#19250178 · 26 Apr 2010, 00:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაინტერესებს ყოველი თქვენგანის აზრი, ასევე პროფესიული მიდგომა და ქრესტომათიული განმარტება იმისა, რასაც ჰქვია მორალური წნეხი. 1.მორალური წნეხის რა სახეობებს იცნობთ და რა მასშტაბებით გამოყენებულს; 2. იცით თუ არა სამართლებრივი სტატუსი მორალური წნეხის და რა შემთხვევაში ეძლევა გამოძიებას მორალური წნეხის გამოყენების ლეგალური უფლება; 3.მორალური წნეხის არაკრიმინალური მხარეები - არსებობს თუ არა ასეთი და აქვს თუ არა მორალური წნეხის ასეთ გამოვლინებას რაიმე კავშირი პათოლოგიურ სიყვარულთან (ეჭვიანობის ნიადაგზე და ა.შ. მიზეზით განხორციელებული მორალური წნეხი); 4.მოიყვანეთ მაგალითები: გაგონილი, ნანახი, წაკითხული, საკუთარ თავზე გამოცდილი მაგალითები მორალური წნეხისა; 5.უპასუხეთ კითხვაზე: აქვს თუ არა გამართლება მორალურ წნეხს და თუ აქვს გამართლება, სად, როდის, რა შემთხვევაში, რა მიზნით და რა მიზეზით. თქვენი პატივისმცემელი ***tikusa*** იმედი მაქვს ამ თემას დროებით აცოცხლებთ და სხვა განყოფილებაში (მაგ. კრიმინალს რაც ეხება) არ გადაიტანთ, რადგან მორალურ წნეხს სხვაგვარად ფსიქოლოგიური ძალადობა და ფსიქოლოგიური შანტაჟი ეწოდება. თუ სიტყვა ,,შანტაჟი'' სუფთა ქართული არ არის, მაპატიეთ, ამ სიტყვის ქართული შესატყვისი დროებით ჩემთვის უცნობია.
--------------------
The king of limbs Codex Present Tense I froze up The Butcher/supercollider Berlin 6/07/2012
|