საქმე მაინც არაფერი მაქვს [

] და ბარემ მოვსპობ სიონისტურ მითსა და ტყუილს თითქოსდაო ჰეზბოლამ ცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა
ჰეზბოლას ოფიციალური პოზიციები ემთხვევა ხოლმე ირანისას, მაგრამ მაინც ჯიუტად იქნევენ ხოლმე რაღაც რუსულ ბმულს სადაც ჩამოთვლილია არც აწ და არც 2008 წელს არარსებული რესპუბლიკები და ქმნილებანი - მაგ: გაგაუზიის რესპუბლიკა, სერბიის კრაინა და ა.შ.
ჰეზბოლას ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებენ ხოლმე შემდეგი პირები - შაიხი ნა'იმ ყასიმი, შაიხი ნაბილ ყაუქი, იშვიათად აიათოლა ალ-'უზმა სეიდი მუჰამად ფადლულა, და ბოლოს რასაკვირველია სეიდი ჰასან ნასრულა, ამჯერად ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ, რადგან მის გარდა რაიმე განცხადება რუსეთ-საქართველოს ომზე არ გაუკეთებია არავის ზემოთჩამოთვლილთაგან და არც სხვებისაგან, რომლებიც ზემოთ არ არიან ჩამოთვლილი, მაგრამ ასეთი რამის თქმა და პოზიციის გამოხატვა შეეძლოთ.
სამწუხაროდ სუბტიტრებით ვერ ვიპოვე, და ამიტომ ჩემს თარგმანს უნდა დასჯერდეთ. თუ არ გჯერათ ჩემი თარგმანის - ბატონი გოჩა მოვა და გადათარგმნის, დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესადაც ვიდრე მე, ან შემისწორებს თუ რამე უზუსტობა მაქვს

აგერ ვიდეოც:
რას ამბობს:
მეორე წლისთავზე [თამუცის ომისა, ანუ ლიბანის ომისა 2006 წელს] ამ ომის შედეგები ჯერ კიდევ საგრძნობი და ხელშესახებია - როგორც სტრატეგიულ და პოლიტიკურ აზროვნებაში, ასევე ტაქტიკური ქმედებებისა და ბრძოლის ტექნიკის თვალსაზრისით. ეს დადასტურდა იმითაც რომ მრავალი დაწესებულება, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ საკითხებთან, მათ შორის აშშ-სა და ისრაელშიც, აღიარებს კრახს, რადგან ვერც ერთი მათი მიზანი ვერ იქნა მიღწეული [ანუ ვერც ისინი, რაც ჰა-მიცვა საჰარ ჰოლემის მიზნებად გამოაცხადეს და ვერც ჰა-მიცვა შინუი ქივუნის], მიუხედავად დიდი დანახარჯებისა და ძალისხმევისა. ისინი ცდილობენ დასკვნების გამოტანას რათა მომავალში თავი აარიდონ მას.
შედეგები საგრძნობია სიონისტების მტრულ ქმნილებაში [ისრაელს ასე მოიხსენიებს ხოლმე] რომლის არმიიდანაც მრავალი პასუხისმგებელი პირი და მეთაური, რომელთან კავშირი ჰქონდათ ამ კრახთან, გადადგნენ. ზოგიერთი საზღვარგარეთაც წავიდა - მათ შორის მაგალითად გამოგვადგება გალ ჰირში [გადამდგარი გენერალია ცაჰალის], რომელიც წავიდა საქართველოში. ამ პატარა ქვეყნის მთავრობამ მას ჩააბარა მრჩევლობა განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების საკითხებში. აქვე ვახსენოთ ეს ომი და რაც დაემართა საქართველოს. საქართველო, რომელიც ეყრდნობოდა ისრაელის გამოცდილებას განიცდის მარცხს ამ ომში, რადგან დამარცხებული გენერლებისაგან იღებს რჩევებს. ის ჩაება გაუთვალისწინებელ ომში რუსეთთან და ჰქონდა ამერიკის დიდი იმედი. მაგრამ ამერიკამ, ისევე როგორც სხვა მოკავშირეები. რომლებსაც მისი ხელების იმედი ჰქონდათ [ანუ ქმედითი დახმარების], დასტოვა იგი და დაეხმარა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით [აღშფოთებებით].
ეხლა განვიხილოთ:
ანტიამერიკული და ანტიისრაელური სენტიმენტი გასდევს მთელ ტექსტს, ამაზე არ შევჩერდებით.
მაგრამ არანაირი მხარდაჭერა, ან გამართლება სეპარატისტებისა, ან რუსეთისა არ ჩანს.
ეს იყო რისი დადასტურებაც გვსურდა.
გმადლობთ ყურადღებისათვის