Valencia Club de Fútbol 2010 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 92 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც. …და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia Foot Ball Club. გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა. გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი. მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი). [ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის- დიდი ისტორია. ზედმეტსახელები: ღამურები(Murciélagos), მერენგოთები(Merengots), შავთეთრები(Blanquinegros). Los Ches. Xotas და უბრალოდ Valencianistas. ღამურა ვალენსიას გარდა კიდევ რამოდენიმე გუნდის ლოგოზეა გამოსახული,თუმცა ამ ზედმეტსახელს მხოლოდ ვალენსიელები ატარებენ. ღამურა არა მხოლოდ გუნდის-მთელი ვალენსიას ავტონომიის ლოგოსაც ამშვენებს,მის გამოჩენას ავტონომიის ლოგოზე კი იმ ღამურას უნდა ვუმადლოდეთ,რომელიც შუაგულ ბრძოლაში მუზარადზე დააჯდა მეფე ხაუმე პირველს,გააწევინა თავი სხვა მიმართულებით, მეფეს ასცდა მისთვის თავში დამიზნებული შხამიანი ისარი. ეს ერთგვარ ნიშნად მიიღო ხაუმემ ღმერთისგან. მეფემ მოიგო ვალენსიასათვის გაჩაღებული ბრძოლა და ბრძანა გერბზე ღამურა ყოფილიყო გამოსახული.
Los Ches -იქაურ დიალექტზე "ბიჭს", "ძმაკაცს" "მეგობარს" ნიშნავს.
Xotas -ანუ თხები.ამბობენ ეს ზედმეტსახელი ვალენსიელებს მათმა მოსისხლე მტრებმა-ლევანტელებმა დაარქვეს ბრაზის ამოსანთხევად.საქმე იმაშია,რომ ვალენსიას პირველ სტადიონს,აწ უკვე აღარარსებულ ალჯიროსზე,სანამ სტადიონს გააშენებდნენ თხების საძოვრები იყო.
Blanquinegros -გუნდის ეკიპირებიდან გამომდინარე.
საშინაო მატჩებს ატარებს ”მესტალიას” სტადიონზე, რომელიც იტევს 53.311 გულშემატკივარს რამონ ლიორენტე ის პრეზიდენტია,რომლის ხელმოწერაცაა ვალენსიასთვის მესტალიას მიწების შეძენის ხელშეკრულებაზე. სტადიონი 316,439 პესეტა დაჯდა,რაც იმ დროისათვის გაუგონარი თანხა იყო,ვალენსიელებს ყველაზე ძვირფასი და ყველაზე გამართული სტადიონი ჰქონდათ სახელად მესტალია. მის დაპროექტებასა და მშენებლობას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ასევე ვალენსიელები ფრანსისკო ალმენარი(ვალენსიას მომავალი პრეზიდენტი) და რამონ ფერე(ასევე ვგუნდის ერთერთი ხელმძღვანელთაგანი). ტევადობა 7 ათასიდან 17 ათასამდე გაიზარდა. 1923 წელს მესტალია მზად იყო გამხდარიყო ყველა ღამურის თავშესაფარი.20 მაისს პირველი თამაში გაიმართა მესტალიაზე,მოწინააღმდეგე ვალენსიელთა მოსისხლე მტერი-ლევანტე იყო.თამაში 1-0 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.მესტალიაზე პირველი გოლის გატანის პატივი წილად მონტესს ხვდა.
2010 წელს იგეგმება ახალი,ნოუ მესტალიას მშენებლობის დასრულება.იგი დაიტევს 75000 გულშემატკივარს და მინიჭებული აქვს ფიფასგან ხუთი ვარსკვლავი. Valencia 2009/2010 პრეზიდენტი : მანუელ ლიორენტე მარტინი
სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი-უნაი ემერი მეორე მწვრთნელი-ხუან კარლოს კარსედო
მეკარეების მწვრთნელი-ხოსე მანუელ ოჩოტორენა
ფიზ.მომზადების მწვრთნელი-პაკო აიესტარანი
გუნდი: 1.
სესარ სანჩეს დომინგესი(gk)
2.
ბრუნო სალტორ გრაუ
3.ედვიგეს მარტინეს
მადურო [ჰოლანდია]
4.
დავიდ ნავარო პედროსი
5.
კარლოს მარჩენა ლოპესი
(კაპიტანი) 6.
დავიდ ალბელდა ალიკესი
7.
დავიდ ვილია სანჩესი (ვიცე კაპიტანი)
8.
რუბენ ბარახა ვეგასი
9.ნიკოლა
ჟიგიჩი [სერბეთი]
10.ხუან მანუელ
მატა გარსია
11.ასიერ
დელ ორნო კოსგაია
13. მიგელ ანხელ
მოია რუმბო (gk)
14.
ვისენტე როდრიგეს გულიენი
15.
ანხელ დეალბერტ იბანიესი
16. ნიკოლას ლადისლაო ფედორ ფლორესი
"მიკუ" [ვენესუელა]
17.
ხოაკინ სანჩეს როდრიგესი
18. მანუელ ენრიკეს ტავარეს
ფერნანდეში [პორტუგალია]
19.
პაბლო ერნანდეს დომინგესი
20.
ალექსის რუანო დელგადო
21.დავიდ ხოსუე ხიმენეს
სილვა 22.ჟერემი
მატიე [საფრანგეთი]
23.ლუიშ
მიგელ ბრიტო გარსია მონტერო[პორტუგალია]
24.
ევერ მაქსიმილიანო დავიდ ბანეგა [არგენტინა]
25.იგნასიო მარია გონსალეს გატი
"ნაჩო" [ურუგვაი]
28.
ხორდი ალბა რამოსი
30.მიგელ ალფონსო ერერო ხავალოიასი
"მიჩელი" 31. ალეხანდრო "ჩორი"დომინგესი [არგენტინა]
არდენდით გასხვისებული ფეხბურთელები: რენანი-ხერესი
გუაიტა-რეკრეატივო
ჩიმო ნავარო-ელჩე
ტიაგო კარლეტო-ელჩე
სანი-რეალ ბეტისი
უგო ვიანა-ბრაგა
აარონ ნიგუესი-სელტა დე ვიგო
პრეზიდენტები: 1919-1921 აქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი
1922-ალფრედო პონსე
1922ფრანსისკო ვიდალ მუნიოსი
1922-1924 რამონ ლეორანტე რიბერა
1924-პაბლო ვერდეგერ კომესი
1924-1925- ფრანსისკო რომეუ სარანდიეტა
1925-1929-ფრანსისკო პასკუალ კიპისი
1929-1932-ხუან ხიმენეს კანოვასი
1932-1933-მანუელ გარსია დელ მორალი
1933-1935-ალფრედო როიო სორიანო
1935-1936-ფრანსისკო ალმენარ კინსა
1936-1940-ხუან კასანოვა ხინერი
1940-ალფრედო ხიმენეს ბუესა
1940-1959ლუის კასანოვა ხინერი
1959-1961-ვისენტე იბორა ხილი
1961-1973- ხულიო დე მიგელი და მარტინეს დე ბუხანდა
1973-1975-ფრანსისკო როს კასარესი
1975-1976-ალფრედო კორალ სერვერა
1976-1983-ხოსე რამოს კოსტა
1983-1986-ხოსე რამოს კოსტა
1986-პედრო კორტეს გარსია
1986-1993-არტურო ტუსონ ხილი
1993-1994-მელჩორ ოის პერესი
1994-1997--ფრანსისკო როიგ ალფონსო
1997-2001-პედრო კორტეს გარსია
2001-2004-ხაიმე ორტი რუისი
2004-2008-ხუან ბაუტისტა სოლერი
2009-ვისენტე სორიანო
2009- ? მანუელ ლიორენტე
ლუის კასანოვას ვალენსია სამოქალაქო ომის შემდგომ, მთელი ესპანეთი ახალ რეალობას ეგუებოდა.იყო ეს საჭირო თუ არა, სამხედროები ყველგან ცხვირს ჰყოფდნენ და განსაკუთრებით იმაში-რაც იზიდავს ხალხს,გამონაკლისი არც ფეხბურთი იყო. გენერალი ფრანკო დიდად არ ყოფილა შეყვარებული ვალენსიაზე,თუმცა მის ანტიპატიას დიდი გავლენა არ მოუხდენია გუნდის განვითარებაზე.
გუნდის პრეზიდენტად დანიშნული ესპანელი სამხედრო მაღალჩინოსანი-ალფრედო ხიმენესი 1940 წელს,სამხედრო საქმეთა გამო, იძულებული გახდა პრეზიდენტის სავარძელი ლუის კასანოვასთვის დაეთმო. აქედან იწყება გუნდის ისტორიაში ალბათ ერთერთ ღირსშესანიშნავი პერიოდი. ლუის კასანოვა გახდება ის ადამიანი,რომლის ხელმძღვანელობითაც ვალენსია ბევრს მიაღწევს.ყველაფერი კი ლუისმა მცირედით დაიწყო.პირეველი რაც ახალმა პრეზიდენტმა გააკეთა–გუნდის სახელი გადაუკეთა, el Valencia Foot-Ball Club შეცვალა Valencia Club de Fútbol–ად. გუნდი, მისი სახელგანთქმული ელექტრონული თავდასხმის ხაზით (ეპი, ამადეო, მუნდო, ასენსი და გოსტორიტსა) კოპა ხენერალისმოს თასს მოიპოვებს მისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს . აქედან უკვე ვალენსიას ოქროს ერა იწყება. იმავე სეზონზე ვალენსიამ პრიმერა მესამე ადგილზე დაასრულა. აქამდე ასე მაღლა ვალენსია არასოდეს არ ყოფილა (მხოლოდ ატლეტიკოსა და ატლეტიკს ჩამორჩა) კოპა ხენერალისმოზე კი ნამდვილ სასწაულებს ჩადიოდნენ. ბილბაო,სევილია,სელტა და ბოლოს ფინალში ესპანიოლი გაანადგურეს. ამბობენ,რომ გენერალი ფრანკო თავის სიბრაზეს ვერ მალავდა, როდესაც თასს ვალენსიელთა კაპიტანს - ხუან რამონს გადასცემდა. ქალაქში დაბრუნებულ გუნდს ,მთელი ვალენსია ქუჩაში გამოსული დახვდა, თასი ქალაქის მერს გადასცეს და ყველანი ერთად ,ერიც და ბერიც, გულშემატკივრები, ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც დაიძრნენ საკათედრო ტაძრისაკენ დესემპარადოსში.ეს იყო პერიოდი,როდესაც ვალენსიელები დიდი სიამაყით ახდენდნენ დემონსტრირებას მათს გულზე გამოსახული ღამურისა.
ლუის კასანოვა ხინერი გარდაიცვალა 1990 წელს ვალენსიაში,90 წლის ასაკში. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, თავად ითხოვა, რომ ვალენსიას სტადიონი,რომელიც ესტადიო ლუის კასანოვად იწოდებოდა, კვლავ ძველი სახელი–მესტალია დაბრუნებოდა.
სახელგანთქმული მოთამაშეები არტურო მონტესინოსი(მონტესი), ედუარდო კუბელსი, ეპი, ედმუნდო პერესი(მუნდო), იგნასიო ეისეგირე, ანტონიო პუჩადესი, ფუენტესი, ვალდო მაჩადო, ხუან კარლოს კინკოსესი, ფაას ვილკესი, მანოლო მესტრე, ხუან კრუს სოლი,სალიფ კეიტა, ჯონი რეპი, რიკარდო არიასი ,მარიო კემპესი, ტენდილიო, ფერნანდო მორენა, ოჩოტორენა,მიატოვიჩი, ლუბო პენევი, გაისკა მენდიეტა, რომარიო, კლაუდიო ლოპესი, ხერარდი, რობერტო ფაბიან აიალა, სანტიაგო კანისარესი, პაბლო სეზარ აიმარი, დავიდ ალბელდა, რუბენ ბარახა, ვისენტე როდრიგესი, დავიდ ვილია სანჩესი.
მონტესისტები და კუბელისტები ხალხი ნელნელა შეეჩვია ახალ გუნდს, დაიწყეს მის მატჩებზე სიარული. გუნდით დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა ოციან წლებში,როდესაც ვალენსიას შემადგენლობაში თამაშობდნენ მონტესი და კუბელსი. მათი დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ გულშემატკივრები გაყოფილნი იყვნენ მონტესისტებად და კუბელსისტებად.
კუბელსი იყო ფეხბურთელი, რომელმაც კასტელიონთან მატჩში გაიტანა გამარჯვების და პირველი გოლი მესტალიაზე. იყო პირველი წარმომადგენელი ვალენსიისა ესპანეთის ნაკრებში და პროვინციიდან მოწვეული მეორე ფეხბურთელი (ბარსელონელი ავგუსტინ სანჩოს შემდეგ).შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრების სიყვარულისა და ყურადღებით განებივრებული ფეხბურთელი იყო.
1920-21 წლების სეზონი ერთგვარი ტრაგედიით დაიწყო.გუნდის ლიდერი - კუბელსი გადავიდა სევილიაში. მისი ჩანაცვლება ხელმძღვანელობამ არტურო მონტესინოსით“მონტესით“ მოახდინა.ლევანტეს ჩემპიონატში ვალენსიას მიერ გატანილი 16 გოლიდან რვა მონტესის ანგარიშზე იყო. ბრაზისგან გამწვანებული კუბელსი სევილიიდან ადევნებდა მონტესს თვალს.და ბოლოს დაუყოვნებლივ დაბრუნდა ვალენსიაში, რომ მონტესისთვის მიეჩინა ადგილი. აქ დაიწყო ნამდვილი დაპირისპირება ამ ორი ფეხბურთელისა და გულშემატკივართა არმიის ორად გაყოფა, თუმცა ეს დაპირისპირება ყველაზე მეტად ვალენსიას წაადგა, ისინი ხომ ვალენსიას ღირსებას იცავდნენ.ამ ორმა ადამიანმა,ჩაუყარა საფუძველი მოვლენას,რომელსაც მოგვიანებით გულშემატკივრები-ვალენსიანიზმს უწოდებენ.
ტიტულები: COPA DEL REY 1940/1941 CAMPEON DE LIGA 1941/42 CAMPEON DE LIGA 1943/44 CAMPEON DE LIGA 1946/47 COPA DEL REY 1948/1949 COPA DEL REY 1953/1954 COPA DE FERIAS (UEFA) 1961/62 COPA DE FERIAS (UEFA) 1962/63 COPA DEL REY 1966/1967 CAMPEON DE LIGA 1970/71 COPA DEL REY 1978/1979 RECOPA DE EUROPA 1980/81 COPA DEL REY 1998/1999 SUPERCOPA DE ESPANA 1999 CAMPEON DE LIGA 2001/2002 COPA DE LA UEFA 2003/2004 CAMPEON DE LIGA 2003/2004 SUPERCOPA DE EUROPA 2004 COPA DEL REY 2007/08 Segunda División 1930-31 1986-87 Campeonato de Levante 1922-23, 1924-25, 1936-37 Campeonato de Valencia : 1925-26, 1926-27, 1930-31, 1931-32, 1932-33, 1933-34, 1937-38, 1939-40 Trofeo Naranja : 1961, 1962, 1970, 1975, 1978, 1979, 1980, 1983, 1984, 1988, 1989, 1991, 1993, 1994, 1996, 1998, 1999, 2001, 2002, 2006 "პიჩიჩის" მფლობელი ვალენსიელები: 1.მუნდო- 1941/42---27 გოლი 1943/44----27 გოლი
2.რიკარდო-1957-1958-----19 გოლი
3.ვალდო 1966-1967----24 გოლი
4. კემპესი 1976/77---24 გოლი 1977/78---28 გოლი
ტელმო სარას პრიზის სამგზის მფლობელია დავიდ ვილია:2005-06, 2006-07 და 2008-09 წლებში.
"სამორას" მფლობელი ვალენსიელები: ეისაგუერე -1943/44(32 გაშვებული გოლი)
ეისაგუერე-1944--/45(28 გაშვებული გოლი)
გოიო 1957/58(28 გაშვებული გოლი)
აბელარდო-1970-1971(19 გაშვებული გოლი)
მანსანედო 1978/79 (26 გაშვებული გოლი)
ოჩოტორენა 1988/89 (25 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2000/01(34 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2001/02(23 გაშვებული გოლი)
კანისარესი 2003/04(25 გაშვებული გოლი)
ვალენსია ინეტში: http://valenciacf.index.es/ წინა თემების ბმულები: Vol. 1 Vol. 2 Vol. 3 Vol. 4 Vol. 5 Vol. 6 Vol. 7 Vol. 8 Vol. 9 Vol. 10 Vol. 11 Vol. 12 Vol. 13 Vol. 14 Vol. 15 Vol. 16 Vol.17 Vol.18 Vol.19 vol.20 ¡AMUNT VALENCIANISTAS! © ჟურნალი "დიდი კლუბები"
ბლოგი el valencia en el recuerdo.
და ცოტა რამ ჩემითაც.
თემა ეძღვნება...ალბათ ლაპარაკი არც უნდა ამას ბევრი. არც დავწერ მათზე ბევრს. ვალენსიას ყველა იმ ფეხბურთელს რომელსაც უტარებია ოცდაერთნომრიანი მაისური. განსაკუთრებით კი იმ ორ ფეხბურთელს,რომლებმაც პატივად აქციეს ვალენსიას ოცდაერთნომრიანი მაისურით ასპარეზობა. პაბლო სესარ აიმარი დავიდ ხოსუე ხიმენეს სილვა პ.ს.თუ ვინმეს თავში კიდევ ჩაანათებს აზრად პოსტის თავის საიტზე გადასაკოპირებლად ,ავტორი,პოსტის ადგილსამყოფელი ან რაიმე მაგდაგვარი მაინც მიუთითეთ,სირცხვილია,უხერხულია და კიდევ უზრდელობაა თუ რა ქვია მაგას.
დაიცავით ქოფირაითი.
:მოკრძალებულისმაილი: