Overlord667
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
|
#19017206 · 13 Apr 2010, 11:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კურტ დონალდ კობეინი
დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს. გარდაიცვალა 1994 წლის 5 აპრილს.
წამყვანი მომღერალი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი, ჯგუფ "ნირვანას" სოლისტი, სრულწლოვანი უკვე პოპულარული იყო მთელს მსოფლიოში მაგრამ კურტმა მოგვიანებით ასეთი რაღაც თქვა: "პოპულარობა ყველაზე მეტად არ მსურდა."
"ნირვანამ" საფუძველი დაუდო გრანჟ როკს. შეიძლება ითქვას რომ გრანჟის ისტორია 1991 წლიდან იწყება ჰიტით "Smells Like Teen Spirit".
კურტის დედა, ვენდი, ოფიციანტი იყო. მამა- დონალდ კობეინი, მექანიკოსი. კურტს დაც ჰყავდა- კიმბერლი, რომელიც 1972 წლის აპრილში დაიბადა.
კურტი ადრეულ ასაკში დაინტერესდა მუსიკით. სიმღერა ორი წლისამ დაიწყო.
1974 წელს ექიმებმა მას ADHD(attention deficit hyperactivity disorder) დაუდგინეს და რიტალინი გამოუწერეს. 1975 წელს მისი მშობლები გაეყარნენ. კურტმა თქვა, რომ ამ ფაქტმა ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში და მისი მშობლების ამ ტრავმულმა განხეთქილებამ გამოიწვია ის დიდი ტკივილი რომელიც ნირვანას მუსიკაში იგრძნობა. 1993წ. ინტერვიუში მან თქვა: მე მრცხვენოდა ჩემი მშობლების გამო და უიმედოდ მსურდა მქონოდა კლასიკური, ტიპიური ოჯახი. დედა, მამა. მე მჭირდებოდა ეს დაცვა. სწორედ ამიტომ ვიყავი ნაწყენი ჩემს მშობლებზე რამდენიმე წლის განმავლობაში." მშობლების განქორწინების შემდეგ, ერთი წელი დედასთან ცხოვრობდა. შემდეგ ვაშინგტონში გადავიდნენ და რამოდენიმე წელი ხან ოჯახთან ცხოვრობდა და ხან მეგობრებთან. კურტი უფროს კლასებში ფიზიკურ ტკივილებთან გასამკლავებლად ნარკოტიკებს მიეძალა, უმთავრესად მარიხუანას იღებდა. ყველაფერი გასინჯა PHP-ს გარდა. ისტორიები, რომლებიც ამ ნარკოტიკზე ესმოდა, შიშის ზარს სცემდა მას.
1983წ. კურტი დედასთან ერთად აბერდინში დაბრუნდა. დედამ მას ულტიმატუმი წაუყენა- ან სამუშაო ეპოვნა, ან წასულიყო. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, კურტი მეგობრების სახლებში ათევდა ღამეს. ხანდახან ხიდის ქვეშ რჩებოდა. სწორედ ამ ადგილით შთაგონებულმა შექმნა სიმღერა "Something In The Way".
1986 წლის 18 მაისს კურტი დააპატიმრეს ხულიგნობისთვის, რადგან ის მიტოვებული შენობის სახურავზე დაეხეტებოდა.
1986 წლის 1 სექტემბერს გადავიდა თავის პირველ სახლში და მარტო ცხოვრობდა. ქირის გადასახდელად კი სკოლის მეეზოვედ მუშაობდა. მას ისევ სტანჯავდა ტკივილები, რომელსაც ნარკოტიკით- Percodan-ით იყუჩებდა, და 1986 წელს ის უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი გახდა.
ამავე დროს, ის ბევრს კითხულობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში. ვაშინგტონი, 1987 წ. კურტ კობეინი და კრის ნოვოსელიჩი აყალიბებენ ჯგუფ "ნირვანას".
კურტი უკვე თავის მეგობარ გოგონა, ტრეისი მარანდერთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მას მიუძღვნა კობეინმა სიმღერა "about a girl".
მაგრამ 1990წ. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
კურტის შემდეგი შეყვარებული ტობი ვეილი იყო, BIKINI KILL- ის დრამერი. ტობიმ ის ძალიან მალე მიატოვა. 1992 წლის თებერვალი კურტ კობეინმა მანქანის საბარგულზე საღებავებით დააწერა "god is gay" და მთელი ქალაქი შემოიარა. აბერდინის პოლიციამ ნახა ეს, ოქმი შეადგინა და კურტი კვლავ დააპატიმრეს. ადვოკატთან ინტერვიუში მან თქვა: "სულით ცისფერი ვარ, და შეიძლებოდა ბისექსუალიც ვყოფილიყავი. მაგრამ მე ვიქორწინე და ყველაზე მეტად კორტნი მიზიდავს. მას რომ არ შევხვედროდი, ალბათ ბისექსუალი ვიქნებოდი" კურტმა, როდესაც 15 წლის იყო, ბიძისგან საჩუქრად მიიღო თავისი პირველი გიტარა. ამის შემდეგ სულ ცდილობდა ბენდის შექმნას მეგობრებთან ერთად, უკრავდა AC/DC- ისა და Led zeppelin-ის სიმღერებს. მაგრამ თითქმის ყოველთვის ის მარტო რჩებოდა, რადგან არცერთ მის მეგობარს არ აღმოაჩნდა საკმარისი მუსიკალური ნიჭი.
შემდეგ კობეინი ნოვოსელიჩს შეხვდა, პანკ როკის მიმდევარს, რომელიც იმ პერიოდში ხიდის (young street) ქვეშ ცხოვრობდა. მისი დედა ქალთა სალონის მეპატრონე იყო და ნება დართო მათ სალონის ზედა ოთახში ევარჯიშათ. მოგვიანებით, თავისი ძველი ჯგუფის, Fecal Metter-ის დემო ჩანაწერით, კურტი ცდილობდა დაერწმუნებინა კრისი, რომ შეექმნათ ბენდი. ბოლოს კრისი დათანხმდა და ასე დაიწყო "ნირვანას" შექმნა. 1989 წ. დაიწყეს დრამერის ძებნა. ბევრი ნახეს მაგრამ არჩევანი ჩად ჩენინგზე შეაჩერეს. და ამავე წელს გამოუშვეს ალბომი "Bleach". კობეინი უკმაყოფილო იყო ჩენინგის სტილით, ამიტომ ის დეივ გროულით შეცვალეს.
1991წ. "ნირვანამ" გამოუშვა ახალი ალბომი "Nevermind", რომელმაც არნახული პოპულარობა შესძინა ჯგუფის წევრებს. კურტი ცდილობდა "ნირვანას" ასეთი წარმატება შეეჩერებინა, რადგან მედიამ საშინლად მოაბეზრა მას თავი. ჟურნალისტები, პაპარაცები,... საკუთარ თავს ფრანგ ფერმერს ადარებდა.
1992 წლის 24 თებერვალს კურტ კობეინი და კორტნი ლავი დაქორწინდნენ ჰავაიში.
1993 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ფრენსის კობეინი.
თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კურტმა დეპრესიებთან, ქრონიკულ ბრონხიტთან და ინტენსიურ ფიზიკურ ტკივილთან ბრძოლაში გაატარა.
კობეინმა უთხრა მაიკლ ეზერადს, რომელიც მის ბიოგრაფიას წერდა: "არავის უთქვამს ჩემთვის რომ უნდა შევჩერებულიყავი. მეც არ ვზრუნავდი საკუთარ თავზე. მათ ეს საქმე ხელობად ჰქონდათ უკვე გადაქცეული, მაგრამ ამავე დროს, არაფერი იცოდნენ მასზე. ყოველ წამს თითო ნაბიჯს ვდგავდი სიკვდილისკენ."
1992 წელს კურტმა პირველად სცადა მკურნალობა, მას შემდეგ რაც გაიგო რომ მამა გახდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ, "ნირვანა" ტურნეს აწყობს ავსტრალიაში.
ამ ტურნეს დროს კურტ კობეინი ღონე გამოცლილი იყო, მაგრამ ფანები ვერაფერს ამჩნევდნენ. 1994 წელი
4 მარტს კორტნიმ კობეინი ზედმეტი დოზისგან გონებადაკარგული იპოვა. კურტი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. რამდენიმე დღე უგონოდ იყო. საავადმყოფოში 5 დღე გაატარა, შემდეგ კი სიეტლში დაბრუნდა. კორტნი ლავმა თქვა, რომ ეს იყო მისი პირველი თვითმკვლელობის მცდელობა.
18 მარტს კორტნიმ პოლიციას დაურეკა და უთხრა, რომ კურტი ოთახში ჩაიკეტა იარაღით და თავის მოკვლას აპირებდა. როცა პოლიცია მოვიდა, მათ კობეინი მთვრალი იპოვეს ოთახში.
30 მარტს კობეინი შევიდა გამოსასწორებელ ცენტრში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია).
1 აპრილს ფრენსისის ერთ-ერთმა ძიძამ მიიყვანა გოგონა და უფლება მისცა კურტს, შვილთან ერთად გაეტარებინა ერთი საათი. იმ ღამეს კურტი გადაცოცდა 6 ფუტი სიმაღლის გალავანზე და გამოიქცა. ის ტაქსით მივიდა აეროპორტამდე და გადაფრინდა სიეტლში.
რამდენიმე დღის განმავლობაში კურტი დაეხეტებოდა სიეტლის გარშემო ჭუჭყიანი, დალაქავებული ტანსაცმლით. მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ მასზე.
8 აპრილს კობეინის გვამი აღმოაჩინეს საკუჭნაო ოთახში გარაჟის ზემოთ.
ის უკვე სამი დღის მკვდარი იყო... კურტ კობეინის სხეულს კრემაცია გაუკეთეს. ფერფლის ერთი მესამედი მიმოფანტეს ტიბეტურ ბუდისტურ მონასტერში, ნიუ-იორკში. მეორე მესამედი მდინარე ვიშკაში ჩაყარეს და დანარჩენი კორტნი ლავის მფლობელობაში გადავიდა.
This post has been edited by Overlord667 on 13 Apr 2010, 11:11
|