#303659 · 10 Dec 2003, 22:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეს-კონფერენციაზეც არაფერი მნიშვნელოვანი არ ითქმება. შეთანხმება მიღწეული არ არის. ალბათ მოსინჯეს ნიადაგი რისი დათმობა და რა დონეზე შესაძლებელია, რისი არა. გარდა ამისა ბურჯანაძე ერთპიროვნულად ცხადია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს ასლანს ეს ესმის. ისიც იცის, რომ გარკვეული გარანტიების მისაღებად ნ.ბურჯანაძესთან საუბარი არ არის საკმარისი. ამ ეტაპზე არანაირ დეტალებზე საუბარი არ იქნება, ხოლო მას-მედიაში და "კულუარული" წყაროებიდან ათასნაირ ვერსიას და პროგნოზს მოვისმენთ, ზოგს რეალობასთან დაახლოებულს, ზოგს კი კონიუნქტურულ და პროვოკაციულს. ასლანს მშვენივრად ესმის, რომ მისი აბსოლუტურად ხისტი პოზიცია-"არა" ძალიან გაურთულებს საქმეს ტრიუმვირატს, მაგრამ მათთვის ეს კატასტროფა არ იქნება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებენ. სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ-ჩაატარებენ აჭარის მონაწილეობით თუ უაჭაროდ. აჭარას და პირადად ასლანს კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდება. ისე რომ, ასლანი შეეცდება რაც შეიძლება უფრო ძვირად გაყიდოს თავისი ლოიალობა თბილისის მიმართ და რაც მთავარია თავისი კლანური რეჟიმის შემდგომში არსებობის გარანტიებიც მიიღოს. უახლესი მომავალი უჩვენებს რა "სიღრმის" კონსენსუსს მიაღწევენ თბილისი და ბათუმი. აი, რის ფასად ეს შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგოთ, ან არც კი გავიგოთ სრული მოცულობით.
--------------------
-რამდენი წლის ხარ ბიჭი? -ხუთის -აი, მალადეც!
|