ალბათ იცით, რომ კოსმოსი სავსე არის როგორც მცირე ისე დიდი ზომის მეტეორიტებით... როდესაც ეს მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, იგი ძალიან ლამაზად იწვის და ქრება... მაინტერესებს ვინმეს აქედან თუ აქვს ნანახი მეტეორიტი ატმოსფეროში შემოსვლა??? ან საერთოდ ვინმეს თუ აქვს პატარა "კოსმოსური ქვა", რომელიც ატმოსფეროს გადაურჩა??? ერთი მწერდა email ზე და ნაპოვნი მეტეორიტების სურათები გამომიგზავნა... არ მახსოვს სად იპოვნა...
სანახაობას რაც შეეხება - მაქვს ნანახი მეტეორიტის ჰაერში შემოსვლა... დავწერე ადრე, მაგრამ მაინც დავწერ თავიდან...

ზაფხული იყო. მეტეორიტების წვიმის მომდევნო ღამე. მე და მამაჩემი პოლარულ ვარსკვლავზე ვლაპარაკობდით.. ხოდა გაჩვენებ რომელი არისთქო და გავტრიალდი და შევხედე ცას.... და დავინახე დიდი ცეცხლოვანი სფერო, რომელიც წარმოუდენელი სიჩქარით მოძრაობდა... მომწვანო-მოლურჯო ფერის იყო... მგონი კუდს ყვითელი ფერი ჰქონდა... რომ ვუყურებდი 1 წამიც არ იყო გასული რომ აფეთქდა და რამოდენიმე ნაწილად დაიშალა... ამ ნაწილებმაც გააგრძელეს მოძრაობა და მერე ხეს მოეფარნენ
აი დაახოებით ესეთი ტიპი იყო...

ხოდა ვისაც ნანახი აქვს ეგება აღწეროთ როგორი იყო... რა ფერებს ასხივებდა და ა.შ.
და ვისაც მეტეორიტები გაქვს ეგება სურათებიც დაყაროთ...