kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6812
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#19072590 · 16 Apr 2010, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეცხოველეობა თანდათან სულს ღაფავს
სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი დარგი - მეცხოველეობაც სულს ღაფავს. არადა ბიზნეს წრეებში ამ დარგს ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევენ. შარშან სამ კვარტალში, 2008 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შინაური ცხოველების სულადობრივი მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო შემცირდა. სტატიტსიკის ეროვნულ სამსახურს შარშანდელი მონაცემები 2010 წლის პირველი კვარტლის დასრულების შემდეგაც კი არ აქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის მესამე კვარტალში 1101,1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაფიქსირდა, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1120,4 შეადგინა. მათ შორის, ფური და კამეჩი - 539,3 ათასი (2008 წელს 579,8 ათასი), ღორი - 155,0 ათასი (2008 წელს - 160 ათასი), ცხვარი და თხა - 561,5 ათასი (2008 წელს - 664 ათასი), ფრინველი - 8864,8 ათასი (2008 წელს - 8982,2 ათასი). „მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეცხოველეობასთან განვითარების მხრივ“, - ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი. მისი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, 300 000 სულით არის შემცირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა. 600 000 სულით შემცირდა ღორის სულადობა, 300 000-ით შემცირდა ცხვრის სულადობა და 3 მლნ-ით შემცირდა ქათმის სულადობა. „ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ღონისძიებების გატარება არ იგეგმება. ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი დიდი პორბლემაა ის, რომ სახელმწიფო-ვეტერინალური სამსახური, პრაქტიკულად, არ მუშაობს. ფაქტობრივად, არცერთ სოფელს ვეტქიმი არ ჰყავს. ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა დაავადებების მხრივ. უკვე იმდენად რთული მდგომარეობაა რეგიონებში, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფოს აჩუქა გარკვეული ვაქცინა, რათა გატარებულიყო გარკვეული პრევენცია დაავადებების შესაჩერებლად, მაგრამ ამ ვაქცინის გამკეთებლებიც რომ არ აღმოგვაჩნდა, ესაა მთელი უბედურება“, - ამბობს კოღუაშვილი. ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, რომ მეცხოველეობის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. კერძოდ, შესაძლებელია ქართული ხორცის ესქპორტზე გატანაც. თუმცა, სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეცხოველეობის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი დახურულია. ამის მიზეზი ქვეყანაში ევროპაში აკრედიტებული ხარისხის ლაბორატორიის არარსებობაა. სპეციალისტთა განცხადებით, ლაბორატორიის შექმნაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საგარეო უწყებებმა უნდა იზრუნონ. ექსპერტების განცხადებით, ქართული მეცხოველეობის პროდუქცია ევროპაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. შარშან, არაბებმა საემიროებში თითქმის 300 ათასი ცხვარი წაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოში შინაური ცხოველის ასეთი მასშტაბური ექსპორტი განხორციელდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით კი, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთლიანი სულადობის 70-75 პროცენტი დაბალპროდუქტიულია. ამიტომ, სამინისტრომ ამ საკითხის გადასაჭრელად 2 წლის წინათ სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა. თუმცა, ისევე როგორც ბევრი პროგრამა, პერსპექტივა არც მას ჰქონია.აღნიშნული პროგრამის უპირველესი მიზანია, არა პირუტყვის სულადობის გაზრდა, არამედ მისი ჯიშობრივი გაუმჯობესება, რათა მოხდეს პროდუქტიულობის 2-2,5-ჯერ ზრდა. სახელმწიფო პროგრამის - „მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების“ ფარგლებში სამინისტრომ 2007 წლის ივნისში ღია ტენდერიც კი გამოაცხადა, 500 სული სანაშენე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვაზე. პროგრამის შედეგებზე კი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც მეცხოველეობის სულადობრივი მაჩვენებელი თანდათან შემცირდა.
|