საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ივნისში გასამართი ამხაბაგური მატჩების ბილეთების გაყიდვა იწყება.
ჩვენი გუნდი 5 ივნისს, თბილისში, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისში, საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თამაშამდე ერთი თვით ადრე,5 მაისს, ხოლო ქუთაისში დაგეგმილი საქართველო - კაბო-ვერდეს შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია8 მაისსდაიწყება.ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 30, 50 და 70 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენის დროსაუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
https://lagazzetta.ge/news/saqartvelos-nakr...gayidva-itsyeba This post has been edited by rachveli1 on 2 May 2025, 19:57