ძალიან მშნივნელოვანი
.აი მაგალითისათვის შემიძლია გიამბოთ პროქტოლოგის, დიეტოლოგის და გინეკოლოგის არც თუ უსიამოვნო გამოცდილება.
ეს ამბავი დილას დაიწყო. საერთოდ ამბავი ჯობს დილას დაიწყო, მთელი დღე წინა გაქვს. აბა წარმოიდგინეთ, ძილის წინ მუცლის გვრემა იგრძენით, გამოძინებულზე წახვალთ ექიმთან? პასუხი - გააჩნია. მე არ წავიდოდი. მაგრამ მაგალითად ჩემი მეზობელი, სვეტა, აუცილებლად წავიდოდა. რომც არ ქონდეს მუცლის გვრემა, მაინც წავიდოდა. რა იცი და რო გქონდეს? ხომ იცით ეს ჯური ადამიანების, ექიმების მოსაცდელში ათენებენ და აღამებენ, დადიან პროქტოლოგიდან დიეტოლოგთან, დიეტოლოგისაგან გინეკოლოგთან, გინეკოლოგისგან ისევ პროქტოლოგთან შეივლიან, ვინ იცის, იქნებ რენტგენზე რამე ახალი გამოჩნდა? ჯანმრთელობასთან ხუმრობა - მტრისას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადსაღებია და ყოველთვის როდესაც ჯანმრთელობაზე ზრუნავ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ. ყველაზე უსინდისო მეზობელიც კი ვერ გისაყვერდურებს უსაქმურობას. ჯანმრთელობასთან ხუმრობა ? ნი-ნი.
მაგრამ მე არ წავიდოდი, წუხანდელზე არ წავიდოდი, მაგრამ ამ დილას უკვე ჩემზე აღარ იყო დამოკიდებული. არჩევანი არ მქონდა. არაფრის გაკეთება არ შეილებოდა, მუცელი მტკიოდა. რა უნდა ქნა როცა მუცელი გტკივა? მურაბას შეჭამ? არა. ტუალეტში გახვალ? შეილება. მეორედ გახვალ? ნუ თუ არ იშლი. მესამედ?
გამოსავალი აღარ დამრჩა, მუცელი მტკიოდა და ექიმთან წავედი. იმიტომ კი არა რომ ესე გადავწყვიტე ან ესე გადაწყვეტილი იყო ან რაიმე უფრო დიდი გეგმის ნაწილი იყო ესა. არა, უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დამრჩენოდა.
- გაიხადეთ!, აჰა, ასეც ვიცოდი, ტყუილა კი არ ვერიდები ექიმებთან სიარულს. საერთოდ ტანსაცმელს ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ, უფრო ტანსაცმლის დეფიციტს ვაქცევ ყურადღებას. ანუ სიშიშვლეს. ჩვევა, вторая привычка, თორე კი არ ციოდა ან ჯარიმა კი არ იყო ამაზე. პირიქით, პროქტოლოგთან სწორედ ტანსაცმლის გახდას თხოვდნენ, მაგრამ მიუჩვეველი ვიყავი.
თან უჩვეულსა ვგრძნობ და თან სიახლეს. არ ვიცი როგორ მოვიქცე, შეილება პირდაპირ კარებში გავვარდე, ტუფლებიც კი მივატოვო, ან შეილება მოვუბრუნდე ამ პროქტოლოგს და გავაუპატიურო. თუმცა გაუპატიურებაზე მაინც თავს ვიკავებ, ათასი პრობლემა კანონთან და ათასი საზიზღრობა და საშიში ზღაპარი რაც დანაშაულზე გამიგია. დრო გადის ყოყმანში და მაძლევს განაჩენს: ბუასილი.
ამოვისუნთქე, გაირკვა ყველაფერი. სიტყვა თითქოს ნაცნობია, მაგრამ რაღაცეები მაინც დასაზუსტებელი მაქ. მე თავად არასდროს მქონია ბუასილი და არ მაქვს გამოცდილი ყველა დეტალი. ეს ცოტა მაწუხებს.
პროქტოლოგთან არა? თავ მიქნევს ექიმი, აჰა, აჰა... აბა გაიხადეთ. მეორედ უკვე, ნელ ნელა ვიღლები, გაიხადე - გავიხადე.
ღვიძლი გადიდებული მქონია. მხოლოდ ორთქლზე მომზადებული, ჩაი გამორიცხულია. ბუასილი მეორადია უფრო, აი პროსტატა კი შეილება სერიოზული იყოს.
დაღლილი მივუყვები დერეფანს. დილის გარდაუვალი გარემოებები 86 წლის ხულიგანკა ბმვ-სავით გამეცვითა და ვერ ვამჩნევ ჩავლილ წარწერებს: პროქტოლოგი, დეიტოლოგი, გინეკოლოგი...
იასამნისფერი შუქით განათებული ტუალეტი და გაპრიალებული კედლები. სტერილურ ოთახში ზოგჯერ საშოს კარები იღება და წითელი შუქის ნაკადს შემიყვება სუნი, გემო და ხმაური.
თქვენი შემთხვევა უჩვეულო არაა, განმიმარტავს ყავისფერი ზამშის კოსტიუმი. კარგი კოსტიუმია, თხელი, ყავისფერი ზამში. შეილება იაფფასიანი და უშნო იყოს, ასეთი კოსტიუმებისათვის ადვილია უშნონი იყვნენ. მაგრამ ეს არა. არა. ბატონ გინეკოლოგს თხელი დაყენებული ყავისფერი ზამშის პიჯაკი აცვია, რომელიც ფორმას ინარჩუნებს, ისევე როგორც მისი მფლობელი უჩვეულო პროცედურისას.
თქვენი გასინჯვა ერთი სიამოვნებაა, მიღიმის გინეკოლოგია და არაფერი არ მინდა. არც გაქცევა, არც გაუპატიურება. არაფერი არ მინდა. იასამნისფერ სტერილურ ტუალეტში ვართ, ყავისფერი ზამშის კოსტიუმი და შავი საღამოს კაბა წითელი საყელოთი, ძალიან ელეგანტურია. რა უნდა ვთქვა: თიაქარი და ბუასილი ვახსენო? უთქმელადაც ვგრძნობ რა უდაგილო იქნება ესა. არაფერი არაა საჭირო, არაფერი არ მინდა.
აწი რა იქნება? ვეკითხები გინეკოლოგს. სიტყვები საჭირო არაა, მენიუ ყველაფერს განმარტავს:
დასაწყისისათვის კარგია შეფის კომპლიმენტს გამდნარი ფუაგრა მივაყოლოთ, ღვინის სურნელებით გაჟღენთილი ნეკნი ძირითად კერძად და ვიკას რომ გული არ დავწყვიტოთ, კოვზით გაბზარული კრემ ბრულე. რიზლინგი - ეს უკვე ჩვევაა.
გზა:
ტუალეტიდან გზა გადის სასადილო დარბაზში, იქედან რესტორნის ნარჩენებში, შემდეგ ბიბლიოთეკაში. ეს გზა უფრო მეტია ვიდრე ბატონი სპიკას ჩამონათვალი,მასში არის განხორციელება, გარდაუვალობა და დასასრული. განსხვავებით მენიუსაგან, რომელშიც არაფერია გარდა შეფის კომპლიმენტებისა, გამდნარი ფუაგრასი და ღვინის სურნელებისა. ბატონმა სპიკამ დაამზადა ეს მენიუ. იგი თითო მენიუს ამზადებს კვირის ყოველი დღისათვის და კვირიდან კვირამდე იმეორებს მათ. თუმცა შეფის კომპლიმენტები ყოველთვის უნიკალურია, მაგრამ ეს უკვე ბატონი სპიკას სფეროა.
კერძი:
რას გავს შემწვარი გინეკოლოგის ასო?
მას აქვს მოგონების გემო, იასმანისფერი ტუალეტიდან, სასადილო დარბაზის გავლით, აშმორებული ნარჩენებისა და დამშვიდებული ბიბლიოთეკისაკენ.
მას აქვს გარდაუვალი გემო, რადგან უკვე პირველი გასინჯვისას აღარაფერი დაგვაკაყოფილებდა გარდა ამ უკანასკნელი სცენისა.
მას აქვს ყველა განვლილი სურვილის გემო, რადგან ვინღა უნდა გავაუპატიურო საკუთარი გინეკოლოგის შემდეგ?
მას აქვს დასასრულის გემო, რადგან ყველა გადაწყვეტილებები ნახსენებია და ერთადერთი გამოუცდელი კერძი - დასასრულია, ამიტომ მას გვერდს ვერ ავუვლით.
კბილებს ნელ ნელა ვასობ წვენითა და სურნელებით გაჟღენთილ ხორცს და სინათლეებთან ერთად ნელ ნელა იშლება მეხსიერება.
პროლოგი:
დილას ადრე გავიღვიძე, უჩვეულო მუცლის გვრემა მაწუხებდა. ვცადე გამეხსენებინა რა ვჭამე გუშინ, ალბათ რაღაც მძიმე იქნებოდა. წინ მთელი დღე მქონდა.
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg