#19335584 · 30 Apr 2010, 14:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა ეხება რელიგიას და მოდერაციას ვთხოვ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო ნუ დახურავენ.
საით დიდგორზე შევეჩეხე თემას სადაც ამერიკის კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატარონ ღონისძიებები ბასილ მკალავიშვილის მისამართით და ეს არ იქნებოდა უცხო რომ არ მენახა ის სია ქართველი "მამულიშვილების" ვინც ხმალამორებულები იცავენ "მრავალტანჯულ იეღოვას მოწმეებს" საკმაოდ საინტერესოა მათი მიმართვაც პრეზიდენტისადმი,
ბატონო პრეზიდენტო!
გამოვხატავთ რა დიდ კმაყოფილებას თქვენი იმ დაუვიწყარი სიტყვის გამო, რომელიც ამა წლის 12 მარტს საყოველთაო ქრისტიანული მსახურებისას წარმოთქვოთ, ამავე დროს არ შეგვიძლია არ გაუწყოთ ჩვენი გულისტკივილი, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის განელებისაკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა ვერ პოულობს სათანადო გამოძახილს, რაც თქვენი წარმოთქმული სიტყვის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ქვეყანაში სულ უფრო მზარდი რელიგიური ისტერიის ფონზე, აღარავის გაკვირვებია, როცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მკალავიშვილისა და ივანიძის საქმის უკანასკნელ მოსმენაზე მოსარჩელე მხარის – იეღოვას მოწმეების – წარმომადგენლები და მათი ადვოკატები ფიზიკურად და სულიერად შეურაცხყვეს. რელიგიური ექსტრემისტები ისევ აბსოლიტურად დაუსჯელად პარპაშებენ, რასაც კიდევ ერთი უმსგავსო ფაქტი ადასტურებს. გვსურს, თქვენი ყურადღება მათ მივაპყროთ.
4 მაისს მართლმადიდებლობისათვის მებრძოლმა ჩვენმა წრეგადასულმა მოშურნეებმა ისევ ჩაშალეს ერთ-ერთი რელიგიური დაჯგუფების იგივე მრავალტანჯული „იეღოვას მოწმეების“ შეკრება, ამჯერად ორთაშენში. 1 და 15 ივნისს თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჩაშალეს 50-იანელთა შეკრებები. იქ მყოფ ადგილობრივი პოლიციის მუშაკებს თითიც არ გაუნძრევიათ უწესრიგობის ასალაგმად. 15 ივნისს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გადაწვეს ბაბტისტური ეკლესია.
ხელისუფლება კვლავინდებურად უმოქმედოა და ფარულად თუ აშკარად აქეზებს გალაღებულ ექსტრემისტებს.
ბ-ნო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა ბოლო მოეღოს ამ თვითნებობას და შევძლოთ, სიამაყით წარმოვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში არავინ უშლის ადამიანებს ისე იწამოს ღმერთი, როგორც სინდისი უკარნახებს.
და აი სიაც 1)გია ნოდია – (სამოქალაქო მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საქართველოში – მშვიდობის, დემოკრატიის, და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი)
2)ვახუშტი კოტეტიშვილი – პროფესორი, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი. (პუტჩისტი, რედ.)
3)ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.
4)გიგა ბოკერია – თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი
5)რამაზ საყვარელიძე – თსუ და თსსუ დოცენტი.
6)მამუკა არეშიძე – კავკასიის საკითხთა ექსპერტი.
7)მიხეილ ჩაჩხუნაშვილი – ფონდი „ღია საზოგადოება“ – ექსპერტი.
8)მზექალა შანიძე – პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ- კორესპონდენტი.
9)ივლიანე ხაინდრავა – განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი
10)თამაზ ჯოლოგუა – თსუ პროფესორი.
11)პეტრე მამრაძე – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის უფროსი.
12)დეკანოზი ბასილ კობახიძე - მართლმადიდებელი ეკლესია.
13)ნაირა გელაშვილი – მწერალი „კავკასიური სახლის“ დირექტორი.
14)დავით უსუფაშვილი – იურისტი.
15)ლევან ბერძენიშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკა.
16)ელენე თევდორაძე – საქართველოს პარლამენტი.
17)მიხეილ ნანეიშვილი – საქართველოს პარლამენტი.
18)ნანა კაკაბაძე – ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის.
19)მღვდელი ზაზა თევზაძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი
ხო კინაღამ დამავიწყდა სენატორტა სიაც ბენ ნიგტორს კამბეტი, ქრისტეფორ ჯ. დოლი, გორდონ სმიტი, ჰილარი როდჰემ ქლინტონი, ჟოზეფ ლობერმანი, რობერტ ადერჰოლტი, ლუის მაქენტოჟ სლოტერი, ქრისტეფორ პ. სმიტი, სტენი პღ პოუერი, ჟოზეფ რ. პიტსი, ბენჟამენ ლ. კარდინ ვამპი, ალსი ლ. პასტინგსი, ანტონი ვაანერა.
ამით დავიწყოთ ჯერ!!!!!!!!
|