ჩვენ ყველას გვაწუხებს (ბევრს მაინც) საქართველო და მისი ბედი.
აქ, ამ ფორუმზე, ხშირია კამათები და დისპუტები, შუღლში გადამავალი დაპირისპირებები, გესლიანი ხუმრობები და არც უხამსი გინების ნაკლებობაა.
აქ ყოველდღიური მოვლენაა ხესისუფალთა მეხოტბეთა და მთავრობის შემრისხველთA ჯახი.
ხელისუფლებისა რომელსაც ლამის 100% მისცა თAვის ხმა არჩევნებში --- და აი ახლა სულ რამდენიმე წელიწადში ეს არნახული მხარდაჭერა და ომახიანი მიშა! მიშა! - თითქოსდა ქარმა წაიღო და ამ შეძახილებიდან მხოლდ და მხოლოდ შორიდან მომავალი ექო გიასმის.
და მანც რაშია საქმე?
მინდა ვთქვა რომ აქ საქმე უფრო დიდ რამეშია ვიდრე რომელიმე კონკრეტული შეცდომა ან თუნდაც შეცდომათა რიგი - რომელიმე კონკრეტული რეფორმის ჩავარდნა ან ფუჭად დახარჯული სახელმლწიფო სახსრები.
მე მგონია რომ არა, უფრო სხვა რამეშია. მოგეხსენებათ რომ ხელოვნებაშიც განასაკუთრებით და სხვაგანაც უდიდესი მინიშვნელობა აქვს დეტეალებს და ასეთ დეტალზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.
დეტალზე რომელიც ახლახან გამოქვყნებულ ვ. მერაფიშვილის ინტერვიუში ითქვა --- ყველა აღშფოთDა 50,000$ შეთავაზებულ დოლარზე გაგანია ომის დროს , და ასშ. , მაგრამ მან თქვა ერთი რამ რაც ყველამ ისე მიიღო როგორც ნორმა, და ეს მისი სიტყვები, შვილმა გაბაშვლიმაც გაიმეორე მეორე დღეს რუსტAივი 2 ის ეთEრში.
ეს სიტყვები განხადდა როგორც პრაქტიკულად ხესისუფლების პოზიცია -რაც გამოიხატა ძაან ლაკონურად --- რომ არსებობს ორი გზა და რომ ერთი არის გზა ევროპისკენ დამეროე კი გზა არსაით
1926 წელს სტამბოლში გახიზნული ქართველი პოეტი ნიკოლზ მიწიშვილი წერს თAვის ესსეს "ფიქრები საქართველოზე".... მთელი წერისლის გაცნობით არ შეგაწუხებთ მაგრამ ორიდ ციტატას კი მოვისშელიებთ.
ზოგადად უნდა ითქვს რომ წეისლი არის საკმაოდ ნიჰილისტურად მთავრდება შემდდეგი "განაჩენით"
.
"ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ ,,ერესი“-ს, მაგრამ ესაა და რა ვქნა.
საქართველო პასიური მოვლენაა.
მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).
საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე,შემოქმედების გენიასაც.
მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.
ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი ,,უშვილოსნობა”, თუ ბერწობა.
ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის.
მე მგონია ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი“... მე მეშინია რომ ეს სიტყვეიბი შეიძლება გამოდგეს როგორც საზარელი წინასწრმეტყველება დღევანდელობაზე იმ პოზიცაზე\ და კურსზე რასაც მთავრობა ჩAგვკიჟინის და რაც მერაბისVილის სიტყვებში გაცხადდა ---
თუ ჩვენ ადრე, რაკიღა ყველთვის გვიწევდა არსებობსისთვის ბრძოლა, გარკვეულ წილად გაგვაჩნდა ის ენერგიგა ჭიის როდესაც მას ფეხს აჭირებან - გამოხატული ანიტი კომუისტურ თუ სხვა ანტი დამპყრობლურ მოძრაობებში.
ახლა ეს "ენერგია ჭიის" ნელ ნელა გადაიქცევა ტკიპის ენერგიად -- მუქთAხორობის ენერგიად სხვისი წვენებით საზრდოების ენერგიად.
მიწიშვილი წერს ...
......
"მოიგონეთ დოსტოევსკის მსჯელობა ერებზე და სახელმწიფოებზე: ხომ არარაა ის ერი, რომელსაც არა ყავს და არა სწამს საკუთარი, თავისი ღმერთიო.
ეს ღმერთი ყველას ყავს, მართლა. ეს ღმერთი ყავს საფრანგეთს, რომელიც კურთხევადა სდგას მარნაზე და ელენეს კუნძულზე, ბასტილიაზე და მარსელიეზაში; ეს ღმერთი ყავს გერმანეთს(და მარტო ამ ღმერთს ეხებოდა ის შტამპი, რომელიც დაკრული ქონდა სამხედრო საგნებს ომის დროს - ,,ღმერთო, დასაჯე ინგლისიო’’); ინგლისს, რომლის ღმერთი ვენერასავით ამოდის ზღვიდან, შემდეგ იქცევა ოფელიად, რომ გაცოცხლდეს ინდოეთში...
ჩვენ ყველა ვხედავთ სკვითების ღმერთს...
და ასე ყველგან.
სხვებსაც ყავს და თუ არ ყავთ - შედიან სხვის საყდარში. ეს ღმერთები აკურთხებენ მათ პოეზიას, მათ ხელოვნებას, ასუქებენ და ანავარდებენ მას." მიწიშვილს თუ ჩვენი ღმეთის დანახვა უბბრალოდ უჭირს დღEვანდელ რეალობაში ჩვენ იქითკენ ვისწრაფით რომ ჩვენი ღმერტი საეთოდ დავივიწყოთ და იგი რაღაც ევროპული ღმერთით შევანაცვლოთ.
ამ საქციელს საქციელს სიძვა ქვია- ღAლატი ქვია - ეს არის მონური ფსიქოლოგია.
მე მეშინია რომ ქვეყნის თავში მოკალათებული ხალხისთვის საქართველო არის უბრალოდ მასალა - მასალა რომელიც მოკლებულია შინაგან აქტივობასა და ენერგიას - რომესიც უბრალოდ ევროპულ თარგზე უნდა მოჭრას , ქოფი ფეისიტით, და მისიაც აღსრულებულია.
.არც წარსულზე ღირს დაფიქრება და თAვისუფლად შეგვიძლია ილიას ძეგლის ნაცვლათ დავDGAთ ნეპტუნის ძაგლი ბათუმში.
ვფიქრობ რომ დღეს ბევრად უფრო მართAბულდ ჟღერს მიწიშვილის მძიმე სიტყვები რომ:
.
"მე არ მინდა უარვყო საქართველო წარსულში და მომავალში. მაგრამ ესე ხდება ეს. თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში - საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია,ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში - ეს თქვენ იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს.
და ჩვენც, თუ გავშლით ფრთებს - გავშლით, როგორც ეროვნული მოვლენა, თუ გავალთ ევროპაში - გავალთ, როგორც და მარტო ქართველები, რომელნიც გავიტანთ და გამოვაჩენთ საქართველოს სახებას ." ........ 1926 წლის საუკუნემ - საკმარისზე მეტი ჭეშმარიტი მწერალი და პოეტი მისცა საქართველოს.
მაგრამ დღეს ?! ინგლისურისა და კომპუტერის საუკუნეში მეც ვფიქრობ რომ " ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს.." მე ვერ ვხედავ იდეს რაც შEგაძელბინებს ჩვენ რომ ფღთEბი გავშალოთ, მე ვერ ვხედავ ეროვნულ იდეას -- შინაგან მამაოძრავებელ მუხტს. ნუთუ მხოლოდ პუტისნის გინებაა პატრიოტიზმი ? არა. ეს მუხტი წრორედ ის " ჭიის ენერგიაა რომელსაც ფეხს აჭირებენ "
ამიტომაც ვთვლი და გამოვთქვამ რომ სანამ არ გამოჩნდება კვალვავ ეს იდეა, არ გაცხადდება იგი, არ იქნება შესისხლხორცებული ყველა ჩვენგანის მიერ, მანამდე საქრთველოს ემსგავსება დამთვრალ მგზავრს რომელსაც გზა დკარგვია და ვერAც კი იხსენებს თუ სად მიდიოდა და რისთვის მიდოოდა.
პ.ს
http://lib.ge/body_text.php?5241 This post has been edited by namo on 15 Apr 2010, 15:30