რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
15 / 04, 2010 16:23
Print
Font size: Decrease font Enlarge font
image
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს.
აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 15.00 საათიდან მიმდინარეობს.
მასში არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობს.
აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ - ხელისუფლებამ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ხვალიდან, 16 აპრილიდან დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისფულება კანონით დადგენილი წესით.
წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდარობის აქციები უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.