სს "ტაოპრივატბანკი" ატარებს საბავშვო ნახატების კონკურსს "ჩემი მეზობელი - ტაოპრივატბანკი", ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 7 წლამდე და 8-დან 13 წლამდე ბავშვებისათვის.
კონკურსზე წარმოდგენილი ნახატი უნდა ეხებოდეს ბანკის თემატიკას და შეესაბამებოდეს კონკურსის სახელწოდებას!*ხატვის სტილი - თავისუფალი;
*ფორმატი A4;
* ნახატი შეიძლება შესრულებული იყოს ფანქრებით, ფლომასტერებით, აკვარელებით და ა.შ.
* ნახატის ფურცელზე, მარჯვენა კუთხეში, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი, ასაკი.
*ნახატის უკანა მხარეს განთავსებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: სკოლის ან ბაღის ნომერი (სადაც სწავლობს ნახატის ავტორი), სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი და მშობლების სახელი და გვარი.
* კონკურსისთვის მიიღება ნახატების ნებისმიერი რაოდენობა. წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა იყოს დედანი და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
* საკონკურსო ნამუშევრების ჩაბარება, აგრეთვე, დამატებითი ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ ტაოპრივატბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში
-----
მივესალმები მსგავს პროექტებს.ჩემი ძმისშვილი მალე "შპალიერსაც" მომიხატავს

.
პ.ს. და დიდებმა რა დავაშავეთ?