cheshire cat
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 72816
რეგისტრ.: 30-October 08
|
#18712370 · 27 Mar 2010, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. დედამიწის საათი - ასე ჰქვია აქციას, როდესაც ერთი საათით უნდა გაითიშოს ყველა ელექტრო ხელსაწყო(სასიცოცხლოდ აუცილებელი ელ.ხელსაწდა, ცხადია) მსოფლიო ობიექტები, რომლ;ებიც აქციაში მონაწილეობენ: ეიფელის კოშკი პარიზში, იესოს ქანდაკება რიოში, ბიგ-ენი ლონდონში, მშვიდობის მემორიალი ხიროსიმაში,ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში,ბოსფორის ხიდი სტამბულში. ჩაერთე შენც. გათიშე ელ.ენერგია 8იდან 9მდე. * * * Eეკოლოგია ის სფეროა, რაც საქართველოში პრობლემათა ნუსხაში არასდროს მოიხსენება. Aამ გაუგებარი და აბსტრაქტული ცნების გარეშეც თავზესაყრელად გვაქვს მოსაგვარებელი საქმეები – სიღატაკე-დასაძლევი, სამუშაო ადგილები-შესაქმენლი, ეკონომიკა ასაღორძინებელი, საქმე-ლაპარაკს ჩასანაცვლებელი.... ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. Yყველამ ვიცით. A ამ ყველაფრის მიღმა ბუნებისა და გარემოს დღევანდელი მგომარეობა, უტილიზაციისა და ნარჩენების პრობლემები, ჰაერის და სასმელი წყლის დაბინძურება, საკვები პროდუქციის უსაფრთხოება, გლობალური დათბობა და აქედან გამომდინარე მსოფლიო კლიმატის ცვლილებები განუსაზღვრელ მომავალში არსებულ საფრთხედ მიგვაჩნია. Aაი განვითარებული სამყაროსთვის საკითხის პრიორიეტულობა სადაოც არ არის. იქ საკითხი სხვაგვარად დგას – რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა სახელმწიფომ, მეტიც, დედამიწის თითოეულმა მაცხოვრებელმა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. Dაკეთებენ კიდეც. Nნაგვის სორტირება, შემდეგში კი გონივრული უტილიზაცია, ცელოფნის პარკების ნაცვლად მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთების დარიგება მსხვილ სუპერმარკეტებში, წყლის ეკონომიური მოხმარება, ბუნების და ნაკრძალი ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა – ის მინიმუმია, რაც შეუძლია გააკეთოს ადამიანს პლანეტა დედამიწის გადასარჩენად. ასეთი მიდგომა გაზვიადებულად გეჩვენებათ? B Aსულ ტყუილად. Eეკოლოგების გათვლებით, დაუყონებლივ ზომების მიღების შემთხვევაშიც კი უკვე გარდაუვალია სტიქიური უბედურებები და უმართავი პროცესები. ახლა ცოტა სტატისტიკა: კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი პანელის (IPჩჩ)- ბოლოდროინდელი მონაცემებით ადამიანის ბუნებასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგად გლობალური დათბობის პროცესი უკვე დაწყებულია. Aატმოსფერული ტემპერატურის მატება გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბის ეკოლოგიურ კატაკლიზმებს და სტიქიურ უბედურებებს. Uუკვე განაგურდა და კვლავაც მზარდად განაგრძობს გაქრობას მცენარეული საფარის ათასობით სახეობა და ცხოველები. ტყის მასივები – ატმოსფეროს ბუნებრივი გამწმენდი საშუალება – განახვრებულია. სასარგებლო წიაღისეულის 70%ზე მეტი უკვე გამოყენებულია, მარაგი – იწურება. ოზონის შრე, რომელიც კოსმიური მავნე დასხივებისგან იცავს პლანეტას მნიშვნელოვნად დაზიანებულია. Mმსოფლიო ოკეანის დონე საგრძნობლად მომატებულია. Eეს არასრული ჩამონათვალია ყველა იმ “სიკეთის” რასაც გლობალური დათბობა უქადის ჩვენს პლანეტას. ორგანიზაცია IPჩჩ-ს ოფიციალური საიტისგან მიღებულ მეცნიერულ ტერმინებს და ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გაუგებარ აღმნიშვნელებს რომ თავი დავანებოთ და მარტივად წარმოვიდგინოთ რა მოხდება – უყურეთ ამ თემაზე გადაღებულ ჰოლივუდურ ბლოქპასტერებს და გვარიანადაც დაშინდით. E ეს ყველას მოგვიხდება. Iქნებ ასე მაინც ვიგრძნოთ კარსმომდგარი საფრთხე. P მცირე წვლილს სტატიის მკითხველის დაშინებაში მეც შევიტან. შევეცდები სპეციალისტის კომენტარებით დაგარწმუნოთ, რომ პრობლემა განუსაზღვრელ მომავალში კი არა, აწმყო განგრძობით დროშია. Aალექსანდრე ეგოშინი – ბიოლოგია. იგიAავტორი და რედაქტორია სამეცნიერო პოპულარული ინტერნეტ რესურსების: Природа.შU - НаЮге.РУ FLAშHრუ.ცომ. P”პრაქტიკულად ყოველ დღე სამეცნიერო წრეებში კეთდება სულ უფრო ახალი და შემაშფოთებელი აღმოჩენები დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკულ ზღვართან ახლოს მდომი. Eეს ნიშნავს, რომ კაცობრიობამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ზომები.”
A_ ახლა ბევრს ლაპარაკობენ გლობალურ დათბობაზე. რა მოვლენაა Eეს?
_Eეს არის დედამიწის საშუალო ტემპერატურის ნელი და თანდათანობითი ზრდა. Pპროცესი უკვე დაწყებულია და ეს დადასტურებული ფაქტია. Dდედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მოპოვებული მეტეომონაცემები დამუშავებულია და მოქცეული ერთ საერთო შკალაში, რომლის მიხედვითაც მეოცე საუკუნის განმავლობაში ჰაერის საშუალო გლობალური ტემპერატურა მომატებულია ერთი გრადუსით. Eეს მნიშვნელოვანი მატებაა. შედარებისთვის გეტყვით, რომ გამყინვარების პერიოდის დაძლევა განაპირობა სხვაობამ 4 გრადუსით. Yყველაზე პესიმისტური გათვლებით, უახლოესი 50 წლის განმავლობაში, თუკი არაფერი ვიღონეთ, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება კიდევ 3-4 გრადუსით.
_ რა განაპირობებს გლობალურ დათბობას, რითია გამოწვეული ასეთი ანომალიური ზრდა?
_ მრავალი ფაქტორია განმაპირობებელი. ვულკანური გადმოფრქვევები, მსოფლიო ოკეანის საერთო მდგომარეობა, მზის აქტივობა, დედამიწის მაგნიტური ველი, ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, ეგრეთწოდებული ანთროპოგენური ფაქტორი – უდაოდ ერთერთი განმსაზღვრელი. თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად გვაძელვს იმ საბოლოო სურათს რაც ახლა გვაქვს.
_ კონკრეტულად რა ფაქტებით დასტურდება, რომ პროცესი დაწყებულია? Aამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს გლობალური დათბობა რეალურ დროში არსებულ საფრთხედ სულ არ მიაჩნია.
_ ასეთი მიდგომა არასერიოზულია. Mმეტიც, დამღუპველი. 150 წლის განმავლობაში გლობალურ ტემპერატურაზე მიმდინარეობს დოკუმენტურად აღნუსხული მონიტორინგი. შედეგი – საერთო მაჩვენებელზე 1 გრადუსით მომატებული ტემპერატურა გასული საუკუნეში. Eეს ერთი ფაქტი. Aამის გარდა არქტიკაში, ანტარქტიდასა და გრენლანდიაში მყინვარების დნობის შედეგად, რაც მომატებულმა ტემპერატურამ გამოიწვია, მსოფლიო ოკეანის დონემ მოიმატა 10-20 სანტიმეტრით, შესაძლოა მეტითაც. Kკლიმატური ცვლილებების გამო ფლორისა და ფაუნის უამრავი სახეობა უკვე გადაშენებულია. აღნუსხულია ანომალიური მეტეომონაცემებიც. თოვლი – აფრიკაში. Aდა პირიქით, უჩვეულოდ ცხელი ზამთარი ცივ რეგიონებში. ( ბატონმა ალექსანდრემ მომაწოდა დოკუმენტური ფოტოები და ცხრილები. ამ უკანასკნელებისა ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ფოტოებზე კი თვალწარმტაცად ჩანს წარსულში ყინულოვანი ტერიტორიების სრული ქრობა) ვფიქრობ საკმარისი ფაქტებია.
ცხადია, გაინტერესებთ რა ბედი ელის პლანეტა დედამიწას ეკოლოგების პროგნოზით. (ეს არც ფანტასტიკის სფეროა და არც საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენარი)M”მსოფლიო მასშტაბით შეიცვლება ამინდი. მოსალოდნელი კლიმატური კატაკლიზმებია: (ტერმინი კარგად დაიმახსოვრეთ, სიტყვა ამინდს ჩაანაცვლებს სულ მოკლე დროში. Aავტ. ) ექსტრემალურად ცხელი და ხანგრძლივი ზაფხული და აქედან გამომდინარე უდაბნოთა რიცხვის ზრდა. Pპარალელურად – კოკისპირული წვიმები და წყალდიდობები. ცოცხალი ორგანიზმების (ფლორა, ფაუნა – ადამიანი!!! ) დიდი რაოდენობით განადგურება. Iსინი უბრალოდ ვერ მოასწრებენ ახალ მეტეოპირობებთან სწრაფ ადაპტირებას. Gგარდაუვალია სასმელი წყლის დეფიციტი. Iნფექციური დაავადებების მკვეთრი ზრდა…” Kკიდევ გავაგრძელო? Mმგონი საკმარისია. M მხოლოდ ახლაღა გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უახლესი კომპიუტერული პროგრამებით მიღებული მოდელია. 50% ალბათობით. ალბათობაზე გამახსენდა. თავის დროზე ალბათობის თეორიაც, მიზიდულობის კანონიც, დედამიწის კვერცხისებური ფორმაც და მისი ბრუნვაც მზის გარშემო სადაო და ძნელადმისაღები ჰიპოთეზები იყო წამყვანი სამეცნიერო წრეებისთვის. მეცნიერთა და მკვლევართა ნაწილი გლობალური დათბობას დღესაც განიხილავს, როგორც ჰიპოთეზას, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. სხვები ალექსანდრე ეგოშინის მსგავსად მეტი სიფრთხილით ეკიდებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს. Vინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია – ცნობილი სენტენციაა. Hჰოდა შეიარაღდით. ცოტა დაშინდით. დღესვე იზრუნეთ ხვალეზე და განუსაზღვრელი მომავალიც აღარ იქნება ისეთი სტიქიური და კოშმარული, როგორც ამას კომპიუტერული და ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალური 50% ალბათობა ან ამერიკული ბლოკპასტერები გვპირდებიან. * * * უი უზუსტობებისთვის ბოდიში. კონვერტ.გე-ზე არ გავატარე და შედეგიც სახეზეა.
--------------------
http://www.shokoladi.ge/blog/163
|