ჩტო ტო ზდეს ნე ტაკ!....აზრს აქვს ხმაა?!
....აზრს აქვს ფერი?!
....აზრს აქვს სუნი?!
....აზრს აქვს გემო?!
....აზრს აქვს გრადუსი?
....აზრს აქვს მუხტი?!
------------------------------------
აქვს!!!.....აზრს დაჟე აზრი აქვს!
აზროვ-ნება
გონ-ნება
ხელოვ-ნება
გემოვ-ნება
შთაგო -ნება
რა ამბავია ამდენი ნება?...."ჩტო ტო ზდეს ნე ტაკ"!!!
...რამდენ სისულელეზე არ ფიქრობს ადამიანი, როცა უნდა ეძინოს, არ ეძინება და სიჩუმეს უსმენს....ამ სიჩუმეში, სადღაც ონკანიდან ჩამოვარდნილი წყლის წვეთიც კი აზრის ნაწილაკის მატარებელია...

...სულ ახლახან ერთმა წვეთმა ასეთი ამბავი გამახსენა....მოსკოვში, კურორტოლოგიის ინსტიტუტში, ერთი იაკუტი შამანი გავიცანი...რომ ვლაპარაკობდით, თითზე დაიფურთხა, ხელის ზურგზე ამისვა და ის თითი პირში ჩაიდო. მერე მითხრა...გემოთი გატყობ ცუდი კაცი არ უნდა იყო, მაგრამ აზრები გაქვს უგემურიო...
...ვთხოვე აეხსნა. მან ასე მითხრა - ბალშოი გოროდ პლოხო, ნაუკა პლოხო, მაშინი პლოხო, ვრაჩი პლოხო......სნეგ, ალენ ი იურტა ხაროშიო!!!
....მოდი ახლა და ნუ დაიჯერებ რომ აზრს გემო არ აქვს.............!
----------------------------------------------------------------------------------------
და საერთოდ, კლინიკის ბიჭებს...სულ ფერად-ფერადი და ნუგბარ-ნუგბარი აზრები აქვთ.....ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფსიქიკური შინაარსები ერთგვარ განუყოფად ბმულობაში იმყოფებიან შეგრძნებებთან...ანუ, ისინი აზრებს შეიგრძნობენ ისე, რომ ამ შეგრძნების მოშორებასთან ერთად, შეგრძნებაზე აზრიც ეკარგებათ....ანუ -
"ჩტო ტო ზდეს ნე ტაკ", მაგრამ ზერო-პოინტში უკვე ესეც გკიდია(ბოდიშს მოვიხდი უწმაწურობისთვის) !!!
რაზეა თემა?! - ყველაფერზე და არაფერზე ერთად.
იქნებ ვინმეს, ...თუნდაც 1-სუმარს, ან 1-უჩინარ წევრს, უნდოდეს ან მოუნდეს თავის ზერო-პოინტის შესახებ მოჰყვეს...
This post has been edited by Stalker2005 on 10 Apr 2010, 06:47