ამ ბოლო დღეებში გააჩერეს პრაქტიკულად ყველა კერძო პირებისათვის შემოსული ამანათი საბაჟოზე. გაატარეს მარტო მიკრო ბანდეროლები თანაც პრაქტიკულად ცარიელა.
განბაჟება ხდება "კარიბჭეში" აეროპორტთან. განბაჟება ელექტრონულად, კომპიუტერში ანკეტის შევსებით 10 წუთში. განბაჟების სახელმწიფო გადასახადი ასატანია. მაგრამ... რა ხდება მანამდე:
ადრე მივიღე ამანათი უცხოეთიდან. ახლობელმა გამომიგზავნა.
შიგ თავსი:
ავტოკალმები (პასტები) ალბათ ერთი 10 ცალი
სუვენირები, 5-10 დოლარიანი ასე ერთი 5 ცალი
ვისკი საჩუქრად ერთი ბოთლი (ფასი 18 დოლარი)
ბავშვის სამოსი სხვადასხვა
ჩემი ბავშვის ფეხსაცმელები
ჩემი შარვალი
საშლელები სკოლისათვის
ბრელოკები რამოდენიმე
მეუღლის ფეხსაცმელი
ბავშვის აიპოდი
თავისი პირადი მობილური აპარატი საჩუქრად
მაგიდის სუფრა
პროცედურა იყო შემდეგი:
ჩემდა საბედნიეროდ იმ დღეს ჩემს გარდა არავინ არ იყო.
წამომყვა შემფასებელი. გახსნა ყუთი. ამოიღო სათითაოდ ყველაფერი. აწონა. ჩაიწერა.
მერე თავის ოთახში ყველაფერს მიუსადაგა ფასი, დათვალა ყველაფერი და გამოიყვანა საერთო ღირებულება. დაიხარჯა სულ 1 საათი და 30 წუთი. გადავიხადე მისი შემფასებელის სერვისი ღირებულება. მგონი სადღაც 80 ლარი იყო.
ამის შემდეგ გადავედი დეკლარანტთან. ვიმეორებ რომ მარტო ვიყავი იმ დღეს და თავისუფლები იყვნენ. ეხლა მათმა დაიწყეს კოდების წიგნში კოდების მისადაგება და კომპიუტერში შეყვანა.
იძახიან რომ საბაჟოს სერვერი ცუდად მუშაობსო. შეცვალეს და გადავიდნენ სხვა პროვაიდერზე. იგივეა. მერე აღმოჩნდა რომ ვიღაცის კომპიუტერი გრუზავს ქსელს.... მოკლედ ბედზე ვიღაცას აღმოაჩნდა ვაიფაის ფლეშკა და მობილურის ინტერნეტით შევიდნენ სერვერში. ამასობაში გავიდა 2 საათი. მოკლედ შეიყვანეს როგორც იქნა ყველაფერი კიდევ 2 საათის შემდეგ. ჯამში გავიდა ალბათ 5 საათამდე. გადამახდევინეს დეკლარაციის 40 ლარი და დამატებით თითო კოდზე მგონი 8 თუ 10 ლარი. თითო კოდი რას ნიშნავს?
აი პასტა ხომ დევს ამანათში -8-10 ლარი.
საშლელი -8-10 ლარი.
ბრელოკი -8-10 ლარი
ბავშვის ფეხსაცმელი რეზინის პადოშვით -8-10 ლარი
ბავშვის ფეხსაცმელი კაპრონის პადოშვით 8-10 ლარი
და ასე შემდეგ.....
ეს არ არის სახელმწიფო ბაჟი. ეს არის კოდების ღირებულება მხოლოდ.
ხვდებით ხომ სად ავიდა თანხა?
ხო, ვისკი ჩამომართვეს. განცხადების საფუძველზე. თუ არა და მთელ ამანათს დაკარგავო.
საბოლოოდ დამრჩა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი. ის იყო სადღაც 180 ლარამდე, მაგრამ სხვა აი ზემოთ ჩამოთვლილ გადასახადებთან ერთად ავიდა 400 ლარზე მგონი . ხო.. დამავიწყდა -განბაჟება თვითონ, მას მერე რაც სერვერზე შეიტანეს ყველაფერი მოხდა სწრაფად, 10 წუთში. ანუ დავკარგე სულ 5 საათი და 10 წუთი.
ხოდა რას ვიძახდი... გუშინ, გუშინწინ მოკლედ ამ რამოდენიმე დღეში გააჩერეს უკვე უველა, არა ნაკლებ შემოსული 80% კერძო ამანათების.
ზემოთ გითხარით რომ მაშინ მარტო ვოყავი. ეხლა გადაამრავლეთ ყველაფერი იმ ხალხის რაოდენობაზე ვინც მიაწყდება "კარიბჭეს"და მიიღებთ გაწიწმატებულ მოსახლეობას.