სახკლი ტყეშია. კამერა ნელნელა უახლოვდება ბელეტაჟიანი სახლის შესასვლელ კარს. სახლიდან ისმის ყვირილის ხმა
მადონა - გაეთრიე და აღარ გნახოთ აქ შენ და ეგ შენი და###ვებული პადელნიკები!
გიორგი - ყოველთვის ეგეთი იყავი!
კარი იღება და შიშველი გიორგი ტანსაცმლით ხელში გამოდის თან ჩუსტს უღერებს მადონას. სიღრმეში მადონა ბობოქრობს.
მადონა - გაეთრიე აქედან!
მადონა რაღაც ნაჭერს ესვრის. გიორგი თავს დახრის და ნაჭერს იცილებს. გიორგი კარს უკნიდან საკმაოდ შელახულ პლასტმასის მანეკენს გამოთრევს, რომელსაც ზედ რაღაც ნაჭრები აქვს შემოხვეული და გარეთ გამოდის .
გიორგი - შენი დედაც მოვტყან. - მანეკენს აგინებს
მადონა კარს ფეხსაცმელს ესვრის. კარი მოჯახუნდება.
გიორგი სიბნელეში მოდის თან მანეკენს და ტანსაცმელს მოათრევს. უცბატ შეჩერდება ყველაფერს დაყრის და მექანიკურად ჯიბეებს მოისინჯავს, მაგრამ შიშველია. გაბრაზდება, მაგრამ შუა გაბრაზებში სახლის ფანჯარა გაიღება და იქიდან სიგარეტის კოლოფი და სანტებელა გამოფრინდება.
გიორგი ბუზღუნით აირებს კოლოფს, გაწმინდავს მიწისგან და სიგარეტის ღერს ამოირებს. პირველივე ნაფასზე ცას ახედავს, მერე ისევ დაიიღლიავებს თავის ნივთებს და მანეკენს თრევით მიდის, ცოტახანში ისევ გაჩერდება, ისევ რაღაც აკლია მაგრამ უიმედოთ დააპირებს გზის გაგრძელაბს რომ ფანჯარა ისევ იღება და იქიდან ბოთლი გამოფრინდება.
ბოთლი ძირს რბილად დაეცემა ბალახზე და არაყი იღვერება. გიორგი დაყრის ყველაფერს და ფოთლს ეცემა სახურავს დაახურავს.
გიორგი - უი შენი. (შე საცოდაოს ინტონაციით ისე რომ სიგარეტიც პირში უდევს)
მადონა - არ დაგაკლდეს რამე!!! მიაძახებს ფანჯრიდან და ფანჯარას მიაჯახუნებს.
დილა. გიორგის სახლის გვედზე ეზოში ნაჭრებზე (სახლს ღობე თითქმის არც აქვს, სხვა სახლები არ ჩანს) სძინავს, იქვე დგას მანეკენი რომელზეც გიორგის ტანსაცმელი კიდია (მანეკენს აცვია), ჩამწვარ შეშებს კი ბოლი ასდის.
გიორგის თავთან ცარიელი ბოთლი დგას. უცბათ ვიღაცის ფეხსაცმელი ფოთლს გაჰკრავს.
- შეიძლება ერთი წუთით შეგაწუხოთ?- ისმის კაცის ხმა
გიორგი ცალ თვალს გაახელს და უცნობს შეხედავს. ქვემოდან ზემოტ ჩანს დაბალი სათვალიანი კაცი საქაღალდით.
გააგრძელეთ

უი მეორე დასაწყისსაც დავწერ ცოტახანში

ყველამ ტითო თითო სცენა დავწეროთ და შემდეგის დასაწყისი.
მერე გადავიღოთ
This post has been edited by GROCK on 21 Apr 2010, 22:45