიის მტკიცებით, ტუ-154-ის ეკიპაჟმა სმოლენსკის აეროპორტის ფრენების ხელმძღვანელის მითითება რამდენჯერმე არ შეასრულა.
“რია ნოვოსტის” ცნობით, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, აეროდრომ “სმოლენსკის” ფრენების ხელმძღვანელმა ეკიპაჟს ურჩია, თვითმფრინავი ჰორიზონტალურად გაესწორებინა და სათადარიგო აეროდრომზე დაშვებულიყო, თუმცა ეკიპაჟმა ეს ბრძანება არ შეასრულა.
ამასთან, პოლონური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებელ ინფორმაციას, რომ ტუ-154-ს მაღალი კლასის პოლონელი სამხედრო მფრინავი მართავდა. აღნიშნული ქვედანაყოფის მფრინავებს მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო პირები გადაჰყავთ.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დღეს კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.
ავიაკატასროფის გამო თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
მაგათი გაკეტებული რომაა ამაზეც ეტყობათ, თავს იცავენ უკვე, ვითომ იმათ არშეასრულეს, მაგათ სცენარი მომზადებული აქვთ, ის შავი ყუტი რომ იპოვონ, ესენი იტყვიან აგე არ დაგვიჯერესო, ხომ ვეუბნებოდითო, არადა ეგ არის ჩამოგდებული