თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში, ენერგეტიკული სასმელის კომპანია “Red Bull”-ის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური აქცია “შეიგრძენი რიტმი”.
აქციაზე სტუდენტებს შორის მოეწყო შეჯიბრი ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში (სამბა, რუმბა, სალსა). სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა სამეჯლისო ევროპული ცეკვების სტუდია “BLACKPOOL” –ის ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა გია ზარიძემ.
აქციაზე გამოვლინდა გამარჯვებული წყვილი - გიორგი კანდელაკი და ქეთი ოთარაშვილი, რომელთაც გადაეცათ სტუდია “BLACKPOOL” –ის აბონემენტი.
This post has been edited by TaZ_MaNiaN on 23 Apr 2010, 00:51
მიმაგრებული სურათი