მოგესალმებით ყველას.
მოკლედ, ასეთი სიტუაციაა.
კომპანიაში გვყავდა მზარეულები, რომლებიც გაუშვეს იმის გამო, რომ თანამშრომლები უკმაყოფილო იქვნენ საჭმლით - ტო ლი ძალიან ცხიმიანია, ან ტომატიანი... მოიყვანეს სხვები - რომელიღაც კომპანია, რომელიც უზრუნველჰყოფს ყველაფერს (ვითომ) - როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის სადილის კეთებას, ასევე კაფეებისთვის (ორი კაფე გვაქვს) გასაყიდი პროდუქციის დამზადებას და კურირებს ყველაფერს (აქაც - ვითომ).
საუბედუროდ, თავიდანვე ეტყობოდათ, რომ დიდი პროფესიონალები არ იყვნენ, მაგრამ უნდა ნახოთ, რა საჭმელებს აკეთებენ - მსგავსი სალათები არა თუ არ გაგონილა, შესახედადაც სალაფავს უფრო გაქვს, ვიდრე საჭმელს. ამასთან, იმ დღეს ძველი ხორცით გაუკეთებიათ საჭმელი და უფროსი გაგიჟდა.
მოკლედ, ხალხი ისევ ისეთი უკმაყოფილოა.
უფროსიც საშინლად უკმაყოფილოა.
ამიტომ, ვიფიქრე, ფორუმზე, კულინარიის განყოფილებაში გეცოდინებოდათ ვინმეს ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია თავზე აიღოს სადღაც 250 კაცისთვის საკვების კეთება, 2 კაფის მართვა და რავი... ცოტა ნორმალური საჭმლის კეთება
თუ იცით ასეთი, შეგიძლიათ, დამაკავშიროთ?
დიდი მადლობა ყველას წინასწარ.