
The Act - გახლავთ ჰულუს ახალი ცინცხალი ანთოლოგიის ჟანრის შოუ სადაც ყველა სეზონში ნაჩვენებია ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ამერიკაში გახმაუებული კრიმინალური ამბები.
პირველი სეზონი გვიყვება ასევე ნამდვილ და შოკის მომგვრელ ამბავს რომლიც 2015 წელს მოხდა. - Gypsy Blanchard, გოგონა, რომელიც ცდილობს გაექცეს ზედმეტად მზრუნველ დედას, რომელიც აჯერებს თავის შვილს, რომ არის უნარშეზღუდული და დაავადებულია სხვადასხვა სნეულებებით. დრო გადის და დამოკიდებულება ჯიფსის და დედამისის იცვლება, როდესაც ჯიფსი ონლაინ გაცნობის საიტზე გაიცნობს უცნობ მამაკაცს...
კაი შოუა გირჩევთ. საკმაოდ საინტერესო და დაუჯერებელი ამბავია. დოკუმენტური ფილმი მქონდა ნანახი HBO -სი და ისეთი სთორია რაა... ნამდვილად უნდა გამოსულიყო ან ფილმი ან სერიები. სულ სამი ეპიზოდია გამოსული. პატრიცია არკეტი თამაშობს დედის როლს და ძაან გიჟია. ჯიფსის როლშიც მსახიობი ერთი ერთში გავს ნამდვილს.
აქ დევს ონლაინ
http://old.imovies.cc/tvseries/878370413/T...1/E01/high/rus/