#19260093 · 26 Apr 2010, 17:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადაფორმება (მესაკუთრის შეცვლა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.) სარეგისტრაციო სამსახურში აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი (აქტი იბეჭდება ადგილზე); დ) ერთობლივი განცხადება; ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები: 1. სანომრე ნიშნის საფასური 28 ლარი - კოდი 006; 2. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 26 ლარი – კოდი 005. შენიშვნა: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაჩქარებული წესით რეგისტრაციისათვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური 80 ლარი - კოდზე I 18
--------------------
გაუქმებულია :)
|