საქართველო მზად არის, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას დაელაპარაკოს. თბილისის ერთადერთი წინაპირობა კრემლის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის პატივისცემაა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში რუსეთი სერიოზული დისკუსიებისთვის მზად იქნება. ამავე დროს საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ხელს მოაწერს მხოლოდ რუსეთთან და არა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.- საქართველო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არის, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლისას ვაშაძემ დაამატა, რომ „საქართველო მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, ერთის გარდა“.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო კანონმდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა.
გრიგოლ ვაშაძე ასევე ხაზს უსვამს, რომ „თბილისსა და მოსკოვს შორის კვლავაც არანაირი კონტაქტები არ არსებობს, ჟენევის დისკუსიების გამოკლებით“.
- რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. თავის მხრივ საქართველო მზად არის აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ჩვენ მოლაპარაკებების არ გვეშინია. მაგრამ ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. ამის ერთი მიზეზი არსებობს: მათ საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდიეს, აღიარეს რა 2008 წლის 26 აგვისტოს სამრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ამჟამად მათ არ იციან, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ იურიდიული და პოლიტიკური ჩიხიდან, - აცხადებს ვაშაძე.
ამავე დროს ვაშაძემ ჟენევის მოლაპარაკებებს „საქართველოსთვის და ევროპისთვის შეუცვლელი ფორმატი“ უწოდა.
- ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია იმისთვის, რომ ეს ფორმატი არსებობდეს. ჩვენ ამ ფორმატს შევინარჩუნებთ იმ იმედით, რომ მომავალში რუსეთი სერიოზული დისკუსიებისთვის მზად იქნება. ერთ მშვენიერ დღეს ეს აუცილებლად მოხდება, - ამბობს ვაშაძე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შენიშნავს, რომ ’“ჟენევაში დაკარგულ დროს ჩვენ ვერასოდეს დავიბრუნებთ“.
- რაც უფრო სწრაფად დაიწყებს რუსეთი კონსტრუქციულ მუშაობას, მით უკეთესია. ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რაიონი - ეს პრობლემაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. რუსეთის მიერ 2008 წელს დასახული სტრატეგიული, პოლიტიკური, ანდა დიპლომატიური მიზნებიდან არცერთი არ არის მიღწეული. ისინი დღეს დაახლოებით იმავე ტერიტორიას აკონტროლებენ, რომელსაც 1991 წლიდან აკონტროლებდნენ. ამასობაში კი საქართველო სულ უფრო სცილდება რუსეთს, - აცხადებს ვაშაძე.
ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბრიდან, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის იმ შეთანხმებების საფუძველზე ტარდება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ იქნა მიღწეული. ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თავმჯდომარებით გამართულ ჟენევის შეხვედრებზე საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს დელეგაციები, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
30 მარტის ბოლო შეხვედრაზე, რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების პროექტი წარადგინა.
ვაშაძე ამბობს, რომ საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ასეთ დოკუმენტს, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან და არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
- ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვაქვს იმაში, რომ ხელი მოვაწეროთ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას რუსეთთან. 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ისედაც ითვალისწინებს ძალის გამოუყენებლობის მდგომარეობას. მაგრამ თუკი რუსეთს რაღაც დამატებითი სურს, მაშინ საქართველო მზად არის ნებისმიერ დროს ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, - ვაშაძის განცხადებას რადიო ’“ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხევდრისას აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ სერგეი ბაღაფშმა რუსეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის გარანტიების ქვეშ, „აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომის განუახლებლობის შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის“ შესახებ განცხადება გააკეთა.
ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შემდეგ, სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარემ შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გამომუშავება იწელება“. ამის შესახებ განცხადება აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩიკირბამ გააკეთა.
ჟენევის დისკუსიებისას მუშაობა ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს: პირველი – უსაფრთხოების საკითხებში, მეორე - ჰუმანიტარულ პრობლემატიკაში. ჟენევის დისკუსიების წინა მეცხრე რაუნდი 28 იანვარს გაიართა, თუმცა მისმა მონაწილეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის პრინციპებზე და ამასთან დაკავშირებით მომავალ დოკუმენტებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგია მოიწონა, რომელიც კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზებით დაბრუნებას ითვალისწინებს.
აღნიშნულმა დოკუმენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოწონება დაიმსახურა. სტრატეგიაში უმთავრესი ყურადღება სოციალური პროგრამების განხორციელებაზე და აფხაზების და ოსების დანარჩენ საქართველოსთან დაახლოებაზე არის გადატანილი. მიმდინარეობს მუშაობა ამ მიზნით კონკრეტული პროგრამების საერთაშორისი დაფინანსების მოპოვებისთვის. სტრატეგიის რეალური ამოქმედება სექტემბრიდან იგეგმება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ახალ ქართულ სამშვიდობო სტრატეგიას სოხუმში და ცხინვალშიც დიდი ყურადღებით სწავლობენ.
ქართულ ოპოზიციას სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ მიწებთან მიმართებაში გარღვევის არ სჯერა და აცხადებს, რომ პროცესებს ახალი სასიკეთო იმპულსი მხოლოდ მაშინ მიეცემა, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოშორდება. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით რუსეთს დაუთმო თითქმის ყველაფერი, რაზეც მოსკოვში ვერც კი იოცნებებდნენ.
აბა რუსეთთან დიალოგი არაა , ისაო ესაო , მაშ რა ხდება ბოლო-ბოლო ჩამოვყალიბდეთ , გვინდათუარა დიალოგი რუსსეთთან ?
აგერ ვაშაძე აცხადებს , მზად ვართ დიალოგისთვისო, იგივეს ამბობდა ალასანია, მაგრამ ალასანია ხომ რუსეთის კაცია?
http://presa.ge/index.php?text=news&i=10519 This post has been edited by Georgian_90 on 27 Apr 2010, 20:57