ეს თემა გაჩნდა პოლიტიკის განყოფილებაში ქართულ როშაზე საუბრისას.
საქართველო რამდენიმე შუა საუკ. რუქაზე აღნიშნულია 5 ჯვრიანი დროშით.
ქართველები ქრისტეს საფლავის მცველები იყვნენ (ერტერთი ცხადია)
"წმ იოანეს მონასტერი აღდგომის კარიბჭის მახლობლად. ის ამჟამად ქართველებისაა"(მე-7 საუკ.)
"1050წ. გოლგოთის ნაწილი მიიღო ქართველთა მეფემ ბაგრატ კურაპალატმა, რომელმაც იქ ქართველი ეპისკოპოსი დანიშნა"
1200-1308: "..ვინაიდან ქართველნი ძალიან ბევრინი იყვნენ ჩვენგან მიიღეს წმ. იაკობის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის, წმ. ტევდორეს, წმ.დემეტრეს, წმ. თეკლას, წმ. ეკატერინეს მონასტრები, ხოლო 1308 წელს--გოლგოთა
"
1335წ.: "ნუბიელთა სამლოცველოს ახლოს (წმ. საფლავის ეკლესიაში)) არის ქართველთა მეორე სამლოცველოც."
1347წ: "ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის გეკლესიის ასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი"
1366წ:"კვიპროსის მეფემ სომეხმა პეტრე ლუსინინმა დაიპყრო ალექსანდრია, რომელიც ეგვიპტეშია, დადახოცა იქ მცხოვრები ყველა
მაჰმადიანი და სარკინოზი. მისი წარმატების გამო სომხები იერუსალიმში გათავხედდნენ. მოქრტამეს ისინი, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა, გოლგოტას დაეპატრონენ და მოახერხეს მისი შენარჩუნება რამდენიმე წლით"
1370წ: ""ღვთისმშობლის ეკლესიაში წმ. საფლავის მარჯვნივ დგას იბერიელთა საკურთხეველი.....
.... წმინდა საფლავის ეკლესიაში, საფლავში სადაც სამი ჯვარი აღმოჩნდა, ოცდაცხრა საფეხური ეშვება დაბლა და ძირში დგას ქვის დიდი სვეტი,
საიდანაც მუდმივად ცვარი მოჟონავს, წმ. საკურთხეველი აქ იბერიელებს ეკუთვნით. კიდევ ათი საფეხურით დაბლა არის ადგილი სადაც დედოფალმა ელენემ სამი ცხედარი აღმოჩინა. აქაც იბერიელტა საკურთხეველია" (აქ საუბარია კონსტ. დიდის დედაზე)
"გოლგოთას ძირში ქართველტა სამლოცველოა, ხოლო გოლგოთაზე სომხები სწირავენ"
1391წ: "ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე სადაც ადამის ტავის ქალა ძევს. გოლგოთას ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება.
ფრანკები თავის წირვებს ქართველთა შემდეგ ასრულებე"
"ღვთისმშობლის წმინდა საფლავზე (გეთსიმანია) წირვას ქართველები აღასრულებენ"
XIV საუკუნის დასასრული:
"გოლგოთის მტა იბერიელებს ეკუთვნის"
1389-1405წ:
"ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის Mტაზე....მათ შემდეგ წირვას ასრულებენ ვენეციელები. გოლგოთის მთის ძირში იბერიელტა მიწაა,
სადაც იბერიელები ტავიანთ წირვას ასრულებენ."
"გეთსიმანიაში, ღვთისმშობლის წმინდა საფლავზე, მარჯვენა მხარეს, ქართველები ასრულებენ თავიანთ წირვას."
1422 "გოტფრიდ ბულონელის საფლავი ქართველტა სამლოცველოშია"
1440წ:"მარიამ მაგდალინელის სამლოცველო (წმ. საფლავის ეკლესიაში) ეკუთვნის ქართველებს"
1461წ:"ქართველებს აქვთ საკუთარი ანბანი. მათ ეკუთვნით საკურთხეველი გოლგოთას ქვემოთ და ადგილი სადაც ჯვარი ნახეს"(ესეც ელენე დედოფლის მიერ ჯვრის პოვნაზეა საუბარი)
1464 წ:"წმინდა ჯვარი მახვილი და სამსჭვალი აღმოჩნდა კლდის ნაპრალში. იქ დგას საკურთხეველი როემლიც ეკუთვნის სპარსეთის ქართველებს"
1479წ: "წმ. საფლავის ეკლესიაში რიან ფეხშიშველა ბერები, ბერძნები და ქართველები, რომელტაც იცნობენ ასევე "ჯორსი" სახელითაც. მათ
ეკუთვნით გოლგოთის წმინდა მტაც და აგრეთვე სანატრელი სამლოცველო გოლგოთის მთის ძირში"
1479-1480: "ქართველებს ეკუთვნით გოლგოთის მტაც, რომელიც გადაეცათ მხოლოდ 1475წელს. მათია აგრეთვე
სამლოცველოც გოლგოთის მთის ძირში, იქ სადაც კლდეში ნაპრალი გადის. ამ სამლოცველოს ღვთისმშობლისა და წმ. იოანე მახარებლის სახელი ჰქვია"
1480-1483: " წმინდა საფლავის ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი მეორე შესასვლელი ისაა, რომელსაც პატარა ეზოდან ტაძრის
პირველ ქვაბში მივყავართ. შესასვლელი ჭიშკრით იხურება და ურდულით იკეტება. ამ კარის გასაღებები ამჯამად ლათინი
მინორიტების ძმობას ეკუთვნის, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ მათ ქართველები ფლობდნენ"
წყარო: მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ"
წიგნში "მწიგნობრობა ქართული" ტ.14 (მეოთხე მეწერა..ბოდიში ტ.14. ბიბლუსის მაღაზიებშია)
პ.ს.
1. გოლგოთა და ქრისტეს საფლავი ერთი სამონასტრო კომპლექსია.
2. წლები აღნიშნავს წყაროს წელს. შეგიძლიათ თვალი გაადევნოთ ისტორიას.
3. მონაცემები გამოკრებითაა აქ მოტანილი. იხ. წიგნი.
ასევე იხ. ეს
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...a158574d4.15.fcქრისტეს საფლავის ეკლესიის გასაღები ქართველთა ხელში XV ს-ის შუა წლებამდე ყოფილა, სანამ იგი ფრანცისკანელებმა არ ჩამოართვეს. (ქრისტეს საფლავის მცირე ეკლესია იერუსალიმში აღდგომის ეკლესიის კომპლექსშია მოქცეული. ქრისტეს საფლავის ეკლესიაზე ყოველ აღდგომას ზეციდან გადმოდის ცეცხლი, რომელსაც ამჟამად იერუსალიმის პატრიარქი იღებს. XV ს-მდე კი მას ქართველი მღვდელმთავარი იღებდა.)
როცა XVI ს-ში სომხებმა აღდგომის ტაძრიდან ქართველი მღვდელმთავარი გამოაძევეს და ტაძარს თვითონ დაეპატრონენ, ზეციური ცეცხლი გადმოვიდა არა ქრისტეს საფლავის ეკლესიაში, არამედ აღდგ ომის ტაძრის შესასვლელი კარიბჭის სვეტიდან. ამჟამადაც ეს სვეტი ორადაა გაპობილი. ამ გაპობილ სვეტზე მრავალი ქართული წარწერაა მლოცველებისა. ერთ-ერთი წარწერა ასეთია გრაფიკულად გამოსახული: „ქრისტე შეიწყალე გიორგი“.
ქართველი მღვდელმთავრის გამოძევების შემდეგ, როცა ქართველებს ჩამოართვეს აღდგომის ტაძრისა და ქრისტეს საფლავის ეკლესიის კლიტეები, ცეცხლი გადმოვიდა კარიბჭის სვეტიდან იქ, სადაც იდგა ტაძრიდან გამოძევებული ქართველი ეპისკოპოსი. ზეციურ ცეცხლს ამჟამადაც ისევ მართლმადიდებლები იღებენ, კერძოდ, იერუსალიმის პატრიარქი, რადგანაც ქრისტეს საფლავის ეკლესია მის იურისდიქციაშია.*
თუმცა გრიგოლ ფერაძის მიერ მოყვანილი წყაროები უფრო მეტი ძალისაა smile.gif ...
ყურადღება მაიქციეთ ეს არაა ქართული წყაროები. წყაროებზე ინფორმაცია და შენიშვნები იხ. ზომოთდასახელებულ წიგნში
ფერაძის ნაშრომის გამოცემელი გამოკვლევასთან ერთად არის გოჩა ჯაფარიძე...
იმედია ცოტა მეტ დამატებით ინფორმაციას მოგვცემს