გთხოვთ, ჯერ წაიკითხოთ.
ეს ბმული უკვე დავპოსტე სხვაგან, უკაცრავად. "აკადემიკოსი" ნუკრი ქანთარია ამბობს, არჩევნებზე მივიდეთ, რათა მერე პირნათელი ვიყოთ, თუ რამე მოხდებაო. ხოლო ოპოზიციის საკმაო ნაწილი კი უფრო შორს მიდის - არჩევნებს უკვე ან ბოიკოტს უცხადებს, ან აბანძებს.
მოკლედ, სანამ ხმას მისცემდეთ, იქნებ ჯერ ინტერვიუ ჩაიკითხოთ.
ნუკრი ქანთარია: ვინც არჩევნებზე არ მივა, ის ამით “ჭექა-ქუხილს” წინასწარვე დაუჭერს მხარსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/132019.html“ქართული აკადემიის ორგანიზებით გამართული შეხვედრიდან არასამთავრობოებმა პოლიტიკურ პარტიებს მორიგი გაფრთხილება გაუგზავნეს. მოწოდება ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებისკენ, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება, საზოგადოების მაღალი აქტივობა არჩევნებზე - ეს ის, გნებავთ, დირექტივები, გნებავთ, კეთილი რჩევები, რომელთაც საზოგადოებრივი სექტორი პოლიტიკოსებსაც და ელექტორატსაც გამუდმებით აძლევს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა მერის არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაა” / რა შემთხვევაში ელოდება ნუკრი ქანთარია საზოგადოების, სისხლზე ორიენტირებული, სათადარიგო ენერგიის ამოფრქვევას.
“ძველებურად მიგვაჩნია, რომ არსებული კანდადიტებიდან შედეგების დადება მხოლოდ ალასანიას შეუძლია. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხმა არ დაკარგოს რწმენა, რომ არჩევნების გზით ამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მბჟუტავი იმედიც თუ ჩაქრა, მერე უკვე სხვა გზის ძიება იწყება, რაც ქვეყნისთვის არასახარბიელო, ხელისუფლებისთვის კი დამღუპველი იქნება... პირდაპირ ვიტყვი, ეს შეიძლება იყოს ბიშკეკის ან კაჩინსკის გზა, მაგრამ ვერ იქნება იუშენკოს გზა... ერთია ხმების დაცვა და მეორე - უმართავი პროცესები. ხმების დაცვა ცივილიზებული ქმედებებითაც შეიძლება... არ უნდა დავუშვათ, რომ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. ყველაფერი ცივილური ფორმით უნდა დაიწყოს, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს. ეს იქნება საჩივრები, ფართომასშტაბური გამოსვლები, აქციები და თუ ამანაც არ გაჭრა, მერე უკვე იმის დაკავება იწყება, რაც შენია. თუ არჩევნები მოგვპარეს, მოპარულის დაბრუნება უკვე ვალია და იმ ლიდერის მარიფათზეა დამოკიდებული, რომელსაც ხმებს წაართმევენ. ეს ყველაფერი კი, რასაკვირველია, ლეგიტიმური იქნება. ალასანია ხმის მაღალი იოგებით არ გამოირჩევა, რომ ბევრი და ხმამაღლი იყვიროს, მაგრამ ხმების მოპარვას ალბათ არც ის აპატიებს ვინმეს და ალბათ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქართული აკადემიის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია.
“თუმცა თუ პროცესები სხვა მიმართულებას შეიძენს, მას ვერც ალასანია შეაჩერებს და ვერც რომელიმე სხვა ლიდერი. მაისის ბოლოს ჩვენ ყველა ხელის შემშლელ პარტიას ვამხელთ, რათა ისინი შემდგომში მოვლენათა კატალიზატორებად არ იქცნენ. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ წინაშე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და არჩევნებზე მივიდეს, რათა ის ნაბიჯები, რომლებსაც მერე გადადგამს, გამართლებული და ლეგიტიმური იყოს...
თუ ხალხი არჩევნებზე არ მივიდა, არჩევანი უკვე თავისთავად გაკეთებული იქნება “ჭექა-ქუხილის” სასარგებლოდ. ის, ვინც არ მოვა, ავტომატურად ემხრობა შეცვლის სხვა მეთოდებს, მას სასწაულების აღარ სჯერა და გულში, თუნდაც პასიურად ეთანხმება, რომ ქვეყანაში ცვლილებები ძალისმიერად მოხდეს”, - ამბობს ნუკრი ქანთარია.
“ახლა რასაც ვიტყვი, მინდა, სწორად გამიგონ, განსაკუთრებით, “ნაცმოძრაობამ” - არჩევნების გაყალბების გარეშე, მოგების ძალაც რომ ჰქონდეთ, თავიანთი პოზიცია უნდა შეასუსტონ და ქვეყანაში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების პრეცედენტი დაუშვან. პირდაპირ ვიტყვი - ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა თბილისის არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაა. თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, უკვე ბევრი რამ იქნება მოსალოდნელი”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - “დავუშვათ, უგულავა მართლაც ყველაზე რეიტინგული კანდიდატია. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, ქვეყნის გადასარჩენად არჩევნები ოპოზიციის სასარგებლოდ გააყალბოს?” - პასუხობს:
“მათთვის ნუ იქნება მაინცდამაინც ახირება და თვითმიზანი, აუცილებლად “ნაციონალების” კანდიდატმა გაიმარჯვოს. თორემ ეს თვითმიზანი მათვე დაღუპავს. თუ ოპოზიციური კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, მაშინ ხალხი დაიჯერებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს და რაც მოხდება, იმას ერთად ვნახავთ. აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს და ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”.
გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნის - “
თუმცა, როგორც წესი, შედეგებს ქუჩაში ისინი აპროტესტებენ, ვინც არჩევნებზე არ მიდის” - საპასუხოდ ნუკრი ქანთარია განმარტავს: “ისინი შედეგებს კი არ გააპროტესტებენ, იტყვიან, ხომ ვამბობდით, ამ არჩევნებსაც არ ჰქონდა აზრიო და სხვებსაც აიყოლიებენ. მაშინ უკვე წინ წამოვლენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ. წავა ერთმანეთზე გადაბრალებები. მერე გამოხტებიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც გააღვივებენ აზრს, ხომ იცით, ეს მთავრობა ქართველს ხალხს არჩევნებს არც მომავალში მოაგებინებსო და ასეთი აზრები ქვეყანას სავალალო გზით წაიყვანს”.