ბევრი ვეძებე, და გამიკვირდა, რომ პფიცნერზე თემა ვერ აღმოვაჩინე. ზემოთაც დავწერე დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ცალკე აღებული, თავისთავად, არაფრის მთქმელი. წუხელ თომას მანის წერილებს ვკითხულობდი, იქ ახსენებს პფიცნერს და მეც ამაზე გამახსენდა. ახლა რომ ვნახე, მაისში დაბადებულა და მაისშივე გარდაცვლილა. მისი სახელი პირველად 5 წლის წინ გავიგე. მაშინ ჩამიწერეს და გადმომცეს მისი ,,პალესტრინა''. კაი ხნის მერე მოვისმინე და მერე როგორც ყოველთვის, როცა რამე ძალიან მომეწონება, ვუსმენდი და ვუსმენდი.
ინტერნეტში მის ბიოგრაფიას იოლად მოიძიებთ.
თუ აქ ატვირთავთ ,,პალესტრინას'', გამეხარდება.
ესეც მისი პორტრეტი.
მიმაგრებული სურათი