თბილისის ფორუმზე უსამართლოდ რეპრესირებული უზერის ბლოგიდან.
ლინკი------------------
სააკაშვილი შეიძლება გადადგეს?!მოგეხსენებათ, რომ რუსეთ საქართველოსა და საქართველო სომხეთს შორის მოსალოდნელ ომზე წელიწადზე მეტია ვსაუბრობ და ამდენად ამ თემაში მხოლოდ ირიბათ შევეხები ამ საკითხს. უფრო სწორედ კი მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების ერთ ერთ შესაძლებლობაზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას.
ვსაუბრობ იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, კონკრეტულად კი საქართველოს დეზინტეგრაციასთან დაკავშირებით, ვაშინგტონისა და მისი სატელიტი მოსკოვის გეგმებში, მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს უდაოდ მნიშვნელოვანი როლი და ადგილი ეკისრება.
შემიძლია თამამად ვივარაუდო, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი სწორედ მიხეილ სააკაშვილის სრულიად დისკრედიტირებული რეჟიმისთვის გეგმავს ქვეყნის მომავალი დეზინტეგრაციის გადაბრალებას და ამდენად ვფიქრობ სამოქალაქო დაპირისპირების და ორ ფრონტზე ომის თავიდან არიდების ერთ ერთ ქმედუნარიან შესაძლებლობად, მიხეილ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გადადგომა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც უნდა განვიხილოთ.
ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიერა თუ რა “ბინძურ” თამაშში გამოიყენა ის ვაშინგტონმა, ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიერა ის, რომ ვაშინგტონის რეალური “პარტნიორი” პოსტ საბჭოთა სივრცეში მოსკოვია და არა თბილისი, კიევი ან ვინმე სხვა და ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილმა ისიც გააცნობიერა, რომ ქვეყნის მთავარ საფრთხეს მისი პიროვნების ხელისუფლებაში არსებობა წარმოადგენს და 2013 წლამდე დისნეი ლენდშიც რომ გადავიდეს საცხოვრებლად, სწორედ ის და მისი პოლიტიკა დასახელდება საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ქმედების მიზეზად ..
ასე და ამგვარად თუ სააკაშვილი ადეკვატურად აცნობიერებს ობიექტურ რეალობას და თუ მას შესწევს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, უახლოეს მომავალში პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ, განცახადებას უნდა ველოდეთ.
ეს იქნებოდა ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება დღეს არსებულ ვითარებაში.
სააკაშვილის გადადგომამ შეიძლება ვერ გააჩეროს ვაშინგტონისა და მოსკოვის გეგმები საქართველოს დეზინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სულ ცოტა შეაფერხებს მაინც მათ განხორციელებას. ეს კი დამატებითი დროა, დრო კი შანსი. გადარჩენის შანსი ….
რას ფიქრობთ მეგობრებო დატოვებს სააკაშვილი თანამდებობას?
---------------------------------------------
რას აკეთებს ერთი თვე ვაშინგტონში სააკაშვილი? შემთხვევით გადადგომის უფლებას ხომ არ ითხოვს თეთრი სახლისგან, ან უსაფრთხოების გარანტიებს?
თუ კი და თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?
მზად ხართ ასეთი შოუსთვის?
ყველაზე თავისუფალი ფორუმი >>> www. planeta.ge