პოეზია დღითი-დღე უსაზღვროვდება, დიდდება და ფერადდება...
სადღაც ყოველ დღე იბადება რაღასც ახალი, ლექსის სამყარო იგულისხმება.. XIX საუკუნემდე რითმები სიტყვები ერითმებოდნენ ერთმანეთს..მერე ემოციები მოდიოდნენ რითმებად და აღარ სჭირდებოდა ხელოვნურად მსგავს მარცვლებს ძებნა, იმიტომ, რომ თუ მუზა ლექსად მოვიდა არ არის აუცილებელი წვიმდა-მინდა წერო..
ნაწყვეტი ვიკიდან:
ვერლიბრი - (ფრანგ. vers libre - თვისუფალი ლექსი) ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერი. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა.
ძალიან მიყვარს ვერლიბრი, იგივე თეთრი ლექსი.. ჩემთვის რითმა არაფერია თუ არა სიტყვები, რომლებიც მავიწყებს რითმის არსებობას...დღეს უკვე ვერ წარმომიდგენია რითმიანი ლექსი..
ეს მიმდინარეობა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ს დასაწყისში ევროპაში გავრცელდა...XX-ს ბოლოს საქართველოშიც მოიკიდა ფეხი და დღეს უკვე ქართული პერიოდიკის ძირითადი ნაწილი პოეზიაში თეთრ ლექსებს ეთმობა...
დასაწყისისთვი რენე ფილომბეს ჩემთვის უსაყვარლეს ლექსს დავდებ
შენი მსგავსი ადამიანი
მე ვაკაკუნებდი შენს კარზე,
ვაკაკუნებდი შენს გულზე,
რომ მქონოდა სითბო
და ღამისგასათევი.
შენ კი ხელ მკრავ?
გამიღე კარი, ძმაო!
რაში გაინტერესებს
აფრიკიდან ვარ,
ამერიკიდან ვარ,
აზიიდან ვარ,
თუ ევროპიდან?
გამიღე კარი, ძმაო!
რაში გაინტერესებს
ჩემი ცხვირის სიგრძე,
ტუჩების სისქე,
კანის ფერი,
და ღმერთების სახელი?
გამიღე კარი, ძმაო!
მე შავი არ ვარ,
წითელი არ ვარ,
ყვითელი არ ვარ,
და არც თეთრი ვარ,
უბრალოდ ადამიანი ვარ.
გამიღე ძმაო კარი და გული,
მე ხომ ყველა დროის ადამიანი ვარ,
მე ხომ ყველა ცის ადამიანი,
შენი მსგავსი ადამიანი ვარ.
ვისაუბროთ : ვერლიბრის როლზე პოეზიაში,
თქვენთვის რამდენად მისაღებია ურითმობა ლექსში?
რომელი პოეტის თეთრი პოეზიას კითხულობთ?
იქნებ თქვენც წერთ.. : )
მეც დავწერ მერე გავრცობილად..=]]