http://www.utro.ru/articles/2010/04/19/888840.shtml"რუსებო გაეთრიეთ" ზუსტად ამ ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ საბრძოლოდ განწყობილი ყირგიზები. თავიდან მათ სცადეს ბიშკეკთან ახლოს 700 ჰექტარი მიწის მითვისება, მაგრამ მფლობელებისგან წინააღგმდეგობას წააწყდნენ და ამიტომ დედაქალაქისკენ გაეშურნენ.
დაჯგუფების წევრების რაოდენობამ 2000 ადამიანს მიაღწია, ისინი სახლებში უვარდებიან და გარეთ ყრიან ყველა არაყირგიზს და ამით აღადგენენ მათი შეხედულებით "სამართლიანობას"
ყველაზე მეტი მოხვდათ რუსებს და თურქებს, როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, დედაქალაქის მიმდებარე სოფლებში იყო მცდელობა სახლებში შეჭრის და ძალით დაკავებისა. გზაზე ქვებს ისვრიან და ანადგურებენ ყველაფერს რაც შეხვდებათ, ზოგი ცნობის მიხედვით, ორი ადამიანი დაიღუპა შეტაკებებისას.
ჯგუფი მოგვიანებით მთავრობის შენობას მიადგა და შეჭრა სცადა, თუმცა სპეცრაზმმა ხელი შეუშალა. დაახლოებით 3 საათისთვის დაჯგუფებამ დაშლა დაიწყო.
რუსებზე თავდასხმები უკვე რევოლუციის დღიდან დაიწყო, იყო შეჭრები ოფისებში, საცხოვრებელ სახლებში, დარბევა რუსული კომპანიების და სხვ.
გასულ კვირას მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, ახალგაზრდა ყირგიზები დადიოდნენ სხვადასხვა ეზოებში და ითხოვდნენ რომ "რუსები წასულიყვნენ მათი მიწებიდან" ისინი ირწმუნებიან რომ თავადსხმები მაშინვე დაიწყება, როგორც კი "დრუჟინიკები" გავლენ, დაფიქსირდა შემთხვევა როცა რუსები ჩამოყარეს ავტობუსებიდან, ყვირილით: "რუსებო გაეთრიეთ"