#25748300 · 31 May 2011, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"კავკასუს სოლარი" მზის ჰელიო სისტემები ტელ: 14 34 06
ცხელი წყალი
ცხელი წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, ზოგიერთი პროფილის საწარმოსათვის კი მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ცხელი წყლის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია და შესაბამისად ყველა ოჯახში თუ საწარმოში არის ამა თუ იმ ტიპის წყალგამაცხელებელი რომელიც უზრუნველყოფს ცივი წყლის გაცხელებას მისი შემდგომი მოხმარებისათვის.
ბუნებრივ აირზე მომუშავე თანამედროვე გათბობის ქვაბები უზრუნველყოფენ როგორც გათბობას ისე ცხელ წყალს. ოჯახის მიერ წლის განმავლობაში ბუნებრივ არიზე გადახდილი თანხის 50-60% ცხელი წყლის მისაღებად გახარჯულ ბუნებრივ აირზე მოდის. იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ სხვა ტიპის საწვავზე ან ელ. ენერგიაზე მომუშავე გამათბობელით, მაშინ მზის წყალგამაცხელებელი აუცილებელია თქვენი ოჯახისა და/ან საწარმოსათვის, რათა დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხები და მიმართოთ ისინი სხვა მიზნების მისაღწევად.
სწორად შერჩეული და დამონტაჟებული მზის წყალგამაცხელებელი სისტემა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ცხელი წყლის მიღებაზე მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარჯის 90-95% წლიურად და ამით დაიბრუნოთ თქვენს მიერ მზის წყალგამაცხელებელ სისტემაში გადახდილი თანხა 1.5 -2 წლის განმავლობაში, შემდგომში კი გქონდეთ ცხელი წყალი პრაქტიკულად უფასოდ.
მზის წყალგამაცხელებელი სისტემის მონტაჟის შედეგად თქვენ იღებთ:
1. მნიშვნელოვნად შემცირებულ ბუნებრივი აირის მოხმარებას და შესაბამისად შემცირებულ ხარჯებს; 2. ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ ცხელ წყალს პრაქტიკულად უფასოდ; 3. მზის ენერგიით გაცხელებული წყალს, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე და ფსიქიკაზე; 4. გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ გარემოს; ცხელი წყალი და გათბობა
თანამედროვე მზის წყალგამაცხელებლი სისტემები იძლევა საშუალებას ადვილად მოხდეს მათი ინტეგრაცია უკვე არსებულ გამათბობელ და გამაცხელებელ სისტმებებთან და ამით მომხმარებელმა დაზოგოს არამხოლოდ ცხელ წყალზე, არამედ გათბობაზეც. გათბობა-გაცხელების სისტემასთან ინტეგრაციის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს წლიურად 75-80% ეკონომიას.
მზის წყალგამაცხელებელი სისტემის მონტაჟის შედეგად თქვენ იღებთ:
1. მნიშვნელოვნად შემცირებულ ბუნებრივი აირის მოხმარებას და შესაბამისად შემცირებულ ხარჯებს; 2. ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ ცხელ წყალს პრაქტიკულად უფასოდ; 3. მზის ენერგიით გაცხელებული წყალს, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე და ფსიქიკაზე; 4. გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ გარემოს;
მზის სანათები
მზის სანათები საშუალებას მოგცემთ მინიმალური დანახარჯებით მიიღოთ სასურველი განათება ნებისმიერ ადგილზე: ეზოში ბაღში სკვერში ქუჩაში შენობაზე და ა.შ. მზის ავტონომიური სანათები იმუხტება მზეზე და საღამოს დადგომასთან ერთად ავტომატურად ინთება, დილას კი ავტომატურად ქრება და იწყებს დამუხტვის ახალ ციკლს. მათ მოსახმარად არ არის საჭირო არც ელ.სადენების გაყვანა არც ჩამრთველების დამონტაჟება, მათი განთავსება პრაქტკულად ყველგან არის შესაძლებელი სადაც კი არის მზე დღის განმავლობაში.
|